ჩინეთის ელჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 10:45

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ჩინეთის უამაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის საკითხები, ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ.

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი დინგ ჰაო და ატაშე ჩენ იუძუნი ესწრებოდნენ. თსუ რექტორი და ჩინეთის ელჩი შეთანხმდენენ, რომ ახლო მომავლში ძი იენჩი თსუ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

თსუ-ში თემაზე „კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“ ტრენინგი ჩატარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 12:09
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგი „კონფლიქტების პრევენცია სკოლებში“ ჩატარდა.ტრენინგის ორგანიზატორია თსუ-ის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მიმართულება და კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

"აუდიტორია 115-ის" წევრები მეექვსე კორპუსში რჩებიან

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:42

„აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს არ დატოვებენ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს  მე-6 კორპუსის პიკეტირებას სადღესასწაულო დღეებშიც გააგრძელებენ.

„სამწუხაროდ, განათლების კომიტეტმა უარი თქვა კანონში ცვლილების ინიცირების დარეგისტრირებაზეც კი, არათუ კანონში ცვლილების განხორციელებაზე. შესაბამისად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვებმა ჩვენ გაგვწირეს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მე-6 კორპუსის პიკეტირება, ვიდრე კანონპროექტი არ დარეგისტრირდება," - განაცხადა "აუდიტორია 115-ის" წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:40

როდის დატოვებენ "აუდიტორია 115-ის" წევრები თსუ-ის მეექვსე კორპუსს? - ს დღს გახდება ცნოილი. ახალგაზდებმა უნივერსიეტის შენობა შესაძლა ღეს ატოვონ. შეგახსენებთ,  უკვე ერთ თვეზე მეტია რა მათ მეექვსე კორპუსი ბლოკირებული აქვთ. პარალელურად, კვლავ ძალაში რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. 

საკუთარი ინიციატივები მათ უკვე გადაუგზავნეს განათლების კომიტეტს. მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯერება, ეს 5 იანვარს, კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრაზე გაირკვევა.

თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:32

თსუ-ს მე-6 კორპუსში პროტესტი კვლავ გრძელდება. მოძრაობა  ”აუდიტორია 115-ის” წარმომადგენლების შენობის დატოვებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე  პარლამენტში  5 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა არ გაიმართება. 
„აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლები გუშინ   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ აღნიშნული კომიტეტი გაფართოებულ სხდომას გამართავს, რომელზეც სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივებს წარუდგენენ.

„აუდიტორია 115-ის" წევრებს თსუ-ის მეექვსე კორპუსი უკვე ექვსი დღეა პიკეტირებული აქვთ.  კომიტეტის სხდომის შემდეგ გადაწყდება დატოვებენ თუ არა სტუდენტები მეექვსე კორპუსს. 

თსუ-ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები „აუდიტორია 115-ის“ მიერ მე-6 კორპუსის პიკეტირებას გააპროტესტებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2016 09:56

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები დღეს კონტრაქციას გამართავენ და „აუდიტორია 115-ის“ მიერ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას გააპროტესტებენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლების აღნიშნული ქმედებით სასწავლო პროცესს ხელი ეშლება, რის შედეგადაც მეექვსე კორპუსის სტუდენტები ზარალდებიან. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები მიიჩნევენ, რომ „აუდიტორია 115-ის“ პროტესტი კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება და ის შედეგს ვერ გამოიღებს. კონტრაქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან 11.00 საათზე შეიკრიბებიან. სტუდენტების განცხადებით, ისინი „აუდიტორია 115-ის“ წევრებთან შეხვედრასა და მათთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ, რათა მათ უნივერსიტეტის აღნიშნული კორპუსის პიკეტირება შეწყვიტონ.

თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თსუ-ის რექტორს მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 11:19

უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება ამ დრომდე გრძელდება. აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შენობაში არიან გამაგრებული.უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის რექტორს და უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პროცესი.ბახვა კვირიკაშვილის ინფორმაციით, აუდიტორია 115-ის წევრები შენობაში შეჭრას და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების გზით არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.

 

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 10:58

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 
როგორც თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა განაცხადა, საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. 
ეგნატაშვილის თქმით, თსუ-ს მე-6 კორპუსში, სადაც ამჟამად „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები არიან და აქციას მართავენ, არც ერთი საარჩევნო უბანი განთავსებული არ არის, ასე რომ მათი პროტესტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის. 

სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი. 

თსუ-ში 25 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 13:15

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი თვითმმართველობა ეყოლება. თსუ- ში 25 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, სადაც 140 დელაგატს აირჩევენ.   

ამ დროისთვის, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო კომისიაში174 განაცხადია შესული. 

ცვლილებები თსუ-ში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 12:24

 ცვლილებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია. უნივერსიტეტის რექტორმა ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ახალი მოადგილე წარადგინა

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური