Deutsche Welle-ს თურქეთში, თურქეთის სპორტის მინისტრთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერები ჩამოართვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 15:35

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის აქიფ ჩაღათაი ქილიჩის გერმანულ Deutsche Well-ს, გადაცემა Conflict Zone-ის სტუმრობისას ჩააწერილი ინტერვიუს ჩანაწერები სამინისტრომ ჩამოართვა. Deutsche Well-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, სამინისტროს ეს ქმედება დაგმო.

მიშელ ფრიდმანის მიერ ანკარაში Deutsche Well-ს გადაცემა Conflict Zone-ისთვის თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ აქიფ ჩაღათაი ქილიჩთან ჩაწერილი ინტერვიუ მინისტრის ბრძანებით ჩამოართვეს. Deutsche Well-მ მინისტრი 5 სექტემბერს ჩაწერა, სასაუბრო თემების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა.

ფრიდმანმა, მინისტრს ივლისში ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის, გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული მასობრივი გათავისუფლებისა და დაპატიმრებების, თურქული პრესის მდგომარეობასა და თურქულ საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ კითხვები დაუსვა. ასევე ინტერვიუს ჩაწერის დროს აქიფ ჩაღათაი ქილიჩს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოღანის მოსაზრების განნმარტებაც თხოვეს.

მინისტრმა, ინტერვიუს დასრულებისთანავე მიშელ ფრიდმანს დაემშვიდობა. მინისტრის ოთახიდან გასვლის შემდეგ სამინისტროს სპიკერმა Deutsche Well-ს განუცხადა, რომ ინტერვიუს ვერ გამოქვეყნებდნენ. ფრიდმანმა და მისმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს რის შემდეგაც ტელევიზიისთვის მომზადებული ჩანაწერები სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ჩამოართვეს. Deutsche Well-ს ჯგუფს განუცხადეს, რომ თუ ვიდეოფირს არ გადასცემდნენ სამინისტროს შენობიდან გასვლას ვერ შეძლებდნენ.

Deutsche Well-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, თურქეთის ოფიციალური პირების ეს ქმედება მკაცრად დაგმო.

″ამით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ თურქეთში თავისუფალი პრესის უფლებები ირღვევა. აქ რაც მოხდა თურქეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ძალის გამოყენებას ნიშნავს. ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მინისტრის მიერ საკუთარი ნებით ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ამგვარი ქმედებით მისი გამოქვეყნების შეზღუდვის მცდელობა, მხოლოდ იმიტომ რომ მინისტრს კითხვები არ მოეწონა მიუღებელია. თურქული მხრიდან ვიდეოფირის დაუყონებლივ დაბრუნებას მოვითხოვთ. სამართლებრივად რისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებთ.″-განაცხადა ფრიდმანმა. 

თურქეთში მოსამართლემ 7 სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატის იძულებით სასამართლოში მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 15:54

თურქეთის მოსამართლემ ოპოზიციური ქურთული პარტიის HDP-ს 7 დეპუტატის სასამრთლოში იძულებით მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებული იყო. მმართველი პარტიის სურვილით საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ, დიარბაქირის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესი გაგრძელდა და 7 დეპუტატის შესახებ სასამართლოზე იძულების მიყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სახალხო დემოკრატიული პარტიის(HDP) ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს ჩაღლარ დემირელს, ოსმან ბაიდემირს, დირაიეთ თაშდემირს, აჰმეთ ილდირიმს, ბესიმე ქონჯას, ალიჯან იონლუსა და ნადირ ილდირიმის სასამართლო პროცესზე არ დასწრების გამო მათ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

მანამდე, სახალხო დემოკრატიული პარტიის(HDP) თანათავმჯდომარეების, სელაჰათინ დემირთაშისა და ფიგენ იუქსექდაღის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო ანკარის მთავარმა პროკურატურამ ისინი ჩვენების მისაცემად დაიბარა, მაგრამ დემირთაშმა პროკურატურის ეს ქმედება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ჩვენების მისაცემად არ წავიდოდნენ.

PEN-ის განცხადება: ეს გადაწყვეტილება მიღებული სასტიკი ზომების ანარეკლია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 13:16

საერთაშორისო მწერალთა კავშირის PEN-ი, ეროპორტში თურქი ჟურნალისტის ჯან დუნდარის მეუღლისთვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ განცხადება გააკეთა. სადაც ნათქვამია, რომ ″ყოველივე ეს მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების ანარეკლია.″

გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი რედაქტორის ჯან დუნდარის მეუღლეს, დილექ დუნდარს წინა დღეს  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამგზავრების წინ პასპორტის გაუქმების მოტივით გაფრენის საშუალება არ მიეცა.

გაზეთ Cumhuriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მწერალთა კავშირმა PEN-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, PEN-ის საერთშორისო დირექტორის კარლეს ტორნერის განცხადებას დაუთმო ადგილი.

″ეს გადაწყვეტილება, თურქეთში იმ პირების რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს მათი ახლობლებისა და პარტნიორების მიმართ, საგანგებო მდგომარეობის სახელწოდებით მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების შედეგია. ეს აგრეთვე იმის მაგალითია, რომ თურქეთის ხელისუფლება უგუნურად ცდილობს ამ საკითხში იმ პირების ოჯახის წევრები ჩაითრიოს რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ეს დღეს, თურქეთისთვის მართლაც რომ შავი დღეა.

 ჩვენ თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დილექ დუნდარს სამგზავრო დოკუმენტები უკან დაუბრუნოს და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.″-ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთი ასევე ჯან დუნდარის განცხადებასაც უთმობს ადგილს: ″ეს მოვლენა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის საბაბით განხორციელებული ავტორიტარული მმართველობის შესანიშნავი მაგალითია. ახალი კანონმდებლობით, თუ ვინმეს სასამართლოში უჩივლეს, მაშინ მისი ოჯახის წევრებსაც როგორც დამნაშავეს ისე ეპყრობიან.″-წერს ჯან დუნდარი.

 

Welt - თურქეთის ხელისუფლება უკან დაიხევს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 17:11

თურქეთის ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის საკითხში  უკან დაიხევს. ევროსაბჭოს კიდევ 2 თვით  გაუხანგრძლივა ვადა. ამის შესახებ ინფომაციას გერმანული გაზეთი “Welt am Sonntag“- ი ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, როგორც გაზეთი Welt am Sonntag-ი თურქეთის ხელისუფელბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, თურქეთის ხელისუფელბა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან დათმობაზე წასასვლელად მზად არის. გაზეთის მტკიცებით, თურქეთის მთავრობა, თურქეთისთვის ოქტომბრის  ბოლომდე  ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას დაჟინებით აღარ მოითხოვს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ  ″ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის ნოემბრამდე ან და დეკემბრამდე გადაავადება თურქეთის მთავრობისთვის პრობლემა არ იქნება.″ თუმცა, თურქეთის მთავრობა ხაზგასმით აღინიშნავს, რომ წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმი აუცილებლად აღიარებული იქნება.

შეგახსენებთ, მარტში თურქეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, თურქეთმა თავისი ტერიტორიიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტები უკან უნდა მიიღოს. ევროკავშირი, თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, ხოლო თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება ექნებათ. ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად თურქეთს 72-ე კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. შეუსრელებელ კრიტერიუმებს შორის ყველაზე სადავო ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებაა. თურქეთის მთავრობა ამის წინააღმდეგია. ევროპარლამენტმა კი განაცხადა, რომ თუ თურქეთი 5 კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში.

ნობელის პრემიის ლაურეატის მფლობელი დრამატურგის დარიო ფოს თამაშები თურქეთში აიკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:04

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ნობელის პრემიის ლაურეატის მფლობელი იტალიელი დრამატურგის დარიო ფოს თამაშების სახელმწიფო თეატრებში დადგმა აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით მწერალმა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.

ბრიტანულ გაზეთ Times-ის ჟურნალიტ ტომ კინგტონთან საუბრისას დარიო ფომ ამ გადაწყვეტილებას ″ცენზურა″ უწოდა.

″იმ ოთხი მწერლიდან ცოცხალი მხოლოდ მე ვარ, რომელთა ნაწარმოებიც თურქეთში აიკრძალა. ეს ჩემთვის მეორეჯერ ნობელის პრემიის აღების ტოლფასია.″-განაცხადა მან.

გაკეთდა განცხადება, რომ ახალ სეზონზე სახელმწიფო თეატრებში, ჩეხოვის, ბრეხტის, დარიო ფოსა და შექსპირის ჩათვლით უცხოური თამაშები არ უნდა დაიდგას. გენერალური დირექტორის მოადგილემ ნეჯათ ბირეჯიქმა თეატრების ხელმძღვანელობას ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ ეს თამაშები თეატრებში არ დაიდგმებოდა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ″წელს მხოლოდ ადგილობრივი თამაშები უნდა დაიდგას.″

ობამა: თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 15:13

ეს ფაქტია, რომ თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.

 ობამას თქმით, თურქეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

″უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობებში ცვლილება არ არის. ფაქტია, რომ თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა. თურქეთი ნატო-ს ძლიერ წევრობას აგრძელებს.″-განაცხადა მან.

ობამას განცხადებით, თურქეთში თავიდან რესტრუქტურიზაცია და დალაგება უნდა მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას როგორ გააკეთებენ.

თურქეთში ჟურნალისტებზე ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით პარლამენტარ ენის ბერბეროღლუს 30 წლით დაპატიმრებას ითხოვენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 15:11

თურქეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის(CHP) დეპუტატის ენის ბერბეროღლუს წინააღმდეგ მმართველმა პარტიამ, ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ზე იარაღის მიწოდების შესახებ ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოტივით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სავარაუდოდ, ასეთი დოკუმენტაციის გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილ მთავარ რედაქტორ ჯან დუნდარზე მიწოდების გამო დეპუტატ ბერბეროღლუს 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.

სტანბოლის მთავარი პროკურატურის კვლევითი ბიუროს მიერ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დუნდარი თავის წიგნში და გაზეთში მისთვის განკუთვნილ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დოკუმენტაცია ფლაშ დისკის საშუალებით მემარცხენე დეპუტატისგან მიიღო. ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოკვლეული იქნა სატელეფონო საუბრები და დადგინდა, რომ ჯან დუნდარი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ენის ბერბეროღლუს ელაპარაკა და ეს საუბარი 21 წამი გაგრძელდა.

″ეროვნული სადაზვერვოს სამსახურის(MIT) ტრაილერების საქმე″ თურქეთში, დიდი ხნის განმავლობაში საჯარო განხილვის საგანი იყო. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების მიერ ტრაილერების საშუალებით სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ისთვის უკანონოდ იარაღის გადაზიდვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მთავრობა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ იარაღი სირიაში მცხოვრები თურქმენებისთვის იყო გაგზავნილი და ინფორმაციის გამვრცელებელი გაზეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის წარმომადგენელი ერდემ გიული ″სახელმწიფო საიდუმლოს მოპოვებისა და გახმაურების″ ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული საქმის გამო ჯან დუნდარს 5 წლითა და 10 თვით, ხოლო ერდემ გიულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მარტინ შულცის განცხადებამ თურქეთის პრემიერი შოკში ჩააგდო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 17:15

გადატრიალების მცდელობიდან 48 საათის განმავლობაში ათასობით ადამიანის დაკავებამ გაგვაკვირვა. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა გააკეთა.

ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფი მარტინ შულცი, თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შეხვდა. მხარეებმა, ორმხვრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ისინი გადატრიალების მცდელობისას მიმდინარე მოვლენებს, ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ ხალხის ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდებას ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში აკვირდებოდნენ.

″ხელისუფლებამ, ასეთი რამის გაგება როგორ მოახერხა? გადატრიალების მცდელობაში რამდენმა ადამიანმა, საიდან და როგორ მიიღო მონაწილეობა, ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი რამის გაგება როგორ მოახერხა? გადატრიალების მცდელობიდან 48 საათის განმავლობაში ათასობით ადამიანის დაკავებამ გაგვაკვირვა. დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა საქმე ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს. და როგორც ბრალდების მხარე ისე დაცვის მხარე იგივე პირობებითა და იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.″-განაცხადა შულცმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებებს პრემიერ-მინისტრი ილდირიმი გამოეხმაურა, ″თურქეთში კანონი ყველაფერზე მაღლა დგას, სასამართლო პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დადგინდება ვინმე არის თუ არა უდანაშაულო.″-უპასუხა ილდირიმმა.

ევროკომისარი ოტინგერი: თურქეთი ევროკავშირში ერდოღანის შემდეგ შეიძლება გაწევრიანდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 14:50

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი, - ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო დოღანის(DHA) ჟურნალისტის აჰმეთ ილდირიმის ინფორმაციით,  გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას, მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა და ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ ″თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პრეზიდენტ ერდოღანის შემდეგ არის მოსალოდნელი.″

პრეზიდენტ ერდოღანის რეადმისიის ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ოტინგერმა, - პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს თურქი საზოგადოების მიმართ აკეთებს.

ოტინგერის თქმით, ″მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად თურქი ხალხის მიმართ კეთდება. ძალიან ბევრი თურქის სურვილია, რომ ძლიერი ლიდერი ჰყავდეთ. ისიც ამას იყენებს. ერდოღანისათვის პოპულიზმი და ნაციონალიზმი უცხო არ არის. თვითონ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის მსგავსად იქცევა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირშის არაერთ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები გაძლიერდა. ეს კი ვფიქრობ, ძალიან სახიფათოა.″-განაცხადა მან.

ოქტომბერში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედების შესახებ დასმულ კითხვაზე ევროკომისარმა შემდეგი პასუხი გასცა: ″თურქეთს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა ჯერ არ შეუსრულებია. განსაკუთრებით, ანტიტერორისტულ კანონთან დაკავშირებით ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ. ჩვენთვის აჩქარებაზე მეტად უმთავრესია, კანონის უზენაესობა და ყველა პირობის შესრულება. თურქეთს ცვლილებებისათვის კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ეს ასეა.″

ოტინგერს ასევე ჰკითხეს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრანტების ტალღას ელოდებოდა თუ არა?

″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ განხორციელებული ქმედებების გამო ძალიან ბევრი თურქის ევროკავშირში შესაძლო შემოსვლა ყურადსაღები საკითხია. შესვლის მსურველ პირებს შორის შესაძლოა იყვნენ თანამდებობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და ჯარისკაცების, ინტელექტუალებისა  და ჟურნალისტების ოჯახები.″ - განაცხადა ოტინგერმა. 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი თურქეთში კვლევას ჩაატარებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 17:31

ევროპული საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ, ციხეებში წამების ფაქტები, არაადამინური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება, ევროკავშირის მომხსენებელმა კატი პირიმ მიიღო. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა იანგლანდმა საერთაშორისო ამნესტიის ანგარიშზე დაყრდნობით CPT-ს თურქეთში გამგზავრებისკენ მოუწოდა.

 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ჯერ ჯარისკაცების, ხოლო შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები გავრცელდა. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა განცხადება გააკეთა, რომ ″წამება არ ხდება″ მაგრამ იმავე დღეებში თურქეთში ყველა მხრიდან სისტემატიურად წამების ამსახველი ფოტოები ვრცელდებოდა. არიან ისეთებიც, რომლებმაც წამებისა და არასათანადოდ მოპყრობას ვერ გაუძლო და მოკვდა.

24 ივლისს საერთაშორისო ამნესტიის(Amnesty International)მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, ″თურქეთის მასშტაბით ოფიციალური და არაოფიციალური დაკავების ცენტრებში ცემით წამების გარდა გაუპატიურებაც ხდებოდა.″ სერიოზული მტკიცებულებები გამოაქვეყნა. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიცია პატიმრობაში მყოფი ზოგიერთი მაღალი რანგის სამხედრო პირებს აუპატიურებდა.

ორგანიზაციის ევროპის დირექტორი ჯონ დალჰუისენი აღნიშნავს, რომ ″თურქეთის მიერ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო შეშფოთების გამოხატვა გასაგებია. თუმცა წამება, არასათანადოდ მოპყრობა  და უკანონო დაკავება ვერავითარ შემთხვევაში გამართლებული ვერ იქნება.″

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ უსამართლოდ დაკავებულთაგან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი გიოქჰან აჩიქქოლუა. 13 დღიანი პატიმრობის შემდეგ სტამბოლის პოლიციაში გარდაიცვალა. როგორც შემდეგ გაირკვა მასწავლებელი დიაბეტით იყო დაავადებული, ის წამლების დროზე არ მიტანის და არასათანადოდ მოპყრობის გამო გარდაიცვალა.ა ჩიქქოლი რო დაეკრძალათ ოჯახისთვის გადაცემასაც არ აპირებდნენ.

ევროპული საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობების თავიდან ასაცილებლად 47 წევრი სახელმწიფოში შესვლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ინსტიტუტს CPT-ს, შეუზღუდავი ზედამხედველობისა და კონტროლის უფლება აქვს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური