თურქეთის პრეზიდენტმა The Peninsula-სთან ინტერვიუს დროს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი შეაფასა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:11

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთის მძიმე მარცხის შემდეგ თურქეთის თითქოს და კონფლიქტში მონაწილეობის ჩვენება, მათი გამოუვალი მდგომარეობის და სასოწარკვეთის ნათელი მაგალითია. პრეზდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, კატარსი გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ, The Peninsula-სთან მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტზე გაამახვულა ყურადღება და აღნიშნა: „სომხეთის მხრიდან მთიან ყარაბაღში განხორციელებული მასიური  მკვლელობების და ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციიდან თითქმის 30 წელი გავიდა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ მასიური მკვლელობების და ოკუპაციის მიმართ დუმილმა, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი კიდევ უფრო წააქეზა რათა თავდასხმითი პოზიცია გაეგრძელებინა. ისინი ამჟამად კიდევ აგრძელებენ სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს.

აზერბაიჯანმა კი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და თავისი ტერიტორიების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თურქეთი, როგორც დღემდე, ამის შემდეგაც „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“-ს პრინციპით აზერბაიჯანის გვერდით იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების მიუხედავად შესაბამისი  ნაბიჯები ჯერ კიდევ არ გადადგმულა. სომხეთმა, ბოლოს გადადგმული ოკუპაციის მცდელობის ნაბიჯების წინააღმდეგ მიღებული პასუხით მძიმე მარცხი განიცადა. ამის ნათელი მაგალითი კი თურქეთის მიმართ ხშირი ცილისმწამებლური განცხადებებია, რათა რეალობას თვალი არ გაუსწორონ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/08/prezidentma-erdog-anma-the-peninsula-st-an-intervius-dros-azerbaijan-somxet-is-konp-lik-ti-sheap-asa-1505187

 

თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020 14:44

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ამის შესახებ -ქართული იტყობინება.

მათი მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ამის შესახებ,  მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/05/t-urk-et-ma-kovid-19-is-vak-c-inis-carmoebast-an-dakavshirebit-mnishvnelovani-cinsvla-ganic-ada-1503287

თურქეთი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს სომხეთთან დაპირისპირებაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2020 12:35

თურქეთი და მისი შეიარაღებული ძალები მზად არიან, მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს სომხეთთან დაპირისპირებაში. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას ჰ. აქარმა განაცხადა, რომ ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს სრულად იზიარებს.
თავდაცვის მინისტრმა ასევე გაიხსენა თურქთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები, რომელმაც სომხეთის ქმედებები დაგმო და განაცხდა, რომ „სომხეთი თვითონ აღმოჩნდება იმ ორმოში, რომელსაც სხვას უთხრის“.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ტოვუზის მიმართულებით სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 13:12

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე თურქული მხარის მოწვევით დაესწრება სტამბოლის საერთაშორისო აეროპროტის გახნის საზეიმო ცერემონიას. 

აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივი შეხვედრა ქ. სტამბოლში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.სამმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე გაიმართება სამი მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი თურქული მხარის მიწვევით, ასევე დაესწრება სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გერმანულმა გაზეთმა ბილდმა თურქეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ″დიქტატორი ერდოღანი″ უწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 17:41

გერმანიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა ბილდმა სათაურით -″დიქტატორი ერდოღანი? ახლა რისი ჯერია?″- სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″ოპოზიციური პოლიტიკოსები შუაღამისას დააკავეს. ქუჩებში ისევ აფეთებების ხმები ისმის. თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. პრეზიდენტ ერდოღანის დიქტატორული ქმედებები დღითიდღე მატულობს″. გაზეთის მტკიცებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ 36 ათასი ადამიანი დააკავეს, რის შედეგადაც ციხეებში ადგილი აღარ არის.
″ვინც მთავრობას აკრიტიკებს აკავებენ. ახლა ქურთების დრო დადგა. შუაღამისას ქურთული ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ თანათავმჯდომარეები სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუქსექდაღი დააკავეს. დემირთაში და იუქსექდაღი შესაძლოა ანტი-ტერორისტული კანონის ფარგლებში ოცდაათი დღის განმავლობაში ადვოკატებთანაც არ შეახვედრონ. ერდოღანმა ქურთებს ომი გამოუცხადა. ″სახალხო დემოკრატიული პარტია″ პარლამენტში 6 მილიონ ამომრჩეველს წარმოადგენს. ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ დეპუტატების დაკავების შემდეგ ქალაქ დიარბაქირში აფეთქება მოხდა, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანი დაშავდა და რვა მშვიდობიანი მოქალაქე (ორი პოლიციელი) დაიღუპა. თურქეთი სამოქალაქო ომთან ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა. ევროპამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.″-ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოს ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი დაიბარა. ჯერ კიდევ ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერდოღანის დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ წითელი ხაზის გავლების დრო მოვიდა.
ერდოღანის შეიარაღებილ ძალები არა მარტო სირიას, არამედ ჩრდილოეთ ერაყსაც თავს ესხმიან. ერდოღანი ISIS-ის ნაცვლად ქურთებს ეომება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დიქტატორის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია თუ ლტოლვილების შესახებ მიღწეული შეთანხმება?″-წერს გაზეთი სტატიაში.
გაზეთი ერდოღანის დიქტატორული ქმედებების ჩამონათვალსაც უთმობს ადგილს: ″თავისუფალი მედია გააქრო, ოპოზიცია გაანადგურა, საგანგებო მდგომარეობა გააგრძელა, ციხეებში პატიმრებს აწამებენ, 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და რექტორები უნივერსიტეტებიდან გამოაძევეს.″
გაზეთ ბილდის მიმომხილველის პროფესორი ერნსტ ელიტზის თქმით, ერდოღანმა თავის ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო.
″ერდოღანმა საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას დარტყმა მიაყენა. ვინც მას აკრიტიკებს ყველა ციხეში მიდის. ერდოღანი ყოველდღე ადამიანის უფლებებს არღვევს. გერმანიას ცილსწამებს. მისი თქმით, გერმანია ტერორისტებს მხარს უჭერს და აქ თურქებს უსამართლოდ ეპყრობიან. სანამ მმართველი ერდოღანი იქნება, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ უნდა გაგრძელდეს. ეს გერმანიის მთავრობამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს. ადამიანის უფლებები და აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მთავარი ქვაკუთხედია. ვინც ამას ომს გამოუცხადებს ტოლერანტობას არ უნდა ელოდოს.″-წერს მიმომხილველი.

წყარო: http://haberdar.com/dunya/alman-bild-gazetesi-diktator-erdogan-mansetiyle-cikarak-erdogan-i-sert-bir-dille-elestirdi-h33415.html

ყირგიზეთის პრეზიდენტი - არავის აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნები თავს მოახვიოს სხვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 16:31

ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაიევმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ყირგიზეთში მყოფმა ფეთულლაჰ გიულენის მომხრეებმა შესაძლოა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, აბსურდი უწოდა.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ერთერთი ჟურნალისტის მიერ მევლუთ ჩავუშოღლუს ვარაუდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ატანბაიევმა შემდეგი პასუხი გასცა: “ეს სრული აბსურდია. თუკი ასეთი ჭკვიანები არიან, რატომ ვერ შეძლეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროულად შემჩნევა და აღმოფხვრა? რათქმაუნდა, ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით ასეთი ტიპის მესიჯებს და შესაბამისად განვიხილავთ მათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არავის აქვს უფლება დაგვაშინოს და ჭკუა გვასწავლოს ასეთ საკითხებში“.

პრესკონფერენციაზე ატანბაიევი აგრეთვე შეეხო თურქეთ-ყირგიზეთს შორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თურქეთი დაეხმარა ყირგიზეთს მისთვის რთულ პერიოდში და რომ ამისთვის ის და მისი ქვეყანა მადლიერებას გამოხატავენ თურქეთის მიმართ, თუმცა, იქვე დასძინა მან, არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვას თავს მოახვიოს საკუთარი პრობლემები და მოთხოვნები. “ყირგიზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. სახელმწიფოები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ უნდა ჩათვალონ, რომ ჩვენ დავთანხმდებით ნებისმიერი სახის მითითებებს გარედან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვესაჭიროება არანაირი დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ გაწეული დახმარებებისათვის, მაგრამ ამასთანავე არ მივცემთ არავის იმის უფლებას, რომ საკუთარი ნება თავს მოგვახვიონ“ - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

კადრები ათათურქის აეროპორტიდან (ფოტორეპორტაჟი)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 00:44

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.  პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

დააწესებს თუ არა თურქეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 10:37

თურქეთის მიერ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი არ ადასტურებს. 

ირაკლი კოპლატაძის განცხადებით,  მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, თურქეთი 89 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს აწესებს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

კოპლატაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდება.  

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც.  მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ის ვერ ხედავს გარემოებას, რის გამოც თურქეთმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო რეჟიმი შეცვალოს. 

ერდოღანი რუსეთს ოპოზიციის დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 16:13

თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაიბურთის მცხოვრებლების წინაშე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში ტერორგანიზაცია DAİŞ-ის მომიზეზებით ლმობიერ ოპოზიციას ბომბავს, რაც ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

ერდოღანმა ასევე თურქეთის მხრიდან ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თურქეთის მხრიდან გადაგმული ნაბიჯი საბრძოლო მოქმედების წარმოების წესების ფარგლებში მოხდა.

”ამ საკითხში თურქეთის სამართლიანობას მსოფლიო აღიარებს, მაგრამ რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ანუ, რუსეთში მიმავალი თურქების უკან გამობრუნება, რეგიონში ჰუმანიტალური დახმარების კოლონაზე განხორციელებული თავდასხმა, თურქი ბიზნესმენების დაკავება და დეპორტი და სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები არასწორი და მიუღებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშება”, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა რუსეთის მხრიდან სირიის სიტუაციაში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: ”თქვენ დამასკოს ყველა მიპატიჟებაზე იქ ჩადიხართ, მაშინაც კი, როდესაც 380 ათასი ადამიანის მკვლელი ასადი გეპატიჟებათ და ამასთან ყოველგვარ დახმარებასაც უწევთ, ნუთუ თქვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გამართლებული გგონიათ? ... პუტინი იძახის ზურგში დაგვარტყესო, თურქ ხალხს მსგავსი ნაბიჯი არავის წინაშე არ გადაუდგია, შეიძლება იყვნენ ისეთები, რომლებსაც, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვა სურდეთ, ამიტომ, მოდით ერთად დავსხდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ, ნუ მივცემთ დაძაბულობის მსურველებს ამის შანსს, ხოლო რაც შეეხება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, თურქეთია სწორედ ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღიად და ნამდვილად ებრძვის მას”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 18:29

თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ თავდასხმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოაწყვეს, სტამბოლში სამდღიანი ვიზიტი შეწყვიტა და ანკარაში დაბრუნდა.

მომხდარის გამო თურქეთის პრემიერ–მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ორი ძლიერი აფეთქება ანკარაში ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობები რკინიგზის სადგურის მახლობლად, ესტაკადაზე ამოქმედდა, სადაც მშვიდობის მარშის მონაწილეები იკრიბებოდნენ.

მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ქურთებსა და თურქეთის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტის დასრულებას მოითხოვდნენ.

გამოძიება ერთ–ერთი ვერსიით, აფეთქებები შესაძლოა, თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური