ინტერპოლმა თურქეთი 60 ათას კაციანი სიის გამო მონაცემთა ბაზიდან ამოიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 21:36

პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ინტერპოლმა, 60 ათასი ძებნილი პირის ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში შეყვანის მოთხოვნის გამო, თურქეთი მონაცემთა ბაზიდან ამოიღო.

ინტერნეტ პორტალ karar.com-ის ჟურნალისტის ჰილალ ოზთურქის ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ინტერპოლს 60ათას კაციანი სიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ ინტერპოლმა რაოდენობის და უსაფრთხოების მხვრივ შესაძლო პრობლემების წარმოქმნის მოტივით თურქეთს მონაცემთა ბაზაში შესვლის უფლება შეუჩერა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შესაბამისად, ერთი წელია FETO-ს წევრობის ბრალდებით ძებნაში მყოფი პირები თავიანითი პასპორტებით ძალიან ბევრ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან. იმიტომ, რომ ინტერპოლის ბაზაში თურქეთის მიერ მიცემული პასპორტების სია არ აიტვირთა.

როგორც ცნობილია, თურქეთი ერთი წელია ცდილობს ინტერპოლს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. აქედან გამოდინარე ინტერპოლს აცნობეს, რომ ძებნილი პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

ძებნილ პირებს შორის პროკურორები - ზექერია ოზ, ჯელალ კარა, ფიქრეთ სეჩენის მსგავსი სახელები არიან. გარდა ამისა ამ სიაში ნატო-ს სამხედრო ოფიცრები, ჟურნალისტები, პოლიციელები და დიპლომატები არიან.

წყარო: http://www.diken.com.tr/interpol-turkiyeyi-60-bin-kisilik-liste-yuzunden-veri-tabanindan-cikarmis/

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:57

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

"29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება.

თურქეთში სავარაუდოდ, ქართველი ემიგრანტი მოკლეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:06

არსებული ინფორმაციით, თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს, რომელსაც გარდაცვლილის და დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აქვს და ამ დროისთვის ის პროზექტურაშია გადასვენებული. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში შესული არ არის. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტია″ რეფერენდუმის შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 16:35

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტიის″ (CHP) ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ, 15 ივნისს სამართლიანობის (Adalet) მოთხოვნით დაწყებული მსვლელობის მე-20 დღეს პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ქემალ კილიჩდაროღლუმ, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის დროს აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, თავისი პარტიის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად მომზადებულ პეტიციას პრესკონფერენციის მსვლელობისას ხელი მოაწერა.

ქილიჩდაროღლუს თქმით, რელიგიის საქმეთა სამმართველოდან დაწყებული ეროვნული დაზვერვის სამსახურით (MIT) დამთავრებული, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოთი (BDDK) დამთავრებული ყველაფერი ერთი პოლიტიკური პარტიის ფილიალად გადაიქცა.

″გუშინ ძალიან სიცხე იყო, დღეს უკეთეს გარემოში გავაგრძელებთ მსვლელობას. იზმითის ლეგენდარული მერის ლეილა ათაქანის საფლავი მოვინახულეთ, დავლოცეთ. ჩვენს ყველა გმირს პატივისცემით ვიხსენებთ. სამართლიანობის მსვლელობას ვასრულებთ, ეს უკვე საზოგადოების ყველა სეგმენტში იგრძნობა. 20 ივლისის შემდეგ თურქეთი ძალიან სწრაფად ერთი პარტიის სახელმწიფოდ გადაიქცა. რელიგიის საქმეთა სამმართველოდან დაწყებული ეროვნული დაზვერვის სამსახურით (MIT) დამთავრებული, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოთი (BDDK) დამთავრებული ყველაფერი ერთი პოლიტიკური პარტიის ფილიალად გადაიქცა. ეს მსვლელობა ასევე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანაში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა გვეძლევა. ამიტომ ჩვენი მთავარი სურვილია, რომ მმართველმა პარტიამ ჩვენს მსვლელობას ყური უნდა დაუგდოს და ყუტადღებით თვალი გვადევნოს. ყველას მთელი გულით მადლობას გიხდით.″-განაცხადა ქემალ კილიჩდაროღლუმ.

″16 აპრილს რეფერენდუმი ჩავატარეთ. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო რეფერენდუმი არალეგიტიმური გახდა. ჩვენ პეტიცია მოვამზადეთ და მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნით. მას ხელი მოვაწერე და დღეს გადავაგზავნით″,- აღნიშნა მან.

წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/siyaset/773463/Kilicdaroglu_canli_yayinda_basvuru_dilekcesini_imzaladi.html

თურქეთში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილიშვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ივნისი 2017 23:48

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას შვილიშვილი დაიღუპა. 16 წლის ქეთი სიხარულიძე თენგიზ სიგუას ქალიშვილის, ირინა სიგუას შვილი იყო. გოგონა თურქეთში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას ოპერაცია 21 ივნისს ჩაუტარდა და ღვიძლი დედამ გადაუნერგა. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტრაგედია თურქეთში: აკვაპარკში დენის დარტყმის შედეგად 3 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 24 ივნისი 2017 00:32

თურქეთის ქალაქ აკიაზის აკვაპარკში მომხდარ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი და ორი ზრდასრულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტი ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია. აკვაპარკის მენეჯერი და მისი შვილი ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც დენმა მათაც დაარტყა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ჯგუფები, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აუზში ელექტორ სადენების დამუხტვის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დეპორტირებული ფრანგი ჟურნალისტი დეპარდონი - თურქეთში სამართალი აღარ არსებობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 15:54

თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ასეთი ვითარება თურქეთს არ უხდება, - ამის შესახებ ქალაქ გაზიანთეფში დეპორტირების ბანაკში დაახლოებით ერთთვიანი დაკავების შემდეგ დეპორტირებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა მატიას დეპარდონმა განაცხადა.

ლტოლვილთა ბანაკში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ, თურქეთიდან დეპორტირებულმა ჟურნალისტმა დეპარდონმა, ამ პერიოდში განცდილი გაზეთ Cumhuriyet-ს გაუზიარა. 

დეპარდონის თქმით, შიმშილობა რომ შეეწყვიტა, ბანაკის დირექტორს მისთვის, ყოველდღე, სხვადასხვა რესტორნიდან კერძები მოჰქონდა. 

″თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება″, - განაცხადა ჟურნალისტმა.


″ჟურნალ National Geographic-ის დავალებით ჰასანქეიფის პროვინციაში ახლად დაარსებული ქალაქის სამშენებლო სამუშაოებისთვის ფოტოების გადაღების დროს პოლიცია მოვიდა და მკითხა, თუ რას ვაკეთებდი. პირადობის მოწმობასთან ერთად თურქეთის მიერ მოცემული უცხოური პრესბარათიც ვაჩვენე, მაგრამ პოლიციელებმა ჩემი სახელი ინტერნეტით მოიძიეს და წარსულში ჩემს მიერ ერაყში, მოსულის რეგიონში ISIS-სა და PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ მომზადებული სტატიები მაჩვენეს და ამის გამო ″ტერორიზმის პროპანგადაში″ დამადანაშაულეს. ბატმანის პოლიციის განყოფილებაში განმიცხადეს, რომ ჩემს პრესბარათს მოქმედების ვადა გაუვიდა და საინფორმაციო სამსახური ორი თვის განმავლობაში აღადგენდა... მაგრამ ანკარიდან შემატყობინეს, რომ პრესბარათი გაუქმებული მაქვს. ამის შემდეგ კი გაზიანთეფის საემიგრაციო ადმინისტრაციის დეპორტირების ბანაკში გადამაგზავნეს″, -განაცხადა ჟურნალისტმა.

მატიას დეპარდონმა ბანაკში გატარებული პერიოდის შესახებ გაზეთ Cumhuriyet-ს დეტალურად უამბო.

″ჩემს თავს რაც ხდებოდა, ვერ ვიჯერებდი. ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა. ერთი თვის განმავლობაში ერთადგილიან საკანში ვყავდი დაპატიმრებული. პირველ დღეს როდესაც მომიყვანეს არც ბალიში, არც პირსახოცი და არც წყალი არ მქონდა. პირველი დღე უწყლოდ და საწოლის გარეშე გავატარე, მეორე დღეს საწოლი მომცეს. დღეში 15 წუთით სუფთა ჰაერზე გასვლის ნებას მაძლევდნენ. ბანაკის დირექტორის თქმით,  უსაფრთხოების გამო ერთკაციან საკანში ვყავდით დაპატიმრებული. დღეების განმავლობაში დეპორტირებას ველოდებოდი. მაგრამ დღეების გასვლასთან ერთად ფსიქოლოგიურად გავტყდი, ამის შემდეგ სამადგილიან ოთახში გადამიყვანეს. აქ კონტრაბანდული დანაშაულის გამო დაკავებულ ავღანელ და პაკისტანელ თავშესაფარის მაძიებლებთან ერთად დავრჩი. დღეების გასვლასთან ერთად ″რა მელოდება″ შიშით ლოდინი დავიწყე. სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატს ვუთხარი, რომ ან მომისაჯონ და მეცოდინება, თუ რისთვის ვარ დაპატიმრებული ან და მოახდინონ ჩემი დეპორტაცია. ადვოკატი სერიოზულობისგან შორს, დამცინავი ტონით მესაუბრებოდა. შემდეგ თვითონ ავიყვანე ადვოკატი და ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცადე. გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და შიმშილობა დავიწყე. თითქოს როგორც ტყვე ისე ვიყავი დაკავებული და დღეების განმავლობაში იმ განცდით ვცხოვრობდი, რომ მომავალში ვის რა ელოდა გაურკვეველი იყო. ჩემი ხმა რომ გაეგოთ, სიკვდილის რისკით შიმშილობა დავიწყე. შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს ბანაკის დირექტორს, შიმშილობა რომ დამესრულებინა რესტორნებიდან სხვადასხვა კერძები მოჰქონდა. მე კი ამ ყველაფერს უკან ვაბრუნებდი და შიმშილობას ვაგრძელებდი. დიპლომატიური პროცესის დაწყების შემდეგ შიმშილობა შევწყვიტე. ერთი თვის შემდეგ კი დეპორტაციის საბუთებზე ხელი მომაწერინეს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა ამ ყველაფერს თავი რომ დავაღწიე, მაგრამ ძალიან ვწუხდი იმ ადამიანების გამო, რომლებთან ერთად, ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი. მათ არაადამიანურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. თურქეთში უკვე სამართალი არ არსებობს, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ციხეშია. ადამიანები სახიფათო და დაუცველ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი ვითარება თურქეთს ნამდვილად არ უხდება″, - განაცხადა მატიას დეპარდონმა გაზეთ Cumhuriyet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/763814/Sinir_disi_edilen_Fransiz_gazeteci_Depardon__Turkiye_de_adalet_kalmadi.html

პუტინი: თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 16:43

თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

″The Putin Interviews″(პუტინის ინტერვიუები) დოკუმენტური ფილმის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისათვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა, 15 ივლისს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შესახებ ისაუბრა.

″თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ გადატრიალების მცდელობაში აშშ რაიმე როლს ასრულებდა. მაგრამ მე ამ ლოგიკით შემიძლია ვიმსჯელო: თუ გიულენი მართლა მონაწილეობდა გადატრიალების მცდელობაში, მაშინ ამის შესახებ ამერიკის სპეცსამსახურებს რომ არ სცოდნოდათ ძნელი დასაჯერებელია.″-განაცხადა მან.

პუტინმა ინტერვიუში ინჯირლიკის ბაზის შესახებაც ისაუბრა.

″ამასთანავე, როგორც ცნობილია თურქეთში ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე ამერიკელებთან ერთად მომსახურე თურქი სამხედროებიც გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ამერიკელებს თურქეთის ბაზაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღიც აქვთ და არავინ იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი დრამატული მოვლენების დროს″.-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

წყარო: http://www.kronos.news/tr/putin-gulenin-darbe-girisiminde-yer-aldigi-konusunda-fikrim-yok/

დევიდ კეი - თურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 16:27

თურქეთი თავის ისტორიაში ყველაზე ცუდ წლებს გადის, 1982 წლის კონსტიტუციასაც კი ჩამორჩება,- ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალურმა მომხსენებელმა დევიდ კეიმ თურქეთის შეფასებისას გააკეთა.

გამოცემა dihaber.net-ის ინფორმაციით, სხდომაზე თურქეთის შესახებ 21-გვერდიანი მოხსენების დროს კეიმ თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა.

კეის განცხადებით, თურქეთი რამდენად შორს წავა ცნობილი არ არის. ″გაურკვეველი″ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის საფუძველზე, ჟურნალისტები, მსახიობები, მწერლები, მეცნიერები, მედია საშუალებები დახურა, ფილმები აკრძალა. მომხსენებელის განმარტებით, თურქეთი დღეის მდგომარეობით აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ პერიოდს გადის. მისი თქმით, სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის გამო, სამართლიანი სასამართლოს არსებობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვს.

კეის თქმით, განსაკუთრებით გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ადამიანის უფლებები ძალიან სერიოზულად და სისტემატიურად ირღვევა, არსებული ქმედებებით თურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩება.

″ანგარიშის მომზადებისას სოლ ცოტა 177 მედია საშუალება დაიხურა, 231 ჟურნალისტი დააკავეს და 150-ზე მეტი ჟურნალისტი კი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ათასობით ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სულ ცოტა 778 ჟურნალისტს პრესბარათი გაუუქმეს და ყოველდღიურად მსგავსი ქმედებები მატულობდა.″-განაცხადა დევიდ კეიმ.

კეიმ ანგარიში, საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნით დაასრულა.

წყარო: http://www.diken.com.tr/bm-raporuna-gore-turkiyenin-en-kotu-yillari-1982-anayasasinin-bile-gerisinde/

სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 16:15

დღეიდან ათი დღის განმავლობაში საქართველო სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად უმასპინძლებს. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს შეასრულებენ.

სწავლებაში მონაწილეობას სახმელეთო  და საჰაერო კომპონენტები მიიღებენ. სამხედროები ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალურ ამოცანებს განახორციელებენ. მათ სამედიცინო  მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწევთ.

სცენარის მიხედვით ქვედანაყოფები მაღალი ღირებულების მიზნებს დაადგენენ და პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მათ გაუვნებელყოფას მოახდენენ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური