"ძალიან ობიექტური განცხადება გააკეთა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა"-გოგი თოფაძე პრემიერის განცხადებაზე
პარლამენტმა გოგი თოფაძის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა დაასრულა
პარლამენტმა "მრეწველთა" ლიდერის, გოგი თოფაძის იმ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა დაასრულა, რომლის მიღების შემდეგ, დეპუტატს პარლამენტის დატოვება აქვს დაანონსებული. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს მთელი ტერიტორიის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებასა და ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. პროექტი, სავარაუდოდ, დღესვე დადგება ბოლო კენჭისყრაზე.რაც შეეხება გოგი თოფაძის მიერ ვადაზე ადრე პარლამენტის დატოვების საკითხს და ამის კავშირს "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონთან, აღნიშნულთან დაკავშირებით თოფაძემ გასული წლის 6 ნოემბერს, შემდეგი შინაარსის სპეციალური წერილობითი განცხადება გაავრცელა:
"კოალიცია "ქართული ოცნება" ერთი ნიშნით ჩამოყალიბდა: თავიდანვე არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა არ გააჩნდათ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებდა მთავარი - კოალიციის შემქმნელის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი, რწმენა, რომ სწორედ მისი თავკაცობით და მასთან ერთად მოვახერხებდით იმჟამინდელი ხელისუფლების მოცილებას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც. ჩვენ გვაერთიანებდა უპირობო მზადყოფნა, ქვეყანაში არსებული, უკვე სრულიად აუტანელი არაადამიანური, შეიძლება ითქვას საკუთარი მოსახლეობისადმი მტრობით გაჟღენთილი ვითარება ერთხელ და სამუდამოდ შეგვეცვალა და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, კვლავაც ამ მზადყოფნის ერთგული ვრჩები. არც დავმალავ, რომ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე.
ლევან ბერძენიშვილი გოგი თოფაძეზე
უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით დატოვებს თუ არა გოგი თოფაძე კოალიციას კვირის ბოლოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა.სხდომის მთავარი მოლოდინი კოალიციაში არსებული დაპირისპირების მოგვარებაა.
მათი თქმით, არჩევნებზე კოალიცია სავარაუდოდ სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. პოლიტს საბჭოს სხდომის გამართვამდე რესპუბლიკელები კომენტარებისგან თავს იკავებენ.
„თოფაძისადმი დავკარგე ინტერესი,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, მიუხედავად არსებული უსიამოვნო მომენტებისა, კოალიციას დაშლა არ ემუქრება.
მეჭიაური რესპუბლიკელები-თოფაძის დაპირისპირებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის თქმით, ის ემიჯნება როგორც გოგი თოფაძის ასევე „რესპუბლიკელების“ მხრიდან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მეჭიაურის თქმით კოალიციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა საჯაროდ განხილვის საგანი არ უნდა გახდეს და ეს კოალიციის წევრებმა დახურულ ფორმატში უნდა განიხილონ:
„ასეთი საკითხები ასე ღიად, ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე არ უნდა იხილებოდეს, ალბათ სჯობს ეს დახურულ ფორმატში განიხილონ და თვითონ ფრაქციები ჩამოყალიბდნენ რამდენად იზიარებენ თავის თანაპარტიელების განწყობას, ორივე მხრიდან წამოსულ შეურაცხყოფას ვემიჯნები“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, მისი თქმით შეურაცხმყოფელი იყო თინათინ ხიდაშელის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არც კი ახსოვდა გოგი თოფაძე იყო თუ არა პარლამენტში.
თინა ხიდაშელი გოგი თოფაძის ბრალდებას ეხმაურება
გარემოს დაცვის მინისტრი, გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება
გოგი თოფაძე მის მიერ გაკეთებული სკანადალური განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს
საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად გამორიცხავს მმართველი გუნდი
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა
გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქცია მოყვა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები თოფაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და ახსენებენ რომ დაუნი იყო მეცნიერი, რომელმაც დაასკვნა, რომ ქრომოსომების რაოდენობა იწვევს დაუნის სინდრომს და ეს სიტყვა არ შეიძლება სალანძღავად იყოს მოხსენიებული. აქციის მონაწილეთა განცხადებით პარლამენტარისგან მსგავსი სიტყვების წარმოთქმა შეურაწმყოფელია. საპროტესტო აქციას ირაკლი კაკაბაძეც შეურთდა, რომელიც ანალოგიურად გოგი თოფაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
თოფაძის განცხადებაზე არასამთავრობოების პროტესტი - ისინი პარლამენტთან იკრიბებიან
გოგი თოფაძის განცხადება და სამოქალაქო სექტორის პროტესტი. ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან იკრიბებიან.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატმა იმავე ტრიბუნიდან უნდა მოიხადოს ბოდიში, სადაც მან განცხადება გააკეთა. ასევე იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომ თოფაძეს შეუჩერდეს სადეპუტატო მანდატი.
ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის, გოგი თოფაძის თქმით, პრეზიდენტმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას".