ევროპული მედია: თურქეთს შესაძლოა ხანგრძლივი ომი ელოდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 12:10

დასავლური მედია, თურქეთის მიერ ″ევფრატის ფარი″ სახელწოდებით დაწყებულ ოპერაციას ეჭვითა და მღელვარებით შეხვდა.

ამერიკული პრესა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თურქეთის, ISIS-ის საბაბით სირიაში შეჭრა ქურთების წინააღმდეგ ომში გადაიზარდა, რამაც აშშ რთულ სიტუაციაში ჩააგდო. გერმანული პრესის მტკიცებით, თურქეთს ძალიან ხანგრძლივი ბრძოალა ელის სადაც ძალიან ბევრ მსხვერპლს გაიღებს.

ბრიტანული გაზეთი The Times-ი, ოპერაციაში მონაწილე  თავისუფალი სირიის არმიის ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურის ალა მუჰამედის სიტყვებს უთმობს ადგილს.

მისი თქმით, ″როდესაც სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ცენტრში შემოვედით ISIS-ის ჯარები იქ აღარ იყვნენ. ჯერაბლუსის მოქალაქემ გვითხრა, რომ ISIS-მ ქალაქი 5 დღის წინ დატოვა.″

ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და მის მიერ მხარდაჭერილ თავისუფალ სირიის არმიას და სირიელ ქურთულ ძალებს შორის დაძაბულობა მძაფრდება, ეს რომ კონფლიქტში გადაიზარდოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეში ჩაგდებს და ISIS-ის განადგურებას გაართულებს.

Washington Post-ი, ″თურქეთმა სირიაში ისეთი პრობლემა შექმნა, რომ აქედან გამოსვლა მარტივი არ იქნება″ სათაურით გამოეხმაურა და დასძინა, რომ აშშ სირიაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ძალის მოკავშირეა. გაზეთი ასევე წერს, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად სახალხო დაცვის ბლოკის (YPG) წინააღმდეგ ომს თუ დაიწყებს, აშშ-ს მიერ ISIS-ის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას დიდ ზიანს მიაყენებს.

გერმანული გაზეთი Die Welt-ის მტკიცებით, ოპერაცია ″ევფრატის ფარმა″, სირიის ომი როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის ასევე ევროპისთვის უფრო არაპროგნოზირებადი და სახიფათო გახადა. გაზეთის ინფორმაციით, თურქეთი, სირიაში ოპერაციებს აშშ-სთან, ნატო-სთან და რუსეთთან შეუთანხმებლად ახორციელებს. რითაც ერდოღანი ქურთების დამარცხებას, ISIS-ის განადგურებას და თურქეთის პოზიციების გამყარებას ცდილობს.

″მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ერდოღანის ქმედებები ყოვლისმომცველ სტრატეგიას არ ეფუძნება. როგორც ჩანს, ერდოღანი მხოლოდ რთული ვითარებიდან გაქცევას ცდილობს.″-წერს გაზეთი.

წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/592211/Bati_basininda_Cerablus_yorumlari__Turkiye_yi_uzun_bir_savas_bekliyor_olabilir.html#

გერმანელმა ჟურნალისტებმა თურქი კოლეგების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 15:03

გერმანიაში მწერლებმა და ჟურნალისტებმა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და ევროკომიისის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ასობით ინტელექტუალი და ჟურნალისტი დაწყებული გამოძიების სამიზნე გახდა. როგორც ცნობილია, თურქეთში დღეს დღეობით 104-მდე ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება.

გერმანული გაზეთის Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საერთაშორისო მწერალთა ასოციაცია PEN-ის გერმანიის ფილიალმა, გერმანელმა გამომცემლებმა და საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და ევროკომიისის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

Change.org საიტზე, ″ქალბატონო მერკელ, ბატონო იუნკერ: თურქეთს აზრის გამოხატვის თავისუფლება მოსთხოვეთ″ სათაურით წამოწყებულ ხელმოწერის კამპანიაში, ფედერალური მთავრობის და ევროკომისიისგან თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. ასევე ითხოვენ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნა უკომპრომისოდ და გარიგებების გარეშე მოხდეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუმინეთში თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2016 13:35

რუმინეთში მოქმედი თურქული სკოლები კანონის შესაბამისად მუშაობენ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუმ თურქეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაზარ კომანესკუს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკი შორის ჯერ პირისპირ და დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, შეხვედრების დამთავრების შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, ერთი ჟურნალისტის მიერ თურქული სკოლების ტერორიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ დასმულ კითხვაზე კომანესკუმ, ″ჩვენ ასეთ ფენომენს არ შევხვედრივართ. შეიძლება ასეთი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემს ქვეყანაში ყველა სკოლა კანონის შესაბამისად მოქმედებს.″-განაცხადა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვიშიკოვსკიმ იგივე კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის მქონე დაწესებულებები არ არსებობს.

თურქეთში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 26 აგვისტო 2016 10:28

კიდევ ერთი აფეთქება თურქეთში.  სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. 
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციიის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. 

ჯო ბაიდენი: გიულენის ექსტრადირების მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 16:44

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თურქეთმა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა ქვეყანაში მომხდარ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება. უფრო მეტიც ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის რაიმე მტკიცებულებაც კი არ მიუწოდებიათ.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გიულენის ექსტრადირების და სირიის საკითხების დღის წესრიგში ყოფნის პერიოდში ბაიდენი დღეს ანკარას ეწვია.

ბაიდენმა, ვიზიტის წინ გაზეთ Milliyet-ში საკუთარი სტატია გამოაქვეყნა.

ბაიდენის თქმით, თურქულ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ინფრომაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას, ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

″როგორც თურქი ხალხის დიდი ხნის მეგობარი, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ზოგიერთი წრეები ავრცელებენ სპეკულაციებს, თითქოს აშშ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ ფლობდა რაიმე ინფორმაციას ან ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გადატრიალების მცდელობას. ასეთი განცხადებები, სრულიად არარეალური, საშიში და უპასუხისმგებლო განცხადებებია რაც მიზნად ისახავ ჩვენი ალიანსის შესასუსტებას.″-განაცხადა მან.

ბაიდენი, თურქეთის მიერ გიულენის დაჟინებული ექსტრადირების მოთხოვნასაც შეეხო.

″გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ობამა და მე, ფეთჰულაჰ გიულენის დაუყოვნებლივ ექსტრადირების გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებთ, ასევე ზიანის მომტანია. აშშ-ის მართვის სისტემაში აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს ერთმანეთისგან ცალკე და დამოუკიდებელი როელბი აკისრიათ, აქედან გამომდინარე, ამის გაკეთება აშკარად შეუძლებელია. ფაქტობრივად, ამ მიმართულებით ჩვენი ნებისმიერი მცდელობა კანონსაწინააღმდეგო იქნება.″-აღნიშნა ბაიდენმა.

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მისი ქვეყანა, ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და ორ ქვეყანას შორის არსებული კანონიერი ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულებს.

″ექსტრადირების პროცესი, როგორც ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ხელმოწერილი ორმხვრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე აშშ-ის მყარი საფუძვლის მქონე შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. ექსტრადირების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ფედერალურმა სასამართლომ უნდა მიიღოს.″-განაცხადა მან.

″ეს, ნებისმიერ შემთხვევაში შრომატევადი პროცესია. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაცია გადატრიალების მცდელობამდე მისი საქმიანობის შესახებ სავარაუდო ბრალდებებს ეხება.  თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თუმცა, ჩვენი სასამართლო ექსპერტები, ექსტრადირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმების დასაცავად თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ფრთხილად მუშაობენ.″- ბაიდენმა სტატია ამ სიტყვებით დაასრულა.

თურქეთმა აშშ-ს ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 13:45

თურქეთმა აშშ-სგან ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა გააკეთა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ბოლო პერიოდში გადაგზავნილი დოკუმენტაციის შესწავლა რის შემდეგაც ამერიკული მხარე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მარკ ტონერის განცხადებით, თურქეთმა გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ ის არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს 15 ივლისს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

 

თურქეთის ეროვნულ დაზვერვას გერმანიაში 6 ათასამდე ინფორმატორი ჰყავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 21:14

გერმანელი დეპუტატი, გერმანიაში, თურქეთის ეროვნული დაზვერვის (MIT) საქმიანობის გამოკვლევას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი Die Welt-ი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული დაზვერვის ოფიციალური პირები ″ინფორმატორებთან″ ერთად გერმანიაში იმ გერმანელებს უთვალთვალებენ რომლებიც წარმოშობით თურქეთიდან არიან და ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატმა უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში ექსპერტმა ჰანს-ქრისტიან სტრობელმა გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ამ საკითხის გერმსნიის ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტში განსახილველად გატანას აპირებს. 

სტრობელის თქმით, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური გერმანიაში წარმოუდგენლად ფარული საქმიანობით არის დაკავებული. დეპუტატი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანიის საშინაო დაზვერვის საკონსტიტუციო დაცვის სააგენტომ, საგარეო დაზვერვის BND და პოლიციამ თურქეთთან თანამშრომლობა უნდა შეამოწმონ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქი მოქალაქეებისა და წარმოშიბით თურქეთიდან მყოფი გერმანელების რაოდენობა 3 მილიონს აღწევს.

ამ ინფორმაციას ბრიტანულმა გაზეთებმაც დიდი ადგილი დაუთმეს. გაზეთმა Times-მა საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში თურქეთის ეროვნული დაზვერვა, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ერთეულს სტასის(Stasi) შეადარა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ″გასულ წელს გერმანიაში აღმოჩენილი დოკუმენტები, ჯაშუშური ქსელი თურქეთს ძვირი არ დაჯდომია, რადგან როგორც ჩანს ძალიან ბევრი ინფორმატორი ერდოღანისთვის ერთგულების გამოხატვის გამო მოხალისედ მუშაობს″

Financial Times-ი კი ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ″გერმანიაში თურქული საზოგადოება ერდოღანის მხარდემჭერები და მისი ისლამისტური და მზარდი ავტორიტეტული პოლიტიკის კრიტიკოსები, ორად არიან დაყოფილი.″

Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის სამსახურიც, საპარლამენტო კომიტეტს ყველანაირი საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

მორიგი ტერაქტი თურქეთში - დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 18:32

თურქეთ-ირანის საზღვართან, პროვინცია შირნაკში აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა.თურქული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე, პოლიციის საგუშაგოსთან იყო დამონტაჟებული.


აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგიფებას არ აუღია.ადგილობრივი მედიის ცნობით კი , აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული.

დანიის რეაქცია თურქეთის მოვლენებზე: თურქეთის ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს წერტილი უნდა დაესვას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 12:06

ავსტრიის შემდეგ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმა ამჯერად დანიიდან გაისმა: “თურქეთი ამოღებულ უნდა იქნას კანდიდატი ქვეყნების სიიდან“.
დანიის მმართველი ლიბერალური პარტია მოითხოვს შეწყდეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის მიზეზად სახელდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტიდემოკრატიული მიდრეკილებები და სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივის მხარდაჭერა.
ამა თვის დასაწყისში კი ავსტრიის პრემიერმინისტრმა კრისტიან კერნ-მა განაცხადა, რომ იგი ინიცირებას გაუწევს დიალოგს ევროპელ ლიდერებს შორის, რათა შეწყდეს თურქეთის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამის ერთერთ მიზეზად კრისტიან კერნი ასახელებს დემოკრატიისა და ეკონომიკის მხრივ თურქეთში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.
ყოველივე ზემოთხსენებულის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთში შემოიღებენ სიკვდილით დასჯას, როგორც ევროკავშირის მმართველობა, ისევე წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებები შეწყვეტენ თურქეთთან მოლაპარაკებებს.
ლიბერალური პარტიის სპიკერ მიხაელ აასტრუპ-ის განცხადებით “თურქეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა“ და დაამატა: “ჩვენ ვსაუბრობთ მოლაპარაკებების არა დროებით შეჩერებაზე, არამედ თურქეთის ამოღებას კანდიდატ სახელმწიფოთა სიიდან“.

http://www.diken.com.tr/avusturyadan-sonra-danimarka-turkiyenin-ab-uyelik-surecine-son-verilmeli/

 

აფეთქება ანტალიაში - დაშავებულია ორი ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 11:33

თურქული მედიის ინფორმაციით ოთხშაბათს გვიან ღამით ანტალიაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის არ აუღია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სამართალდამცველების ცნობით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, როდესაც ქუმჰურიეთის მოედნის სიახლოვეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა,.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური