Human Rights Watch-ი 2017 წლის მსოფლიო ანგარიშში თურქეთს აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 იანვარი 2017 16:39

ნიუ-იორკში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRW ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, სადაც 90-ზე მეტი ქვეყანაა შესწავლილი, თურქეთსაც აკრიტიკებენ.
ორგანიზაციამ, თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასულ წელს განვითარებული მოვლენები ″ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საშინელი გაუარესება″- სათაურით აუწყა თავის მკითხველებს.
ანგარიშში, HRW-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი აღნიშნავს, რომ თურქეთი ბოლო თაობის ყველაზე სერიოზულ კრიზისშია.
″თურქეთის პრეზიდენტი და მთავრობა 2016 წლის ივლისში მომხდარ გადატრიალების მცდელობას, ადამიანის უფლებების შესალახად და ფუნდამენტური დემოკრატიული გარანტიების განადგურების მიზნით ინსტრუმენტად იყენებს.″-ნათქვამია ანგარიშში.
პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართულ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალიან ბევრი, კანონის ძალის მქონე ბრძანებულება გამოიცა.

Newsweek: ტერორიზმისა და მთავრობის ზეწოლებს შორის დარჩენილ თურქულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 იანვარი 2017 18:08

აშშ-ის ჟურნალ Newsweek-ში ენდრიუ გარდნერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით -″ტერორიზმისა და მთავრობის ზეწოლებს შორის დარჩენილ თურქულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება″ აღნიშნულია,რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საგანგებო მდგომარეობა თურქულ საზოგადოებას შიდა კონფლიქტის რისკის ქვეშ აყენებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია ამნისტიის მკვლევარმა თურქეთის საკითხებში ენდრიუ გარდნერმა ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გაგრძელების შემდეგ თურქეთში პრესის და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. გარდნერი სტატიაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საგანგებო მდგომარეობა თურქულ საზოგადოებას შიდა კონფლიქტის რისკის ქვეშ აყენებს და გადატრიალების მცდელობიდან დღემდე ათი ათასობით კაცი იქნა დაპატიმრებული და დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა.
გარდნერნი თავის სტატიაში თურქეთში პრესის თავისუფლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თურქეთში ამ დროისათვის დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა, მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.
გარდნერის თქმით, თურქეთის შევსებულ ციხეებში მყოფთაგან უმეტესი თითქმის უმიზეზოდაა დაპატიმრებული.
″პრეზიდენტ ერდოღანს ″ჩაის არ მივართმევ″ თქმის გამო, პრეზიდენტზე შეურაცხოფის მიყენების ბრალდებით ცხრა დღის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი გაზეთ Cumhuriyet-ის სასადილოს მფლობელი შენოლ ბურჰანის მდგომარეობამაც ამ მდგომარეობის მაგალითია. ყველამ ყურადეღება უნდა მიაქციოს თავის ნათქვამს თურქეთის ახალი რეალობა ეს არის. ძალას რომელსაც მიზნად აქვს დასახული ყოველგვარი კრიტიკის გაქრობა, სერიოზულად უნდა მივიღოთ.″-წერს მკვლევარი თავის სტატიაში.
გარდნერმა აღნიშნა რომ, თურქეთის რეინაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტით საშინელი ახალი წლის დასაწყისი გააკეთა და შეგვახსენა რომ, დაგანგებო სიტუაცია 4 იანვარს კიდევ ერთხელ გაგრძელებული იქნა, რამაც იმის იმედი რომ, თურქეთი 2017 წლისათვის შედარებით უფრო უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა იქნებოდა, ჯერ კიდევ ახალი წლის დაწყებამდე გაქარწყლებული იქნა”.
გარდნერმა ასევე განაცხადა: ″საგანგებო მდგომარეობა, გამოცხედებიდან დღემდე ადამინის უფლებათა დარღვევისთვის შესაბამის გარემოს ქმნის და ფუნდამენტური სამართლიანი სასამართლო პირობების გარდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საწინაარმდეგოდ დამცველ პირობებსაც აუქმებს. მთავრობა, საკმაოდ ყოვლისმომცველ საგანგებო მდგომარეობას, მის მიმართ კრიტიკის უფლების გამოყენებას ვინც გაბედავს, მათი გაჩუმებისა და დაშინებისთვის იყენებს.
ახალი წელი თურქეთში რაც შეიძლება ცუდად დაიწყო. ადამიანები ისედაც ტერორისტული თავდასხმების შიშით ცხოვრობენ; ამასთან ერთად აზრის ღიად გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ. ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ, ამასთან ერთად თავისუფლების დაკარგვაც არ უნდა იგლოვონ.″

თურქეთში პრესის თავისუფლების შავი წელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 18:45

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული 2 წლის შემდეგ კვლავ თურქეთია. თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედია საშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს.″ ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი″-ს (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, ″თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.″
საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.
15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.
ამ პერიოდში დაახლოებით 2 ათას 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ 5 თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BCn%C3%BCn-kara-y%C4%B1l%C4%B1/a-36913987

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად ″ალ-ნუსრამ″ აიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 18:02

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ″ფეთიჰ ელ შამ″-მა (ადრე ცნობილი როგორც ″ალ-ნუსრა″) აიღო. გაზეთ ″ჯუმჰურიეთ″-ის ინფორმაციით, ″ფეთიჰ ელ შამ″-მა კარლოვის მკვლელობა ინტერნეტში გავრცელებული წერილით თავის თავზე აიღო.
″ჯეიშ ალ-ფათჰის″ შეიარაღებული კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა მათი დაგეგმილია. ტერორისტული ორგანიზაცია ახალი თავდასხმების შესახებაც იუწყება.
″სირიის ხალხის გამარჯვებისთვის ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა ″ჯეიშ ალ-ფათჰის″ ჯარისკაცებიდან მერთ ალტინტაშმა განახორციელა.″-ნათქვამია ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქულმა პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელის ოჯახის წევრები დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 23:42

თურქეთის სამართალდამცველებმა რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელის, მევლუთ მერთ ალტინტაშის დედა და და დააკავეს. ინფორმაციას თურქული ტელეარხი NTV ავრცელებს.

ტერორისტის ვინაობის დადგენის შემდეგ ალტიტაშის სახლში ხრეკა ჩატარდა.

თავდამსხმელმა რუსეთის ელჩს ცეცხლი ფოტო გამოფენაზე გაუხსნა. კარლოვი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.  

თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.

სროლა თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან - აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 21:18

თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩზე თავდასხმის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც, რის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ამასთა, აშშ თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

რუსეთის ელჩი ანკარაში თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 20:48

რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 20:46

თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ანდრეი კარლოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

მედიის ცნობით, ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტო გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელმა მას ზურგში ესროლა, რის შემდეგ კიდევ ერთხელ გაისროლა მისი მიმართულებით.

თურქული გამოცემა Hurriyet ინციდენტის ადგილიდან ფოტოს ავრცელებს.

 

ჰოლანდიამ, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის სადაზვერვო საქმიანობა გააკრიტიკა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 21:51

ჰოლანდიამ, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლების (იმამი) მიერ მათ ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობის შესრულება გააკრიტიკა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კუნდერსმა, თურქეთის ელჩი ჰააგაში სადიკ არსლანი დაიბარა და უთხრა, რომ რელიგიური საქმეთა დეპარტამენტის საქმიანობა მიუღებელია.
კუნდერსის განცხადებით, იმამების მიერ ჰოლანდიაში თურქეთის მოქალაქეების შესახებ სადაზვერვოს საქმიანობის შესრულება შემაშფოთებელია.
როგორც აღმოჩნდა, რელიგიური საქმეთა დეპარტამენტი გადატრიალების ცდელობის შემდეგ 38 სხვადასხვა ქვეყანაში სასულიერო პირების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანგარიშებს ამზადებდა. ანგარიშში, 38 ქვეყანაში გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია იყო მოპოვებული.
მეჩეთის თანამშრომლების, რელიგიის კორდინატორისა და რელიგიის მრჩეველის მიერ მომზადებული ანგარიშები, სკოლების, კერძო სკოლების, ზოგიერთი კომპანიის, ასოციაციების, ფონდებისა და მედია საშუალებების შესახებ ძალიან დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა.

თურქეთში მღვდელი ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 16:20

თურქეთის ქალაქ იზმირის პროტესტანტული აღდგომის ეკლესიის პასტორი ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს.
თურქეთში მმართველი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მათ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ორგანიზაციებსა და სასულიერო პირებსაც კი თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. განხორციელებული რეპრესიებისა და დაპატიმრებების ბოლო მსხვერპლი ქალაქ იზმირის პროტესტანული აღდგომის ეკლესიის პასტორი ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი გახდა. ბრუნსონი, ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრობის ბრალდებით დააკავეს.
იზმირის პოლიციამ, 20 წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ბრუნსონის წყვილს სახლში მიაკითხა. პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა და მათ კარზე პოლიციაში გამოცხადების თაობაზე წერილი დაუტოვა. 7 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებული წყვილი, პოლიციამ დეპორტირებისთვის საემიგრაციო ადმინისტრაციას გადასცა.
სავარაუდო ბრალდებით, ბრუნსონის წყვილი მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთ სქემაში მათი სახელებიც იყო ნახსენები და სავარაუდოდ, საზღვარგარეთიდან მათ ინფორმაციას აწვდიდნენ. მეუღლე ნორა გაათავისუფლეს, ხოლო ერთი თვეა საემიგრაციო ადმინისტრაციის დაკავების ცენტრში მყოფი ბრუნსონი წინა დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა საიდანაც ის ფეთჰულაჰ გიულენთან სავარაუდო სიახლოვის ბრალდებით დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ ბრუნსონის წინააღმდეგ ჩვენება საიდუმლო მოწმემ მისცა.
ენდრიუ ქრეიგ ბრუნსონი, 2011 წლის 11 აპრილს ეკლესიის ეზოში მეგობრებთან საუბრისას, ქალაქ მანისის მკვიდრი მეჰმეთ ალი ერენი იარაღით თავს დაესხა. თავდამსხმელმა ინციდენტის დროს ″მოღალატეებო, მანისის ეკლესია უნდა დავბომბოთ. ამის პასუხს ალ-ქაიდა მოგთხოვთ.″-წამოიძახა მან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური