თბილისს თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 16:07

თბილისში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი, ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

თორმეტკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელები.

გიულენმა გადატრიალების მცდელობაში ერდოღანი დაადანაშაულა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 19:26

თურქეთში გადატრიალების მცდელობა ″ინსცენირებული″ იყო და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ წლების განმავლობაში იგეგმებოდა. ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა გარმანული და ესპანური გაზეთებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიულენი, გერმანულ გაზეთ "Die Zeit"-ს, ესპანურ გაზეთ "El Pais"-ს და გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-სთვის ერთობლივად მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ერდოღანი გადატრიალებას წლების განმავლობაში გეგმავდა, უბრალოდ ამისათვის შესაფერის მომენტს ელოდებოდა. მისივე მტკიცებით, ბოლო დღეებში ამის დამამტკიცებელი ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულება გამოვლინდა.

გიულენის განცხადებით, ერდოღანი მისთვის მიუღებელი ყველა ადამიანის დათხოვნით და დაკავებით, გადატრიალების მცდელობას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებს.

″წარსულში ერდოღანის მხარდაჭერის მიზეზი, თურქეთის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადება, ადამიანის უფლებები და დემოკრატიის გაძლიერების შესახებ მიცემული დაპირებები იყო. მათ შორის ურთიერთობის გამწვავებას კი ′მოლოდინით იმდეგაცრუებული ერდოღანის შურისძიება′ უწოდა. ერდოღანს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ მას ყველა მუსულმანის ლიდერად გამოვაცხადებდით და მსოფლიოს მასშტაბით ამისათვის ვიმუშავებდით. ასე რომ არ მოხდა ჩვენს წინააღმდეგ წავიდა.″- განაცხადა გიულენმა.

ფეთჰულაჰ გიულენმა, მისი მხარდამჭერების გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ კითხვაზე, ″გადატრიალების მცდელობაში ვინც ჩვენ გვადანაშაულებს, ვალდებულია დაამტკიცოს. ბრალეულობის დამტკიცება ჩვენი კი არა, ვინც ჩვენ გვადანაშაულებს მისი მოვალეობაა. გადატრიალების მცდელობა ვის მიერ წამოწყებულიც არ უნდა იყოს, არჩეული მთავრობის და ჩემი მორალური პრინციპების საწინააღმდეგოდ უმოქმედია.″- უპასუხა მან.

გიულენის თქმით, თუ აშშ მის თურქეთში ექსტრადირებას მოახდენს, მას ამის არ ეშინია.

გიულენმა, აშშ-ს სტუმართმოყვარეობის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რამდენი ხნითაც შეძლებდა აშშ-ში დარჩენას დარჩებოდა, თუ არადა წავიდოდა.

″ჩემი სამშობლო ძალიან მენატრება, აშშ-ში გარდაცვალების შემთხვევაში ცხედარის თურქეთში გადაყვანის და დედაჩემის გვერდით დაკრძალვის სურვილი მაქვს.″-განაცხადა გიულენმა.

78 წლის გიულენი, 1999 წლის შემდეგ აშშ-ის პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. თურქეთი, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის პასუხისმგებლობას ფეთჰულაჰ გიულენს აკისრებს და ეხსტრადირებისთვის აშშ-ზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენს.

თურქეთში ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ პიკს მიაღწია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 19:22

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ პიკს მიაღწია. ამის შესახებ ორგანიზაცია, ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციამ, საგანგებო მდგომარეობამ პრესის თავისუფლებაზე როგორი გავლენა იქონია, ამ თემასთან დაკავშირებით 15 გვერდიანი ანგარიში მოამზადა.

ანგარიშის შესახებ ორგანიზაცია, ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს გერმანიის წარმომადგენლის ქრისტიან მიჰრის განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 100 ჟურნალისტი დააპატიმრეს, 100 გაზეთი, ჟურნალი, რადიო ან სატელევიზიო არხი დახურეს. მიჰრიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმეს.

მიჰრის თქმით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდეც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და მმართველი პარტიის (AKP) მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ჟურნალისტებს ისედაც პრობლემები ექმნებიდათ.

″საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ კი ამ მდგომარეობის დაჩქარებას წარმოუდგენლად ხელი შეუწყო. საგანგებო მდგომარეობამ, თურქეთს უკვე ტირი ზიანი მიაყენა, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა გაგრძელდეს.″-განაცხადა მან.

თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 5 დღის შემდეგ მთვრობამ 3 თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციამ ასევე, ჟურნალისტების პასპორტებისა და პრესკარტების გაუქმების მსგავსი ქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.

 

მიხეილ ჯანელიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 10:39

აშშ/ნიუ-იორკი- გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით.  დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის დაფუძნება, რომლის პირველი სხდომაც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ანკარაში გაიმართა.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად შეუწყონ ხელი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

აშშ-ის კონგრესში ერდოღანი მკაცრად გააკრიტიკეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:58

აშშ-ში კონგრესში თურქეთის შესახებ გამართულ სხდომაზე პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მთავრობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათი ნამოქმედარის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კონგრესის წევრების მტკიცებით, ერდოღანმა არსებული მდგომარეობით ისარგებლა და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტში ″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი″ სახელწოდებით სხდომა გაიმართა.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის კონგრესმენის დანა რორაბახერის თქმით, ″ერდოღანი არსებული მდგომარეობით სარგებლობს და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობას პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად იყენებს, რითაც ისედაც ცუდ მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს.″
რორაბახერის მტკიცებით, თურქეთში ვინც ერდოღანის ხედვას არ იზიარებს ზეწოლის ქვეშ იმყფება, ″რელიგიური ფილოსოფოსად″ ცნობილ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის ″მხარდამჭერი″ ყველა მტკიცებულების გარეშე ″გადატრიალების ინიციატორად″ განიხილება, 15 ივლისის შემდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ″სულელურ″ დონეს მიაღწია.
″მთავრობა სამხედრო გადატრიალების მცდელობას ადრინდელი საქმეების დასაფარავად და ერდოღანის ხედვების მიმართ არასაკმარისი ერთგულების გამომხატველების გასაწმენდად იყენებს.″-განაცხადა რორაბახერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ″კუდიანებზე ნადირობას″ ახორციელებს მაგრამ ამ სტრატეგიამ თურქ ხალხს სარგებელი არ მოუტანა.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერდოღანის მმართველობაში ტირანია, ზეწოლა და უფრო მეტიც კორუფციაც იყო. კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ისე ჩანდა, რომ თითქოს ერდოღანს გიულენის მხარდამჭერებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა გიულენის მომხრეებმა, ხელისუფლების მმართველებთან ურთიერთობების გაფუჭების ცოდნის მიუხედავად ამ საქმის გამოააშკარავება არ გადაუფიქრებიათ, ეს ცუდი რამ არ არის, პირიქით კარგი რამეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისეთი მამაცი ადამიანები გყავთ, რომ მათ იციან, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი მათ ბავშვების დაკავებს მაგრამ ისინი მაინც თავის საქმეს აკეთებენ.″- განაცხადა რორაბახერმა.
რორაბახერის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული ქმედებებით წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა.
″სასტიკად ჩადენილი გადატრიალების მცდელობა, დიქტატორული და რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბებას ვერ გაამართლებს. თუკი ერდოღანი ყოველივე ამას საკუთარი ხალხის რეალური დემოკრატიული უფლებების გასანადგურებლად, დასავლეთთან კავშირის შესაწყვეტად და დემოკრატიული პროცესის დასასრულებლად იყენებს ეს მიუღებელია და თურქი ხალხისთვის ისტორიული კატასტროფა იქნება.″- აღნიშნა მან.
რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის დეპუტატმა პავლე კუკმაც განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთს ოპტიმისტური თვალით აღარ უყურებდა. სავარაუდოდ, ეს ყოველივე ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. მისივე თქმით, ამჟამად თურქეთში დემოკრატია არ არსებობს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელის ნინა ოგნიანოვას განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლამ უპრეცედენტო დონეს იაღწია. ოგნიანოვას თქმით, მედიაზე ზეწოლა ადრეც იყო, მაგრამ 15 ივლისის შემდეგ კატასტროფულ დონემდე გაიზარდა. 2016 წლის მარტის შემდეგ უკვე ანგარიშების ყოველდღიური ჩაწერა დავიწყეთ.
“თურქეთში ისეთ დროს, როდესაც პლურალისტური ხმები ყველაზე მეტად საჭიროა ხელისუფლება წარუმატებელ გადატრიალების მცდელობას, კრიტიკულ მედიის წინააღმდეგ და ოპონენტების გასაწმენდად იყენებ.″-განაცხადა ოგნიანოვამ და დასძინა, რომ თურქეთში ჟურნალისტები თავიანთ საქმიანობას თავისუფლად ვერ ასრულებენ.
ოგნიანოვამ ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვაზე, ″ერდოღანმა და მისმა მთავრობამ მედია ცენზურის მხვრივ 3-4 წელიწადში რა მასშტაბებსაც მიაღწია, რუსეთში პუტინის მთავრობას ამ დონი მასშტაბებზე მისაღწევად 10 წელი დასჭირდა.″-უპასუხა მან.
ამერიკის პროგრესის ცენტრის წარმომადგენლმა ალან მაკოვსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის და ევროკავშირის რეაქცია იდეალურზე ნაკლები იყო, ამ სიტუაციამ კი თურქეთში შეთქმულების თეორიის გარემოს შექმნას ხელი შეუწყო.
მაკოვსკის თქმით, თურქეთში ″წმენდის″ ოპერაციების დონემ ″კუდიანებზე ნადირობას″ დაემსგავსა. მისივე თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ფილოსოფიასთან კავშირის აღიარება სამსახურიდან დათხოვნის და უფრო ცუდი ქმედებისთვის საკმარის საფუძველად არის მიჩნეული. მაკოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებულების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მტკიცებულება ″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩარევა″ უნდა არსებობდეს.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანმა განხეთქილების პოლიტიკით იმოქმედა, ქურთებმა განცალკევებულად დარჩნენ და ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ისე როგორც არასდროს ″ზეწოლას″ ახორციელებდა.″- განაცხადა მან.
მაკოვსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობას, სხვა ისლამური მოძრაობებისგან, განსაკუთრებით კი რადიკალი ჯგუფებისაგან განმასხვავებელი ორი თვისება აქვს, რელიგიის ნაცვლად მეცნიერებასა და მათემატიკაზე ფოკუსირებული სკოლების გახსნა და მშვიდობისა და რელიგიათაშორის მეგობრობის შესახებ გზავნილების გავრცელება.
ძალადობის ექსტრემიზმის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის აჰმეთ იაილას მტკიცებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს, 2-3 საათში, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 1563 სამხედრო თანამდებობის პირთა სიის ასეთ მოკლე დროში გამოვლენა შეუძლებელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სია უფრო ადრე მომზადდა.
დემოკრატიული პარტიის ვირგინიის დეპუტატმა და აშშ-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ გერი კონოლიმ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ და კრიტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონოლის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ თურქი ხალხის საქციელმა მთელ მსოფლიოს სიმპათია მოიპოვა, მაგრამ ერდოღანის მიერ 15 ივლისის შემდეგ ძალაუფლების გასამყარებლად პოლიტიკურ არენაზე თავისი ქმედებებით ეს სიმპათია დაკარგა. კონოლი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთში მედიისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ზეწოლის და სამხედრო გადატრიალების მცდელობის გიულენის მომხრეების აბსოლიტური უმრავლესობის დასადანაშაულებლად გამოყენების გამო ძალიან შეშფოთებულია.
კონოლი გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ-ის მიერ თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან ან არდაჭერასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მხოლოდ სასამართლო პროცესია.
დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის ხელისუფლებას მხარს უჭერენ.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ემოციური განცხადებები ამ პროცესს ვერ დააჩქარებს.″-განაცხადა მან.
მიქსის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ადამიანებს სამართლიანად გასამართლების უფლება აქვთ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირე ქვეყანა რომც იყოს, აშშ-მა ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერ გზავნილებს უნდა იძლეოდეს.
წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/600385/ABD_Kongresi_nde_Erdogan_i_topa_tuttular.html

თურქეთში ბრიტანეთის საელჩო უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიხურა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 12:12

თურქეთში დღეს ბრიტანეთის საელჩო უსაფრთხოების გამო არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

საელჩო, ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ იძლევა.

ინგლისი უკვე რამდენიმე ხანია თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ თურქეთის სასაზღვრო რეგიონებში და ზოგიერთ პროვინციაშიც თუ ძალიან არ დაჭირდათ ნუ გაემგზავრებიან.

გუშინაც, გერმანული ″ბილდის″ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ″შესაძლო თავდასხმების გამო″ თურქეთში გერმანიის საელჩო, საკონსულო  და სტამბოლში მოქმედი კერძო გერმანული ლიცეუმის დროებით დახურვის შესახებ განცხადება გაკეთდა.

გაერომ თურქეთი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში გააკრიტიკა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 12:35

გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი ალ-ჰუსეინი ზოგიერთ ქვეყანას და მათ შორის თურქეთსაც ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება ალ-ჰუსეინიმ დღეს ჟენევაში გააკეთა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) უმაღლესი კომისარის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის განცხადებით, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაერო-ს ადამინის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებს საქმეს ურთულებენ ან და ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მისივე განმარტებით, ამ ქვეყნებს შორის არიან ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნები, სადაც დიქტატორული რეჟიმია, სირია, სადაც სამოქალაქო ომია და ასევე თურქეთიც.

ალ-ჰუსეინის მტკიცებით, თურქეთში თვითნებური მკვლელობების, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილებების და ქვეყნის  სამხრეთ-აღმოსავლეთში ქურთებით დასახლებულ რეგიონებში დასახლებების დანგრევასთან დაკავშირებით გაერო-ს ანგარიშები აქვს.

მისივე თქმით, ანკარის ხელისუფლება გაეროს დამკვირვებლებს ნებას არ აძლევს აღნიშნული ბრალდებები ადგილზე გამოიკვლიოს. უმაღლესმა კომისარმა ასევე განაცხადა, რომ ჟენევაში გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის საბჭოს ქვეშ თურქეთთან დაკავშირებით დამატებითი მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა. 

თურქეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტ აჰმეთ ალთანსა და აკადემიკოს მეჰმეთ ალთანს მსოფლიოში ცნობილმა მწერლებმა და აკადემიკოსებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:55

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინასწარ ცოდნის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ აჰმეთ ალთანს და მის ძმას, აკადემიკოსს მეჰმეთ ალთანს მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა მწერლებმა და აკადემიკოსებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსოფლიოში პოპულარულმა 54-მა მწერალმა, აკადემიკოს და ჟურნალისტ აჰმეთ ალთანისა და მეჰმეთ ალთანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით თავიანთი პროტესტი გამოხატეს. წერილში, თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მწერლების წინააღმდეგ მიმდინარე დაშინების კამპანიას ბოლო მოეღოს.

ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეანტის მფლობელმა მწერლებმა ჯონ მაქსველ კუტზეესა და ფამუკის გარდა, ჯონ ბერგერის, პიტერ ქერის, რასელ ბანკსის, ელენა ფერანტეს, ბრეიტენ ბრეიტენბახის, ალბერტო მანგუელოს, რობერტო სავიანოს, ალისონ ლოუსიე კენედის მსგავსი მსოფლიოში ცნობილი მწერლების მიერ ხელმოწერილ წერილს, ასევე ისტორიის, ეკონომიკის, ხელოვნების ისტორიის, ანთროპოლობიისა და ლიტერატურის მსგავს სფეროებში ცნობილმა აკადემიკოსებმა რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ და საერთაშორისო გამომცემლების მესაკუთრეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

″ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მსოფლიოს ყველა დემოკრატს, თურქეთით და ახლო აღმოსავლეთის მომავლით დაინტერესებულ ყველას, სადაც თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მოვუწოდებთ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ თურქეთის ყველაზე ბრწყინვალე მეცნიერისა და მწერლების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინებისა და ზეწოლის კამპანიას წინ აღვუდგეთ.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მიერ დროებით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გასაგებია. თუმცა, წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა, მაკარტის მსგავსად, კუდიანებზე ნადირობის საბაბად არ უნდა იქნას გამოყენებული და საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნდამენტური უფლებები, მტკიცებულებებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობა და თუნდაც საღი აზრის წესები არ უნდა ირღვევოდეს.

ჩვენ, როგორც მწერლები, აკადემიკოსები და თავისუფალი აზრის გამოხატვის დამცველები, საგანგებო მდგომარეობის წესების გამოყენებით ჩვენთვის ნაცნობი და პატივსაცემი კოლეგების დაპატიმრებება განსაკუთრებით ძალიან გვაწუხებს″ - ნათქვამია მწერალებისა და აკადემიკოსების წერილში.

ძმებმა, აჰმეთ ალთანმა და მეჰმეთ ალთანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადეს, რომ საზოგადოების დისკრიმინაცია ხდება ასეთი მიდგომით შესაძლოა ქვეყანაში გადატრიალებაც მოხდეს, ასეთი განაცხადების გამო პროკურატურამ მათ ″გადატრიელების მცდელობის წინასწარ ცოდნის″ ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა. 

ფეთჰულაჰ გიულენი - ერდოღანი ჩემზე და ჩემს მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა, რათა საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 14:56

ერდოღანი ჩემი და მოძრაობა Hizmet-ის მიმდევრების მიმართ ზეწოლა ახდენდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა - ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა ვაშინგტონის გავლენიან გამოცემა Politico-სთან გააკეთა.

გიულენმა Politico-სთან, მოძრაობა Hizmet-ის სამართლიანობისა და განვითრების პარტიასა (AKP) და ერდოღანის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

″ბევრი დამკვირვებელი ჩვენს ურთიერთობას როგორც ალიანსი ისე აღწერდა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ახლოს ვიყავით. მე მას ორჯერ ან სამჯერ შევხვდი, ყველა შეხვედრა არჩევნების წინ შედგა. ერდოღანის პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღო აქ ვიყავი ამიტომ ხმა ვერ მივეცი, მაგრამ მოძრაობა Hizmet-ის მომხრეებმა თან მედიის საშუალებით მხარი დაუჭირეს, თან არჩევნების დროს მის პარტიას მისცეს ხმა.″-განაცხადა გიულენმა.

გიულენის მტკიცებით, სამართლიანობისა და განვითრების პარტიის მხარდაჭერის მიზეზი კომპლექსური არ იყო. 2002 წლის არჩევნებში AKP-ის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძალისხმევას, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ გაცემულ დაპირებებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

″2011 წლის არჩევნებშიც მმართველი პარტია ახალი კონსტიტუციით, დემოკრატიის წინააღმდეგ სამხედრო წნეხის გაუქმებას ცდილობდა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ადრე განხორციელებული ყველა დემოკრატიული რეფორმის საპირისპიროდ ქმედება დაიწყეს.″-აღნიშნა გიულენმა.

მისივე თქმით, მას და მის მომხრეებს საზღაურის გადახდა მოუწიათ ამის გამო არ ნანობს.

″ერდოღანი ჩემი და მოძრაობა Hizmet-ის მიმდევრების მიმართ ზეწოლა ახდენდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა. თუ ჩენ მის ამ მოთხოვნას დავეთანხმებოდით და მისი ერთგული ვიქნებოდით, მაშინ თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად დაგვეხმარებოდა.″-განაცხადა ფეთჰულაჰ გიულენმა.

გიულენმა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ″სიგიჟე″ უწოდა და დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ″მსოფლიო ლიდერები კუდიანებზე ნადირობის წინააღმდეგ საჭირო ზომებს თუ არ მიიღებენ, მტკიცე პოზიციას თუ არ დააფიქსირებენ, თურქეთში პრეზიდენტის შემაჩერებელი შიდა დინამიკა არ არსებობს.″

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაწმენდის პოლიტიკა კუდიანებზე ნადირობად გადაიქცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 17:32

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგი პერიოდი კუდიანებზე ნადირობად გადაიქცა. ამის შესახებ ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი ეკონიმისტი      (Economist) ″თურქეთში გიულენისტების წმენდა″ სათაურით სტატიას ავრცელებს.

ჟურნალი წერს, რომ ეს მდგომარეობა, მაკარტის კომუნისტურ ნადირობაზე უფრო ფართომასშტაბიანია.

″ძალიან ბევრი უცხოელი ექსპერტი ფიქრობს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სავარაუდო დამხობის მიზნით დაგეგმილ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, სხვადასხვა წრეების ოფიცრები მონაწილეობდნენ. მაგრამ, ხელისუფლებაც და ძალიან ბევრი თურქიც განსაკუთრებით გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს. 

″ერდოღანის მიერ გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ დაწყებულ გაწმენდის პოლიტიკას დღემდე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. მათ შორის, 50 ათასი საჯარო მოხელე, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პილოტები და ბიზნესმენები... ყველა მათგანი სამიზნე გახდა.″

ჟურნალი ეკონომისტი თავის მიმოხილვაში, თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში სენატორი ჟოზეფ მაკარტის მმართველობის დროს კომუნისტების წინააღმდეგ დაწყებულ კუდიანებზე ნადირობის პერიოდს ამსგავსებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენები უფრო ფართომასშტაბიანია.

″უკანასკნელ მსხვერპლთა შორის, გიულენის მხარდამჭერ გაზეთში სტატიის გამოქვეყნების გამო პოპ ვარსკვლავი ატილა ტაშიც მოხვდა. ერთ-ერთი ბალეტისტი (იზმირის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარი ბალეტისტი იუჯელ ემრე ქაინარსუ) კი სავარაუდოდ, გიულენთან კავშირში მყოფი ბანკის საშუალებით სახლის გაყიდვის გამო სამსახურდან დაითხოვეს, ბალეტი გიულენთან კავშირს უარყოფს.

ათასობით სკოლა, ორგანიზაცია და ასოციაცია დაიხურა. ერთ-ერთმა მინისტრმა კი გაანაცხადა, რომ გიულენისტებს 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება ჩამოერთვეს.

ამავე დროს, თურქეთში წმენდა, ქურთულ უმცირესობასაც შეეხო. მთავრობამ ″ქურთისტანის მუშათა პარტიასთან″ შესაძლო კავშირის გამო 14 ათასი პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერა.

კუდიანებზე ნადირობა თუ დაიწო, მისი შეჩერება ძალიან რთულია.″ - წერს ჟურნალი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური