თურქეთი ღიად და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 12:12

"მინდა კიდევ ერთხელ  გავუსვა ხაზი, რომ თურქეთი  ღიად და უპირობოდ  უჭერს მხარს საქართველოს  ევროატლანტიკურ სწრაფვას და მის გაწავრიანებას ნატოში. თურქეთი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახრდამჭერია ამ პრცესში. ჩვენ ეს დავადასტურეთ უელსის სამიტზე ამ ცოტა ხნის წინ, ასევე ვაპირებთ იგივეს დადასტურებას ვარშავის  სამიტზე მომავალ წელს,' - ამის შესახებ თურქეთის ელჩმმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ "სტარვიზიის" ეთერში ისაუბრა.

ელჩის თქმით, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის სწორ გზაზე დგას:

"ნატო, მოგეხსენებათ, რომ არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ამავე დროს ღირებულებების ერთობლიობა. ამიტომ, ნატოს წევრები  დემოკრატიის, პასუხისმგებლობის, კანონის უზენაესობის, თვისუფალი ბაზრის პრიონციპების ძალიან მაღალ სტანდარტებს აყენებენ. ამ თვლსაზრისით, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო 10 წლის განმავლლობაში და  დღესაც ძალიან ბევრს აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. თუმცა, თქვენ შეიძლება  შეშინებული ხართ,  გაწუხებთ ფიქრი იმის შესახებ, რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი. ნუ იღელვებთ ამაზე. ვფიქორბ, თქვენ სწორ გზაზე დგახართ. თქენ გსურთ ის, რასაც ნამდვილად იმსახურებთ და საბოლოოდ თქვენ ნამდვილად მიიღებთ მას. დაივიწყეთ ის, რას ამბობენ სხვები, სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი, თუ არა,  ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს საშინაო დავალებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენც გვჭირდება ფოკუსირება ჩვენს საშინაო დავალებაზე, რომ დაგეხმაროთ თქვენ ამ გზაზე. თქვენი ქვეყნის თუ სტრატეგიული მიანია, გახდეს ნატოს წევრი,  ასევე ჩვენთვისაც სტრატეგიული მიზანია, საქართველო იყოს ალიანსის წვრი.  ჩვენც გვჭირდება ეს.  გამომდინარე აქედან,  ვფიქრობ, დიალოგი და კოორდინაცია ამ მიმართულებით საქართველოს, თურქეთსა და ალიანსის სხვა წვრებს შორის საკმაოდ კარგ დონეზეა.  ჩვენ გავაგრძელებთ ამ კურსს და , ვფიქრობ, საბოლოოდ მივაღწევთ სასურველ მიზანსა და შედეგს," - განაცხადა ელჩმა.

თურქეთში თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მსოფლიო პრესაში - უცხოური მედიის მიმოხილვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2015 18:19

იფექ მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სპეცოპერაცია, მსოფლიო მედიამ 'ოპოზიციური პრესის' მიმართ მზარდ ზეწოლად და მიმდინარე მოვლენების ბოლო ეტაპად შეაფასა.
ერდოღანს ყველა მედია საშუალებების დამორჩილება სურს - ავსტრიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Die Presse-მა, თურქეთში მიმდინარე მოვლენები თავის მკითხველებს სათაურით "ერდოღანის მედიაზე ნადირობა" გააცნო. პროკურატურა გიულენის მიმართ სიმპატიის მქონე მედია ორგანიზაციებისა და ჰოლდინგების დარბევით ერდოღანს დახმარებას უწევენ." - ნათქვამია გაზეთში.  გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში კი საუბარია იმის თაობაზე, რომ  ერდოღანის მთავრობა მათ მიმართ წაყენებული კორუფციის ბრალდებებზე სასამართლოში თავის გამართლების სანაცვლოდ   პოლიციასა და სასამართლოზე ნადირობას იწყებს.  უცხოურმა მედიამ სპეცოპერაცია ვრცლად გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას, რომ "ბუგუნის"(Bugün) გაზეთში თურქეთიდან  ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სათვის დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების დღეს მედია ჰოლდინგზე სპეცოპერაცია განხორციელდა.
 უცხოური პრესა თურქეთში მედიის დარბევას შემდეგი მასალით გამოეხმაურა:
 
პრესტიჟულმა ბრიტანულმა გაზეთმა სპეცოპერაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სპეცოპერაცია ერდოღანის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებებზე“. გაზეთმა, პოლიციის მიერ კოზა-იფექ ჰოლდინგზე განხორციელებული დარბევა, "1 ნოემბერს განმეორებით ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების გასაჩუმებლად ხანხორციელებული სპეცოპერაცია."  გაზეთმა Times-მა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ კოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი მედია ორგანიზაციები, სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა  (AK Parti) და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ სირიის პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებით აკრიტიკებდა.
 
კიდევ ერთი ცნობილი ბრიტანული გაზეთი კი ორი ბრიტანელი ჟურნალისტის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი "იფექ ჰოლდინგის" ანკარაში მყოფ ოფისებზე სპეცოპერაციის ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. "პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად 'უფრო მეტი' ჟურნალისტი, 'ტერორისტობის' ბრალდებით დააპატიმრეს" -  სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, 1 ნოემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთში პრესის თავისუფლების მიმართ მღელვარება ისევ დღის წესრიგში დადგა.
 
ავსტრიული გაზეთი წერს: „ ერდოღანს ყველა მედია საშუალების დამორჩილება სურს. პრეზიდენტი ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ მისთვის მიუღებელ მედია საშუალებებზე ზეწოლას ახდენს." -ნათქვამია გაზეთში.
 
გერმანიის ყველაზე გავლენიანი ყოველკვირეული გაზეთი Die Zeit-ში ნათქვამია:  "იფექ მედია ჰოლდინგზე" ჩატარებული სპეცოპერაცია თავის მკითხველებს "ოპოზიციური მედია საშუალებები პოლიციამ დაარბია" . Die Zeit-ის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ მედია საშუალებების დაშინებაა.
 
"კოზა-იფექ ჰოლდინგზე" განხორციელებული სპეცოპერაცია სიურპრიზი არ ყოფილა ასე შეაფასა მოვლენები Tageszeitung-მა. Twitter-ის ფენომენი ფუატ ავნი დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმის თაობაზე, რომ ერდოღანი ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად სპეცოპერაციის მოწყობას აპირებსო. TAZ-მა, "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ ISIS-ზე საბრძოლო მასალებით გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით სტატიასაც დაუთმო ადგილი.
 
400 ათას ტირაჟიანი მემარჯვენე ფრანგულმა ჟურნალმა Le Point-მა, სპეცოპერაცია  შაფასა შემდეგი სათაურით "ერდოღანის რეჟიმის მიერ მედიაზე კიდევ ერთი თავდასხმა". ჟურნალმში ნათქვამია:  "პრეზიდენტ რეჯეფ ტაოფ ერდოღანის რეჟიმმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე თავდასხმით მედიის მიმართ ზეწოლა გაზარდაზე.“
საბერძნეთის პრესა: საბერძნეთის უმსხვილეს მედია ჯგუფის საინფორმაციო საიტმა In.gr-მ, იფექ მედია ჯგუფზე განხორციელებული სპეცოპერაცია, ამ ჯგუფში შემავალ "ბუგუნის" გაზეთში გამოქვეყნებულ 'ISIS-ზე  იარაღის მიწოდება' სტატიასთან აქვს კავშირი. სახელმწიფო სატელევიზიო ERT არხის რადიო 1-მა სპეცოპერაციის გაშუქებას 10 წუთი დაუთმო. ERT არხის შეფასებით ერდოღანის მიზნებიდან ერთ-ერთი შეიძლება არჩევნების გადადება იყოს. საბერძნეთის ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს.

დღეს 30 აგვისტოა - გამარჯვების დღე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 30 აგვისტო 2015 21:06

დღეს თურქეთის განთავისუფლების 93-ე წლისთავია. გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოსა და საგარეო წარმომადგენლობებში ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ TRT-ქართული იუწყება.

ღონისძიებები ანკარაში სახელმწიფოს ლიდერების, პოლიტიკური პარტიებისა და სამხედრო ძალთა სარდლების ათათურქის მავზოლეუმის მონახულებით დაიწყო.

30 აგვისტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა და პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განცხადებები გაავრცელეს.

განცხადებაში ერდოღანმა გახშირებულ ტერაქტებზე და .ე .წ პარალელური სახელმწიფოს სტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ათას წელიწადში ამ მიწაზე ჩვენმა ერმა მრავალი მტერი დაამარცხა, მრავალი მოღალატე დაჯგუფება გაანადგურა. რა თქმა უნდა, სეპარატისტულ ტერორგანიზაციას და მის მაშად ქცეულ პარალელური სტრუქტურასაც დაამარცხებს“.

პრემიერმა აჰმედ დავუთოღოუმ კი აღნიშნა, რიომ ძალები, რომლებიც ბინძური თამაშებით, ტერორით თურქეთის დასუსტებას ცდილობენ, მიზანს ვერ მიაღწევენ.

თურქეთში განმეორებითი არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 16:01

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 7 ივნისის არჩევნების შემდეგ კანონით გათვალისწინებული მთავრობის შექმნის 45 დღიანი ვადის ამოწურვისთანავე პარლამენტის თავმჯდომარე ისმეთ ილმაზი მიიღო. ამის შესახებ თურქული პრესა იტყობინება.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ოფიციალურ გაზეთშიც გამოქვეყნდა.
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს პრემიერმინისტრ დავუთოღლუს მიიღებს. განმეორებითი არჩევნების გადაწყვეტილების შემდგომი პროცესის მიმდინარეობაც თანდათან ზუსტდება. არჩევნები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 90-ე დღის მომდევნო პირველ კვირას უნდა გაიმართოს.
უმაღლესი საარჩევნო კომისია ამ ვადის 60 დღეში დასრულებას გეგმავს.
პრეზიდენტი ერდოღანი დროებითი მინისტრთა კაბინეტის შექმნის დავალებას გასცემს.
იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.
დროებითი მინისტრთა საბჭოს სხვა წევრების რაოდენობა პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
თუ რომელიმე პარტია მინისტრთა საბჭოს კანდიდატს არ მისცემს, მათ მაგივრადაც დამოუკიდებელი კანდიდატები დაინიშნებიან.
განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებიდან 5 დღეში შესაქმნელ დროებით მთავრობას პარლამენტი არ ამტკიცებს.
ამგვარად, თურქეთის ისტორიაში პირველად არჩევნებამდე ქვეყანას დროებითი მინისტრთა კაბინეტი მიიყვანს.
ახალ გარდამავალ მთავრობაში რომელ პარტიას რამდენი სამინისტრო უნდა გადაეცეს უკვე ცნობილია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოამზადა გრაფა, რომელშიც აღნიშნულია საარჩევნო მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით ახალ მინისტრთა საბჭოში პრემიერმინისტრის ჩათვლით არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან თუ რომელ პარტიას რამდენი სამინისტრო უნდა გადაეცეს. ამის მიხედვით პრემიერისა და სამი დამოუკიდებელი პარლამენტარის გარდა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიას 11, რესპუბლუკურ სახალხო პარტიას 5, ეროვნული მოძრაობის და ხალხთა დემოკრატიულ პარტიას 3-3 სამინისტრო უნდა გადაეცეთ. პრემიერმინისტრის წყაროებისგან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული გრაფა უკვე მზადაა და პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს გადაეცა. დავუთოღლუ კი გრაფის მიხედვით დღეს პარლამენტარებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. მეორეს მხრივ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა, თურქეთში 26-ე საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 1 ნოემბერს გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არაერთი ადამიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას.

ხოფაში მომხდარ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 14:42

ძლიერი წვიმების გამო ართვინის დაბა ხოფაში მომხდარ წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა.ამის შესახებ თურქული პრესა წერს.
ძლიერი წვიმების გამო ართვინის დაბა ხოფაში მომხდარ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, 17 ადამიანი კი დაშავებულია.
რეგიონში ენერგო გადამცემი ხაზების ჩამოვარდნის გამო ზოგ დასახლებას ელექტრო ენერია არ მიეწოდება.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო და რეგიონალური სამსახურები გზების გახსნისათვის სამუშაოებს ატარებენ.
რეგიონში სამუშაოებს ატარებენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულია სარფის საზღვართან ტრაილერების პარკში გაჩერებული 300 მანქანა.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დღეს შესაძლო წყალდიდობისა და მეწყერის გამო კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული.
ხოფაში ჩავიდა ტყისა და წყლის რესურსების მინისტრი ეროღლუ და სტიქიის ადგილები მოინახულა.

თურქეთში ისევ საარჩევნო პროცესი იწყება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2015 19:05

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივნისა და პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციური მთავრობის თაობაზე კონსულტაციები პარტნიორობის შესაქმნელი საფუძველის ვერ მონახვის გამო დასრულდა. ამის შესახებ TRT იუწყება.
თურქეთის პრემიერმა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურ მდივან ქემალ ქილიჩდაროღლუსთან მთავრობის შექმნის ფარგლებში ჩატარებული დღევანდელი მესამე შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამჭვირვალე და პრინციპული მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას „ვადიანი რეფორმების მთავრობის“ წინადადება შესთავაზეს და მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და განათლების სფეროს თაოსნობით აზრთა დიდი სხვადასხვაობა არსებობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიძლება თქვან, რომ ერთადერთი შესაძლებლობა დარჩა ისევ მიმართონ ხალხის ნებას.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის საპარალამენტო არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის შექმნისათვის საჭირო ხმების რაოდენობა და 9 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა პრემიერ დავუთოღლუს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა.

საქართველოს წამყვანი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2015 13:38

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინფორმაციის სფეროში  არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების, ჩვენი ქვეყნების ერთმანეთისათვის კარგად გაცნობისა და მიღწეული წარმატებების უშუალოდ ნახვის მიზნით, მოეწყო საქართველოს წამყვანი მედია ორგანიზაციის 12 წარმომადგენლის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

„ჟურნალისტების დელეგაციების პროგრამა“ განხორციელდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ლევენთ გუმრუკჩუს პირადი ინიციატივითა და თურქეთის საჯარო დიპლომატიის კოორდინაციის ცენტრისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მხარდაჭერით. ქართველი ჟურნალისტების 5 დღიანი პროგრამა მოიცავდა ანკარასა და სტამბოლში ოფიციალურ ვიზიტებს და აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ-კულტურულ აქტივობებს.

თურქეთის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატში, საერთაშორისო ტერორიზმისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრში (UTSAM), იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, უცხოეთში მცხოვრები თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რელიგიურ საქმეთა სამმართველოში, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიაში (TRT), ხოლო ქ. სტამბოლში დოღნის მედია ცენტრში, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციის (DEİK) ბიზნეს საბჭოებში. ასევე, შეხვდნენ გალათასარაის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორს, დოქტორ ფაიქ დემირს.

პროგრამა ითვალისწინებდა თურქეთისადმი არსებული ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, უცხოელი ჟურნალისტებისათვის და სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებისათვის თურქეთის შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიწოდებას.

სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ყველა ეს მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული და უფრო მეტიც მოულოდნელი შედეგიც კი მოიტანა. კერძოდ, შეხვედრებზე მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე უკვე თურქი ჟურნალისტების ჯგუფი ესტუმრება საქართველოს. გარდა ამისა დაისახა სამომავლო გეგმებიც, რომელიც შეეხება ქართული და თურქული საინფორმაციო საშუალებების და ჯურნალისტების ერთობლივ მუშაობას სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მიზანია მსოფლიოში თურქეთთან მიმართებაში რეალისტური წარმოდგენის შექმნა და ძლიერი და ეფექტური მედია გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ კომპეტენტური უწყებების დროული და სწორი ინფორმირებისა და პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიზნით, პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატი თვალყურს ადევნებს მსოფლიოს დღის წესრიგს და საერთაშორისო პრესაში გასულ ინფორმაციებს და 25 სხვადასხვა ენიდან თარგმნის თურქულ ენაზე.

როგორც ანკარაში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მთავარმა მრჩეველმა, დოქტორმა ჯემალეთთინ ჰაშიმიმ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დაძაბული ვითარება სუფევს, ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ დღევანდელ ურთიერთობებს თამამად შეიძლება სტრატეგიული ეწოდოს. „ხშირად ვრცელდება არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ამის გამოსასწორებლად საუკეთესო საშუალება ორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა დოქტორმა ჰაშიმიმ და დაამატა, რომ თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - უფრო აქტიური უნდა გავხადოთ ორი ქვეყნის პრესის წარმომადგენლებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესისა და ინფორმაციის გენერალური დირექტორატის მთავარმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ჟურნალისტების მოსაზრებების გაცნობა, ვინაიდან ეს დაეხმარება მათ იმის გაგებაში თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ქართულ-თურქული ურთიერთობები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სირიაში მიმდინარე მოვლენებს და როგორც დოქტორმა ჰაშიმიმ ბრძანა - კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. „ჩვენ დაახლოებით ერთი მილიონი ლტოლვილი შევიფარეთ და დღემდე უანგაროდ ვაგრძელებთ მათ დახმარებას. მიუხედავად იმისა გაუწევს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა სირიელ ლტოლვილებს დახმარებას, თურქეთის ხელისუფლება მისცემს თავშესაფარს მათ, ვინაიდან მიაჩნია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილი უმწეო ლტოლვილების დახმარების აღმოჩენა თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოს უპირველესი ვალია“, - დასძინა დოქტორმა ჰაშიმიმ.

შეხვედრებზე საუბარი რაღა თქმა უნდა  ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსაც შეეხო და თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გარკვევით ითქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლინობის საკითხი თურქეთისთვის ხელშეუხებელი თემაა და მასში არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თურქეთისთვის და მიგვაჩნია, რომ ამას სხვა ქვეყნებმაც უნდა სცენ პატივი. ოფიციალურ თურქეთს დღეს არანაირი ურთიერთობები და გეგმები არ გააჩნია აფხაზეთთან და არც მომავალში ექნება“, - აცხადებენ თურქეთის ოფიციალური წარმომადგნლები.

1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიერ საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით წამოწყებულ სეპარატისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით, თურქეთი ატარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და კონფლიქტების საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას.  აჭარის რეგიონის ავტონომიური სტატუსი კი, განსაზღვრულია მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გენერალური დირექტორის მოადგილის ჰაირიე ქუმაშჩიოღლუს განცხადებით, დღეისათვის თურქეთის მოქალაქეები ძალიან ხშირად სტუმრობენ საქართველოს და ამ კუთხით ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან. „ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მჭიდრო, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები სუფევს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა ერთობლივი თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითია ყველასათვის. ისინი რეგიონს ერთი ფანჯრიდან უყურებენ და აქედან გამომდინარე საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე საქართველო თურქეთსაც ანალოგიურ პარტნიორად მიიჩნევს. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალის და „ტანაპის“ პროექტები იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაქსიმალურად გამარტივებულია, რაც თავის მხრივ იმის მაუწყებელია, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება მხოლოდ განსაკუთრებული ურთიერთობების დახმარებით არის შესაძლებელი“, - მიაჩნია  ჰაირიე ქუმაშჩიოღლუს.

რაც შეეხება საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხს, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მკაფიოდ ითქვა, რომ თურქეთი ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას იყენებს და ყველანაირ დონეზე მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების საკითხს. „საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენ არ ვაწყობთ სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ჩვენ მას ვაწყობთ მხოლოდ და მხოლოდ პირადად საქართველოსთან ურთიერთობებიდან გამომდინარე“, -  აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და კავკასიის დეპარტამენის წარმომადგენლები.

დღევანდელი მდგომარეობით, თურქეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს პოლიტიკური პრობლება და ქვეყნებს შორის ურთიერთობები ემყარება თანასწორობისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს. სანიმუშო მეზობლური ურთიერთობების შესანიშნავი მაგალითებია: ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ტურისტული მიზნით 90 დღის განმავლობაში უვიზო მიმოსვლა, ბათუმის აეროპორტის თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი ექსპლუატაცია, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ფუნქციონირებისა და ახალი სასაზღვრო კარების გახსნისაკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევა. აგრეთვე, 2011 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ საშუალება უპასპორტოდ, მხოლოდ პირადობის ბარათის საფუძველზე იმოგზაურონ ერთიმეორის ქვეყნებში.

თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა ასევე წარმატებით ვითარდება არა მხოლოდ ორმხრივ არამედ, რეგიონალურ ფორმატშიც, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ ბუნებრივი გაზსადენისა პროექტები, ხოლო 2015 დაგეგმილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალის დასრულებაც.

თურქეთისა და საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვის შედეგია ხალხთა შორის ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობები. ამ ფონზე, ახალციხელი თურქები ქმნიან ორი ქვეყნის დამაკავშირებელ კიდევ ერთ კულტურულ ხიდს. თურქეთი მნიშვნელობას ანიჭებს საბჭოთა კავშირის პერიოდში 1944 წელს მამა-პაპისეული ქართული მიწებიდან შუა აზიაში გადასახლებული ახალციხელი თურქების საქართველოში დაბრუნების საკითხს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ ამ მიზნით დაწყებულ საქმიანობას.

ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად პოზიტიურ ჭრილში ვითარდება ეკონომიკური და სავაჭრო კავშირებიც. თურქეთი, 2007 წლიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამაც. 2014 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1,967 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს საგარეო ვაჭრობაში თურქეთის წილი იყო 17.2%. ასევე, საქართველოში თურქული სამშენებლო ფირმების მიერ განხორციელებული პროექტების საერთო ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარი. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა თურქული ფირმების რაოდენობა, განსაკუთრებით ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის სექტორში. 1997-2010 წლებში საქართველოში თურქეთის ჯამური ინვესტიციის ოდენობა 682,3 მილიონი დოლარია.

საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობაც უპრობლემოდ და პოზიტიურად ვითარდება. საქართველოს 7 უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია თურქოლოგიის ფაკულტეტი, სადაც სწავლობს 268 სტუდენტი და მუშაობს 40 ლექტორი. საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ამჟამად სწავლობს 257 თურქეთის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ისინი რაოდენობით მეორე ადგილზე დარეგისტრირებულ უცხოელ სტუდენტებს შორის არიან.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს ის, რომ თურქეთის სამომავლო პერსპექტივის ხედვა ეყრდნობა მრავალფეროვან ტრადიციებს, რომლებიც სათავეს იღებენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობიდან, არსებული საშუალებების მობილიზაციის გზით ხორციელდება პოლიტიკისა და ინსტიტუტების მეშვეობით. თურქული საერთაშორისო ინსტიტუტების პრიორიტეტია იყოს გახსნილი მსოფლიოსათვის და ამასთანავე, განავითაროს თურქეთისათვის დამახასიათებელი საჯარო დიპლომატიის ენა და პრაქტიკა.

აქედან გამომდინარე მათი მიზანია ამ მიდგომის საფუძველზე, მდიდარი და დინამიური ადამიანური რესურსების გამოყენების,  პლურალისტული და ფართე ხედვის შემუშავების გზითა და ჩამოყალიბებული კავშირების მეშვეობით        გაამდიდროს, გააფართოვოს და განამტკიცოს თურქეთისადმი ნდობა. აგრეთვე, უზრუნველყოს მისი ჩართულობა რეგიონალურ და გლობალურ პოლიტიკაში მთელს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების მიზნით.

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქართველი ჟურნალისტებისათვის მომზადებული იყო კულტურული პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც მათ დაათვალიერეს  ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმი, ანკარის ციხე, ჰამამონუს ისტორიული უბანი, ათათურქის მავზოლეუმი „ანითქაბირი“,სულეიმანიეს მეჩეთი, სულთან აჰმედის მეჩეთი, აიასოფიას მუზეუმი, თოფქაფის სასახლე და იერებათანის წყალსაცავი.

ავთანდილ ოთინაშვილი

ანკარა-სტამბოლი-თბილისი

 

გვერდი 29/ 29-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური