თურქეთში, გოქჩენის აეროპორტთან სროლის ხმა ისმის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 17 ივლისი 2016 21:45

თურქეთში გოქჩენის საერთაშორისო აეროპორთან სროლის ხმა ისმის.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტთან პოლიციამ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეამბოხეები იყვნენ შეკრებილები. 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი, კონკრეტულად, Daily Sabah  და საერთაშორისო მედია, Reuters ავრცელებს.    

აეროპორტი სტამბულში რიგით მეორეა სიდიდით და ის ქალაქის აზიურ ნაწილში ქალაქის ცენტრიდან შორს არის.

აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 17 ივლისი 2016 14:05

აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა, - ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრებმა, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხოთ, შესაბამის ავიაკომპანიას უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

”აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით, ისინი აკვირდებიან მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს.
მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით”, - ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ფოტორეპორტაჟი ათათურქის აეროპორტიდან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 20:35

თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ მომხდარი არეულობის დროს 90 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 000-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „USA Today“ აქვეყნებს.

ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ამბოხებულების დაკავება გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, მთალი ქვეყნის მასშტაბით, სულ 1 563 მეამბოხეა დაკავებული.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ათათურქის აეროპორტიდან.

CnbymXyXgAAWbUB

CndB8qrXYAAGtaA

CndenN1WcAQtUR2

CneEb0hWcAEUuHz

უმძიმესი ფოტო თურქეთის მოვლენებიდან - დაჭრილი დედა დროშის ქვეშ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 20:34

ეს ფოტო პარასკევს თურქეთში განვითარებული მოვლენების დროსაა გადაღებული, მასზე აღბეჭდილია დედა, რომელიც სამხედრო დაწესებულებასთან დაჭრილი დროშის ქვეშ წევს და თავზე შვილები ადგანან.

ვგმობ სამხედრო ამბოხების მცდელობას: ფეთჰულაჰ გიულენი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 16:42

გადატრიალების მცდელობას ვგმობ და ასეთი ამბოხების მცდელობასთან დაკავშირება ჩემთვის შეურაცმყოფელია. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა რელიგიურმა ლიდერმა ფეთჰულაჰ გიულენმა განაცხადა და ასევე მკაცრად დაგმო გადატრიალების ყველანაირი მცდელობა.

ფეთჰულაჰ გიულენმა, გასულ ღამეს თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გიულენის თქმით, მთავრობები ძალის გამოყენებით კი არა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. ″ამ სამხედრო გადატრიალებას მკაცრად ვგმობ″, - აღნიშნა მან.
ნიუ-იორკში დაფუძნებულ საერთო ღირებულებების ასოციაციის (afsv) მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ასეთია:
″თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას ძალიან მკაცრად ვგმობ. მთავრობები, არა ძალით, არამედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს. თურქეთის, თურქი ხალხისა და ამჟამად თურქეთში მცხოვრებ თვითოეული მოქალაქისთვის ვლოცულობ. ალლაჰს ვთხოვ ეს პრობლემა ყველაზე სწრაფად და მშვიდობიან გზით მოგვარდეს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველა სამხედრო გადატრიალება განვიცადე, ჩემი ამ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირება ღირსების შემლახველია. ასეთი ტიპის ცილისწამებას უპირობოდ უარვყოფ″ - ნათქვამია ფეთჰულაჰ გიულენის განცხადებაში.

საბერძნეთში თურქული სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა - რვა პირი თავშესაფარს ითხოვს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:31

თურქული სამხედრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფება, საბერძნეთში დაეშვა და ქვეყანას თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება.

 

როგორც გამოცემა საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალექსანდროპოლისში დაეშვა. საბერძნეთის პოლიციამ ვერტმფრენში მყოფი თურქი სამხედროები დააკავა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან 7 სამხედრო პირი ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.

სავარაუდოდ, სამხედრო პირები გადატრიალების მცდელობის მონაწილეები არიან.

ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი 1440-ს აღემატება.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულთაგან 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 სამოქალაო პირი და 104 აჯანყებულია.

სულ დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.

 

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი.

მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.

 

მურატ ილდიმირი: „ღმერთმა დაწყევლოს ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა ამ ქაოსში გახვია“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:22

თურქი მსახიობი, მურატ ილდიმირი სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუს აქვეყნებს: „ღმერთმა დაწყევლოს ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა ამ ქაოსში გახვია“

თურქეთის პრემიერი – სამხედრო პუტჩში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:10

ამ წუთებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი პრესკონფერენციას მართავს. ქვეყნის მთავრობის მეთაურმა თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში „პარალელური სტრუქტურები“ დაადანაშაულა. „ ბიბისის“ რეპორტიორის განმარტებით, თურქეთის პრემიერი „პარალელურ სტრუქტურებში“ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს ფეთჰულა გიულენს მოიხსენიებს.
ბინალი ილდირიმის განმარტებით, სამხედრო პუტჩში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

ილდირიმის განმარტებით არსებული მონაცემების მიხედვით შეტაკებებს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1400-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
ილდირიმის თქმით, სამართალდამცველებმა გადატრიალებაში მონაწილე 2800-მდე სამხედრო პირი დააკავეს.

„როგორც კი თურქეთის შიგნით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება იქნება უსაფრთხო, საზღვარს გავხსნით“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:47

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საზღვრის გახსნა დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

2 ქართულ ანსამბლს სტამბოლში უსაფრთხოდ დააბინავებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 13:33

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მხარესთან, პრაქტიკულად, ყველა დონეზეა კონტაქტი დამიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.  „რა ინფორმაციას მე ამ წუთში გამაჩნია, თურქეთში მყოფ ორ ქართულ ანსამბლთანყოველწუთიერი კონტაქტი აქვს ჩვენს საკონსულოს. სწორედ  საკონსულოს წარმომადგენლები დახვდებიან მათ ქალაქისშესასვლელში და გააკეთებენ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ანსამბლების წევრები  უსაფრთხოდ დაბინავდნენ სტამბოლშისამშობლოში გამომგზავრებამდე“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური