თურქეთის საელჩოს განცხადება, ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ივლისი 2018 17:42

თურქეთი და საქართველო ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

 საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვბელვყოთ, არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები.

თურქეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 17:08

თურქეთის საელჩო საქართველოში ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღიკვეთა. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს და იქვე აღნიშნეს, რომ თურქული მხარის ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. 
ხელნაკეთი ბომბის აღმოჩენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში. როგორც კონსულის თანაშემწემ, ლილი დევრიშოღლუმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს არის ცრუ, არაფერზე დაფუძნებული ინფორმაცია“. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძე, აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას კი აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა თურქეთში, შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო და მას არ გაუგია ბომბის აღმოჩენის შესახებ. ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ მას არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია არც თურქეთის დიპლომატიური კორპუსისგან. 
ცოტა ხნის წინ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური