თურქეთის მოთხოვნით საქართველოში მოღვაწე თურქი პედაგოგი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 10:41

დღეს 12:00 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუკის სასამართლო პროცესი.

საქართველოში ბოლო 15 წელია მცხოვრები პედაგოგი მუსტაფა ემრე ჩაბუკი გუშინ დილით საკუთარ ბინაში დააკავეს. დაკავება მთურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა,  მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით.  თურქეთიდან მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე ბატონ  ჩაბუკს სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ  იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა.

შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ  მუსტაფა ემრე ჩაბუკის   დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა  ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.

გუშინვე საგანგებო მიმართვა გააკეთა დაკავებულის ოჯახმა, რომელმაც თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოახდინონ რეაგირება და არ მოხდეს ჩაბუკის ექსტრადირება თურქეთში.

 „მიგვაჩნია, რომ  ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში   უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს  საქართველოს ხელისუფლების  საერთაშორისო რეპუტაციას“ - აღნიშნულია განცხადებაში

ბატონი მუსტაფა ჩაბუკი ბოლო 15 წელია ცხოვრობს საქართველოში. იგი მრავალი წელია სათავეში უდგას რამოდენიმე სკოლას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში მოღვაწეობა როგორც ფიზიკის პედაგოგმა დაიწყო, რის შემდეგაც იგი გახლდათ ბათუმის შაჰინის სკოლის დირექტორი და შემდეგ ქუთაისის სკოლის დირექტორი. ბატონი მუსტაფა გახლავთ არაერთი საგანმანათლებლო იდეის ავტორი. მათ შორის ნორჩ მეცნიერებათა ოლიმპიადის ორგანიზატორი, ქართული ენის ოლიმპიადის დამაარსებელი და „ვსწვალობთ ქართულად“ კამპანიის ინიციატორი. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა არაერთი სოციალური და სამეცნიერო პროექტი. 

თურქეთში გარდაცვლილი ქალბატონი საქართველოში გადმოასვენეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 19:59

თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. როგორც მისმა ახლობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ქალბატონი სასტიკად არის ნაწამები. მათი ინფორმაციით, თურქეთში მეზობელმა მამაკაცმა ქალბატონი გაიტაცა, სკამზე დააბა და აწამა. ახლობლების თქმით, წამების შემდეგ ბრალდებულმა ცხედარი გაძარცვა და პარკში მოათავსა. ეჭმიტანილი ცხედარს გადაგდებას აპირებდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის გოგონას ცხედარი მეზობლებმა იპოვეს.

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს. 
როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 15:11

თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს.

თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა 34 წლის ე.გ. ეჭვმიტანილის სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რადგან ისინი მძაფრმა სუნმა შეაწუხა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

დამნაშავისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია. მათთან შეტყობინება პოლიციისგან შევიდა, საკონსული კონუმიკაციაშია ოჯახთანაც და გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობს.

ფეთჰულაჰ გიულენი Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 16:36

ფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აშშ-ში ჩასვლის დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, გიულენი თურქეთში მიმდინარე მოვლენების ანალიზს აკეთებს.

გიულენის თქმით, 15 ივლისის სამწუხარო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უდანაშაულო ადამიანებს სისტემატიურად დევნის, აპატიმრებს, აკავებს, სამსახურიდან ათავისუფლებს. დღემდე მხოლოდ ჩემთან ასოცირებული ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევრების გარდა, რომლებსაც მსოფლიო მშვიდობის მეტი არანაირი მიზანი არა აქვთ, ალავიტების, ქურთების, სეკულარისტებისა და მემარცხენეების მომხრე, ჟურნალისტების და აკადემიკოსების ჩათვლით 300 ათასზე მეტ ადამიანს ცხოვრება გაუნადგურა.

ფეთჰულაჰ გიულენი სტატიაში აღნიშნავს, რომ ერდოღანი ისედაც დემოკრატიულ ქვეყანაში უპრეცენდენტო სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობდა. რეფერენდუმის შემდეგ თურქეთში ავტორიტარიზმის უფრო მეტად გაააქტიურების მეშინია.

″ერდოღანის მიერ უდანაშაულო ადამიანების ასეთნაირად დევნა, მხოლოდ თურქეთის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი საშინაო საქმე არ არის. სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, მეცნიერებზე და ქურთებზე განხორციელებული საგანგებო ზეწოლა ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნის. თურქეთის საზოგადოება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) რეჟიმის პერიოდში უპრეცენდენტოდ პოლარიზებული იყო. დიქტატორული რეჟიმის ქვეშ მყოფი თურქეთი, ძალადობის მომხრე რადიკალური დაჯგუფებების თავშესაფრი გახდება, ქურთ თანამოქალაქეებს სასოწარკვეთილებისკენ უბიძგებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ახლო აღმოსავლეთისთვის კოშმარად იქცევა.

თუმცა, პირველ რიგში ერდოღანმა საკუთარ ხალხზე დევნა და ზეწოლა უნდა შეწყვიტოს, იმ ადამიანებს რომლებსაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე უფლებები შეუზღუდა, უნდა დაუბრუნოს. მე, ალბათ, იმდენს ვერ ვიცოცხლებ, რომ თურქეთის სამაგალითო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებას მოვესწრო მაგრამ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ტენდენციის სანამ ძალიან გვიანი არ იქნება საპირისპირო მიმართულებით შემობრუნებისთვის ვლოცულობ.″- წერს გიულენი სტატიაში.

გიულენი ასევე სტატიაში წერს, რომ როდესაც გადატრიალების მცდელობა მოხდა, მან კატეგორიულად დაგმო და მისთვის წაყენებული ბრალდებები გასაგებ ენაზე უარყო. გარდა ამისა, ისიც განვაცხადე, რომ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებმა ჩემეულ იდეალებს უღალატეს. მაგრამ ერდოღანმა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 5000 მილის შორიდან გადატრიალების მცდელობის დაგეგვმაში დამადანაშაულა.

″მომდევნო დღეს მთავრობამ, ბანკში ანგარიშის გახსნის, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან და გაზეთში სტატიის დაწერის მსგავსი მიზეზებით ″მოძრაობა ჰიზმეთ″-თან დაკავშირებული ათასობით ადამიანის სია მოამზადა. ისე აჩვენეს თითქოს ასეთი კავშირი  დანაშაული იყოს და ამ ადამიანებს ცხოვრები განადგურება დაიწყეს. სიაში, რამოდენიმე თვის წინ გარდაცვლილთა სახელები და იმ დროს ნატოს ევროპის შტაბ-ბინაში მომუშავე ადამიანების სახელები იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ბევრი გატაცების, პატიმრობაში ყოფნისას წამებისა და სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, მალაიზიაზე ზეწოლა მოახდინეს იმის გამო, რომ სამი ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმდევარის დეპორტაცია მომხდარიყო, მათ შორის ერთ-ერთი 15 წლის განმავლობაში მალაიზიაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. ამ ადამიანების თურქეთში ექსტრადაციის შემთხვევაში მათ, რომ დაპატიმრება და დიდი ალბათობით წამება ემუქრებათ ამის სათქმელად წინასწარმეტყველება საჭირო არ არის.″- ნათქვამია სტატიაში.

გიულენი სტატიას შემდეგნაირად ასრულებს: თურქეთმა ხალხმა დემოკრატია ისევ ფეხზე რომ დააყენონ ამისათვის ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდებათ. თურქეთმა 1950 წელს ნატოში შესასვლელად რეალურად მრავალპარტიული არჩევნები დაიწყო. ნატო-ს, შეუძლია თურქეთშ როგორც ალიანსის წევრ ქვეყანას მოსსთხოვოს დემოკრატიული ნორმების ერთგული დარჩენა და უნდა მოითხოვოს კიდეც.

წყარო: https://www.washingtonpost.com/opinions/global-opinions/the-turkey-i-no-longer-know/2017/05/15/bda71c62-397c-11e7-8854-21f359183e8c_story.html?utm_term=.c7a7cd929a2d

The Guardian: მალაიზიაში დაკავებული თურქეთის ორი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება არაობიექტურად გაასამართლონ და აწამონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 მაისი 2017 18:18

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მალაიზიის მთავრობას არ მოახდინოს თურქეთის ორი მოქალაქის - თურგაი ქარამან-ისა და იჰსან ასლან-ის ექსტრადირება თურქეთში.

მალაიზიაში თურქეთის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, თურქეთში მათი ექსტრადირების შემთხვევაში ისინი შეიძლება უსამართლო მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი გახდნენ.   

თურგაი ქარამანი და იჰსან ასლანი დააკავეს “მალაიზიის სახელმწიფოს საწინააღმდეგო აქტივობების“ საბაბით. მათდამი წაყენებული ბრალდება ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის მუხლებს მოიცავს - ამის შესახებ მალაიზიის გენერალურმა ინსპექტორმა ხალიდ აბუ ბაქარ-მა სოციალური ქსელ თვითერის მეშვეობით განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა უსაფთხოების კამერის ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ოთხი უცნობი მამაკაცი კუალა ლიმპურის ერთერთ ავტოსადგომზე, რომლებსაც მიჰყავთ ხელბორკილებიანი ერთი პირი. როგორც გამოცემა Malay Mail-ის საინფორმაციო პორტალს განუცხადეს, სავარაუდოდ აღნიშნული პირი თურგაი ქარამანი უნდა იყოს.

როგორც ცნობილია, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს დააკავოს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ყველა ის პირი, რომლებიც რაიმე სახით კავშირში არიან ამერიკაში გადასახლებაში მყოფ სულიერ ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც იმის მიუხედავად, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არაღიარებს, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით გასულ წელს თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია. 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მალაიზიის ხელისუფლებამ “არანაირი საბაბით“ არ უნდა მოახდინოს აღიშნული ორი პირის თურქეთში ექსტრადირება. 

“არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ თუკი მოხდება ამ ორი პირის გადაცემა თურქული მხარისათვის, ისინი გახდებიან წამების მსხვერპლნი, ხოლო მათ მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცესი არ იქნება ობიექტური“ - აღნიშნა ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის აზიის რეგიონალურმა დირექტორმა ფილ რობერტსონ-მა.

როგორც მალაიზიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ექსტრადირების შესაძლებლობის  დადასტურებას, არც უარყოფას.  

ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი აპირებს “გაწმინდოს“ საჯარო სამსახურები გიულენის მხარდამჭერთაგან. დღეის მდგომარეობით ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის წევრობის ბრალდებით თურქეთში 41 000-ზე მეტი მოქალაქეა დაპატიმრებული.  

ზემოთ აღნიშნული მოძრაობის წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები გულისხმობს სახელმწიფოებისგან მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის მიმდევართა დაკავებასა და თურქეთისათვის გადაცემას, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა დახურვას, რომლებიც ეკუთვნიან აღნიშნულ ორგანიზაციას.

ოქტომბერში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მალაიზიამ აქამდე თურქეთის მხარეს გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სამი პირი გადასცა.

“მათ წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება - როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთაც. ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დევვნას“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ და იქვე დასძინა, რომ მალაიზიურ მხარესთან აღნიშნულის ფარგლებში შესაბამისი თანამშრომლობა გრძელდება.

არ არის ცნობილი, არიან თუ არა რაიმე სახის კავშირში მალაიზიაში დაკავებულნი გიულენის რომელიმე ორგანიზაციასთან. მალაიზიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მუშაობდნენ მალაიზიაში გახსნილ ერთერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ფიქსირდება არანაირი კავშირი გიულენსა და მის ორგანიზაციასთან. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ რაიმე სახის კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით.

მალაიზიური მედიის ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ქარამან-ის დაკითხვა კუალა ლიმპურის სასამართლოში.

თურგაი ქარამანის მეუღლემ გაავრცელა ვიდეო მიმართვა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დაიკარგა და სანამ პოლიციამ განაცხადა, რომ იგი დააკავეს. ვიდეო მიმართვაში დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, რომ ისინი მალაიზიაში 13 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და მის მეუღლეს ჰქონდა ქვეყანაში მუშაობის უფლება. 

“მე ვთხოვ მალაიზიის მთავრობას დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. ჩემი მეუღლე კეთილშობილი ადამიანია და მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია“ - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2017/may/03/fears-grow-turks-held-in-malaysia-may-face-unfair-trial-or-torture-at-home?CMP=Share_iOSApp_Other

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:01

21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება, 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები 26 ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. სხვადასხვა თეამტურ პანელებზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას დაზოგადად, კულტურას.

კონფერენცია უკვე მეშვიდე წელია, განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მთავარ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. 

აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:45

საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის ახალი პერსპექტიული ფორმა და კლონი გადასცა.

პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50- ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს.

CIA-ის ყოფილი უფროსი ჯეიმზ ვულსი - თურქმა მინისტრებმა და ფლინიმ პენსილვანიიდან გიულენის გატაცება დაგეგმეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 მარტი 2017 20:09

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ფლინი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ბერათ ალბაირაქთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ფეთჰულაჰ გიულენის პენსილვანიიდან, საკუთარი სახლიდან თურქეთში გადაყვანის საკითხებს განიხილავდა. - ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ უფროსზე ჯეიმს ვულსზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. ვულსის თქმით, შეხვედრა 2016 წლის 19 სექტემბერს ნიუ-იორკში გამიართა. ფლინი მაშინ დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

CIA-ის ყოფილი უფროსის ჯეიმს ვულსის განცხადებით, განიხილებოდა გიულენის თურქეთში საიდუმლოდ გადაყვანის საკითხი, ყოველგვარი ოფიციალური ექსტრადირების პროცედურების გარეშე. ვულსის თქმით, ის ამ გეგმის წინააღმდეგი იყო რადგან, ასეთი ფორმით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გიულენის ქვეყნიდან გაყვანა აშშ-ის საზოგადოებრივ წესებს არ შეესაბამება.

ამ დისკუსიაში მონაწილე თურქული მხარის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით რა სახის პრობლემები შეექმნებათ ჯერჯერობით უცნობია. თურქი მინისტრები იმუნიტეტით სარგებლობენ თუმცა იმ ოთახში მყოფ სხვა პირებს მოუწევთ თუ არა ამერიკის სასამართლოებში დაკითხვაზე მისვლა ეს ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: http://washingtonhatti.com/2017/03/25/cia-eski-direktoru-woolsey-gulenin-kacirilmasi-acik-bir-sekilde-kanunlarin-ihlalidir/

ბრიტანეთის პარლამენტი - თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთს″ კავშირი არ აქვს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 მარტი 2017 19:59

ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიამ თურქეთში მომხდარი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 70 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობის მიერ 15 ივლისის მოვლენებში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ დადანაშაულების მიუხედავად, ამ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესაძლო მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს.

″გიულენის მომხრე ზოგიერთი პირების გადატრიალებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად არაოფიციალური მონაცემები ან და მესამე პირის მიერ გაკეთებული განცხადებებია″.-ნათქვამია ანგარიშში.

″მიუხედავად ამისა, რომ ეს ანგარიში გადატრიალების მცდელობიდან  9 თვის შემდეგ გამოქვეყნდა, ვერც თურქეთის მთავრობამ და ვერც ბრიტანეთის მთავრობამ გადატრიალებაში მცდელობაში მონაწილე გიულენის მომხრეების ჩვენება კი არა, სასამართლოს მხრიდან გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნობილი ერთი პირიც კი არ არის. ასევე, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ თურქეთის მთავრობამ ამერიკის შერთებულ შტატებს გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით 80 ყუთი მტკიცებულება გაუგზავნა მაგრამ აშშ-მ არავითარი რეაგირება არ მოახდინა.″- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, მხოლოდ გიულენისტების ორგანიზებით გადატრიალების მცდელობის განხორციელება შეუძლებელი ჩანს. გადატრიალების მცდელობაში დიდი ალბათობით არმიაში მომუშავე, მმართველი პარტიის(AKP) მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ქემალისტთა ჯგუფები ან და საკუთარი პოზიციების გამყარების მსურველი ძალები არიან გარეული. ისე ჩანს, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით დაბალი წოდების ჯარის მოხელეებმა დასაწყისში არც კი ქონდათ ინფორმაცია, რომ გადატრიალებაში მცდელობაში იღებდნენ მონაწილეობას.

ანგარიშში, მიუხედავად თურქეთის მთავრობის მოწოდებისა, რომ მთელ მსოფლიოში ″მოძრაობის ჰიზმეთი″ ტერორისტად ეღიარებინათ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამისათვის კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

წყარო: http://aktifhaber.com/dunya/ingiltereden-15-temmuz-raporu-h93338.html

 

თურქეთში დაპატიმრებული "ნასას" სპეციალისტის ცხოვრება New York Times-ის განხილვის საგანი გახდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 26 მარტი 2017 11:34

გასულ ზაფხულს, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში ოჯახის მოსანახულებლად ჩასული ნასას თანამშრომელი სერქან გოლგე, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. გაზეთ New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში ისქენდერუნის ციხეში პატიმრობაში მყოფი გოლგეს წინააღმდეგ მტკიცებულების სახით მხოლოდ მის სახლში ნაპოვნი 1 დოლარიანი კუპიურაა. ლორენ ბონისა და თუღბა თექერექის მიერ მომზადებული სტატია ასეთია:

ნასაში მომუშავე მეცნიერი სერქან გოლგე 8 თვეა თურქეთში პატიმრობაში იმყოფება. შარშან ზაფხულში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, უსაფუძვლო და გამოგონილი  ბრალდებებით ათასობით ადამიანია ციხეში გამოკეტილი. სერქანიც ამ მსხვერპლთაგან ერთ ერთია.

სერქანის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ თურქეთის მთავრობა იმაზეც კია წამსვლელი, რომ ერდდოლარიანი ბანკნოტი წარმოადგინოს  დანაშაულის მტკიცებულებად და ეს საკმარისად ჩათვალოს  ადამიანის დასაპატიმრებლად. სერქანს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მას 15 წლიანი პატიმრობა ელის. აქამდე სერქანის მიმართ ადგილობრივი და უცხოური მასმედიის ყურადღება შეზღუდული იყო, 3 თვიანმა ჟურნალისტურმა კვლევამ კი ამ საქმეში არსებული შეფუთული უსამართლობა გამოავლინა.

გასული წლის ივლისში მომხდარი სისხლიანი გადატრიალების მცდელობიდან 8 დღის გასვლის შემდეგ, სერქანი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ანთაქიადან ტეხასში დასაბრუნებლად ემზადებოდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამშობლოში ოჯახთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდნენ. გამომშვიდობებისას, მათთან მივიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ორი პოლიციელი, რის შემდეგაც მათი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვით  სერქანი CIA-ის აგენტი და გადატრიალების ორგანიზატორად გამოცხადებული  ჯგუფის წევრი იყო.

მისი მეუღლე ქუბრა ამბობს, რომ ″ამ მომენტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. თავი რომელიღაც ფილმში გვეგონა″.

37 წლის სერქანი სამი წელია ნასაში უფროს მეცნიერ-მკვლევარად მუშაობდა. იგი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ადამიანებზე რადიაციის ზემოქმედების საკითხებს  იკვლევდა. ერქან გოლგე აშშ-ში 2003 წელს გაემგზავრა და 2010 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო.

″სერქანი, სახლში ბუზებს ყუთით იჭერდა და უკანა ეზოში უშვებდა, მე ის ასეთი ჰუმანური ხასიათის გამო შემიყვარდა″. - ასე ახასიათებს ქუბრა თავის მეუღლეს.

სერქნის დაპატიმრების მიზეზი CIA-ს აგენტობისა და ერთდოლარიანი კუპიურის გარდა ის გარემოებაც გახდა, რომ იგი, ათიათასობით სხვა ადამიანის მსგავსად გიულენთან კავშირის მქონე უნივერსიტეტის  მოსამზადებელ განყოფილებაზე დადიოდა, შემდეგ კი გიულენის კავშირის მქონე ფათიჰის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა (აღსანიშნავია,  რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში, რომ ესწავლა ამისთვის სახელმწიფომ მას სტიპენდია გადაუხადა).

სერქანი უკვე 8 თვეა დაკავებულია. ხოლო 6 თვეა, ყოველგვარი მიზეზის ჩვენების გარეშე საპატიმროში იზოლირებულად იმყოფება.

″თურქეთში, ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულია აშშ-ის მოქალაქე სერქან გოლგე. ჩვენ გოლგეს მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ. ეს საკითხი თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრისას დღის წესრიგში დავაყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს აშშ-ისა და თურქეთის მოქალაქეების ციხეში მონახულების უფლება, მაინც ვცდილობთ ციხეში შეღწევას. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ″-განაცხადა აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.

საკითხთან დაკავშირებით ნასაში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ მეცნიერთა გაერთიანებები- ″მსოფლიო საფრთხეშია″ და ″მეცნიერთა კომიტეტი″ შეშფოთებას გამოხატავენ სერქან გოლგეს დაპატიმრების გამო და მის დაუყოვნებლივ  განთავისუფლებას მოითხოვენ.

წყარო: http://aktifhaber.com/yasam/tutuklu-nasa-uzmaninin-hayati-new-york-timesda-h93102.html

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური