ატლასგლობალმა თურქეთის მიმართულებით რეისი გააუქმა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 02:03

თბილისიდან სტამბულის მიმართულებით რეისები ჯერ არ გაუქმებულა. ამ დროისთვის ათობით მგზავრმა ფრენაზე რეგისტრაცია უკვე გაიარა. 

თუმცა, მგზავრებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, შესრულდება თუ არა რეისი. 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ,  ატლასგლობალმა, სტამბოლის მიმართულებით რეისი გააუქმა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება კურიერის ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა, რომელიც მოვლენების განვითარებას ადგილზე აკვირდება. 

თურქეთში საქართველოს ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 01:56

თურქეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კოპლატაძემ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ანკარაში ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა. მოვლენების ძირითადი ეპიცინტრი სახელისუფლებო კვარტალია, სადაც განთავსებულია სამინისტროები და სახელმწიფო დაწესებულებები.

ელჩი მოწუოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.

“ბოლო ინფორმაციის თანახმად არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამჟამად ვრცელდება ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია რომელზე დაყრდნობაც ჯერჯერობით არის ნაადრევი. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და თურქეთს როგორც ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ და პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუსურვოთ ვითარების მშვიდობიანი განვითარება იმ მძიმე წუთებიდან, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. ძირითადი დატვირთვის ცენტრი დაძაბულობის არის სახელმწიფო დაწესებულებები , სამინისტროები გენერალური შტაბი, სახელმწიფო ტელევიზია. შესაბამისად არავითარი შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების განსაცდელის შესახებ ცხელ ხაზზე არ შემოსულა,“-განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

მისი ინფომრაციით, საქართველოს საელჩო მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკვა.

ცხელი ხაზის ნომერია  + 905336903040

თურქეთმა საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 01:54

თურქეთში სამხედრო გადატრიალების გამო საქართველო თურქეთის საზღვარი ჩაიკეტა, ამის შესახებ სარფიდან კურიერის კორესპოდენტი იუწყება.

ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში გადასვლას გეგმავდნენ უთხრეს, რომ საზღვარზე თურქეთის მხარის გადაწყვეტილებით მიმოსვლაზე შეზღუდვაა დაწესებული.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 01:40

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეარხ "CNN თურქეთის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო. იგი დაუდგენელი ადგილიდან საუბრობს „აიფონის“ საშუალებით.
თურქეთის პრეზიდენტმა მომხდარს „ამბოხი“ უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. აღნიშნულ „ამბოხში“ ერდოღანმა ერთი მუჭა სამხედროები დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ თურქული წყაროები იუწყებოდნენ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე. ასევე ისმის სროლის ხმაც.
თურქეთის ხელისუფლებამ გადაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორი ხიდი. ანკარისა და სტამბულის აეროპორტის მიმართულებით გადასროლილია ტანკების კოლონა.

 

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 00:56

თურქმა სამხედროებმა, რომლებმაც ხელისუფლების ხელში აღებაზე გააკეთეს განცხადება, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადებს. სტამბოლში მთავარი ხიდები გადაკეტილია და შეირაღებული პირები აკონტროლებენ. ქუჩებში ისმის სროლის ხმა.

შეირაღებულმა პირებმა ანკარის პოლიციის დაკავებაც სცადეს. სამხედრო თვითმფრინავები საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ. 

Reuters იუწყება, რომ ქვეყანას ამ დროისთვის მართავს ე.წ. "მშვიდობის საბჭოს" (peace council),  რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

მეორე ინოფრმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. 

უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, შეირაღებულ პირებს თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელი მძევლად არის აყვანილი. 

 

თურქეთის გენერალურმა შტაბმა ხელისუფლების ხელში აღებაზე განაცხადება გაავრცელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 01:11

თურქეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა ხელისუფლების ხელში აღებაზე. „თურქეთის ხელისუფლება გადაყენებულია“, აცხადებენ თურქი სამხედროები.
შეგახსენებთ, რომ ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმიმმა განაცხადა, რომ თურქეთში სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო გზით ხელში ჩაგდების მცდელობა განხორციელდა. „დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან“, აცხადებს თურქეთის პრემიერი.

თურქული წყაროები იუწყებოდნენ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე. ასევე ისმოდა სროლის ხმაც.
თურქეთის ხელისუფლებამ გადაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორი ხიდი. ანკარისა და სტამბულის აეროპორტის მიმართულებით გადასროლილია ტანკების კოლონა.

„სტამბოლში რაღაც ხდება, ხიდები სამხედროებმა გადაკეტეს... ანკარაშიც დიდი მობილიზებაა" - კოტე მათითაშვილი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 00:43

გადაცემა „ექიმების“ წამყვანი კოტე მათითაშვილი ამჟამად თურქეთში იმყოფება. ის ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: „სტამბოლში რაღაც ხდება, არავის არ იცის, ხიდები სამხედროებმა გადაკეტეს. ანკარაშიც დიდი მობილიზებაა გამოცხადებულიდა სტამბოლში გადაკეტილი გზები სამხედროების მიერ. არ ამბობენ რა ხდება. მოკლედ ჩვენ აქ ვართ და მოგაწვდით ინფორმაციას“. ამ სტატუსმა, რა თქმა უნდა ხალხის აღსფოთება და უამრავი კითხვა გამოიწვია. კომენტარებში კი კოტე ასევე წერს რომ: „ტელევიზია აცხადებს ყველა სახლში დარჩითო, სამხედრო გადატრიალებაზე ეჭვობენ, პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოძახებულია სამსახურში, შვებულება გაუუქმეს ყველას და გამოიძახეს. საშიში მდგომარეობაა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 00:51

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთში განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო გზით ხელში ჩაგდების მცდელობა, იუწყება The Telegraph-ი.
მისივე თქმით სამხედრო გადატრიალების მცდელობამ კრახი განიცადა. მასში მონაწილეობდა „სამხედროების ერთი ჯგუფი“. „თურქეთი არასოდეს დაუშვებს რაიმე სახის ინიციატივას, რომელიც დემოკრატიას გაანადგურებს“, - აღნიშნა მან.
თურქეთის პრემიერმა ასევე დაამატა, რომ „დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ“. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების ძალები დაკავებულნი არიან სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობით.
შეგახსენებთ, რომ თურქული წყაროები იუწყებოდნენ ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე. ასევე ისმოდა სროლის ხმაც.
თურქეთის ხელისუფლებამ გადაკეტა ბოსფორის სრუტეზე გადებული ორი ხიდი. ანკარისა და სტამბულის აეროპორტის მიმართულებით გადასროლილია ტანკების კოლონა.

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 10:45

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი. ბათუმში დააკავეს.

ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2 ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით.

ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

აშშ-ს სასამართლომ ერდოღანის მიერ გიულენის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 13:12

აშშ-ში ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 9 დეკემბერს, ვაშინგტონში, AKP-ს მთავრობამ (ერდოღანის პარტია)მიერ ფეთჰულაჰ გიულენის (ამერიკაში მცხოვრებ თურქი მოღვაწე) წინააღმდეგ სარჩელის შესატანად „Amsterdam & Partners LLC და Fox Rothscild LLP„ იურიდიული ფირმებთან შეთანხდნენ. კომპანიის ადვოკატებმა, რობერტ ამსტერდამმა და პატრიკ ეგანმა პრესკონფერენცია გამართეს და გიულენის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

თურქეთში დაჯგუფება ″თაჰშიე″ს(2010 ში თურქეთის სასამართლომ მისი წევრებს ელ-კაიდას სასარგებლო ქმედების გამო დააკავა. ამ დაჯგუფების ლიდერმა ისევამბობს რომ იგი უსამა ბენლადენს უყვარს)სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში გასამართლებულმა 3 ადამიანმა, რომლებიც მათი მტკიცებით ამ საქმით დაზარალდნენ და მათი დაკავების ბრძანება მაშინ გიულენმა გასცა.ისინი, ზემო ხსენებული ამერიკული იურიდიული ფირმების მეშვეობით გიულენის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს. ამერიკელმა მოსამართლემ რობერტ მარიანიმ კი ოთხშაბათს 29 ივნისს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამსტერდამის კომპანიას საქმის მსვლელობისას გაწეული ხარჯები კი თურქეთის სახელმწიფომაუნაზღაურა.

სავარაუდოდ,ამ საქმის ასე დასრულების გამო პრეზიდენტ ერდოღანს უდავოდ არ მოეწონება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სხვადასხვა უფლებამოსილების მქონე ორგანოები არიან, ერდოღანი ამ გადაწყვეტილების გამო ობამას ანდა ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებს დაადანაშაულებს თუ არა ჯერჯერობით უცნობია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური