საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 აგვისტო 2019 12:47

დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 18 თებერვალი 2018 13:26

თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

ეჭვიანი ცოლის გამო Qatar Airways-ის თვითმფრინავი ინდოეთში ავარიულად დაეშვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 23:20

ირანელმა ქალმა Qatar Airways-ის ლაინერით მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა, მისი საქციელის გამო კი მფრინავები იძულებულები გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. ამის შესახებ News.com.au წერს. 

თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალის მიმართულებით ასრულებდა. ქალი ბორტზე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

მედიის ცნობით, ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.

ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 12:23

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ჩრდილოეთ კვიპროსისკენ მიფრინავდა, ტექნიკური პრობლემების გამო უკან დაბრუნდა, ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

ათათურქის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 15:18

სტამბოლში, ათა-თურქის აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ყაზახურ ლაინერს დაეჯახა. მედიის ცნობით, ყაზახური ავიაკომპანია Scat-ის თვითმფრინავსა და თურქულ ლაინერს შორის შეჯახება  ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოხდა.

შედეგად Turkish Airlines-ის თვითმფრინავი დაზიანდა. ამის გამო რეისი გადაიდო და 286 მგზავრი სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს. 



სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 ივნისი 2017 11:37

კომპანია ,,ატლას გლობალის“ რეისი სტამბოლი-თბილისი რამდენიმე საათიანი დაგვინებით შესრულდა. ამის მმიზეზი უამინდობ იყო. როგორც მგზავრები ჰყვებიან, თვითმფრინავს მეხი დაეცა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ლაინერმა ვერ შეძლო ამღალ ფრენაზე ასვლა და ისევ სტამბოლში დაეშვა.

ავია კომპანიის გადაწყვტილებით მგზავრები სტამობილიდან თბილისში სხვა თვითმვრინავით გამოამგზავრეს.

მიანმარის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 116 ადამიანია, რადარებიდან გაქრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 15:43

მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 105 მგზავრი და 11 ეკიპაჟის წევრი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებს მიიკს და იანგონს შორის დაიკარგა, ამ დროისთვის თვითმფრინავის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ბორტზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

პაკისტანელმა პილოტმა საჭე სტაჟიორს გადასცა და თვითონ დაიძინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 მაისი 2017 02:41

ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის უფროსმა პილოტმა ფრენის დროს, თვითმფრინავის საჭე სტაჟიორს გადააბარა და თვითონ დასაძინებლად გავიდა. ამის შესახებ გამოცემა Dawn-ი წერს.

ინციდენტი 26 აპრილს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. თვითმფრინავი რეისს, ისლამაბადიდან - ლონდონში ასრულებდა. ბორტზე 205 მგზავრი იმყოფებოდა.

ამირ ახტარ ჰაშიმი პაკისტანური პილოტების ასოციაციის (PALPA) პრეზიდენტი იყო. იმის ნაცვლად, რომ სტაჟიორებთან სწავლების კურსი გაევლო, მან კაბინიდან გასვლა არჩია და მგზავრების ერთ-ერთ სკამზე დაიძინა. ახალბედა თვითმფრინავის სამართავად დარჩა, რაშიც მას მეორე სტაჟიორი ეხმარეობოდა.

მძინარე კაპიტანი ბიზნეს კლასის ერთ-ერთმა მგზავრმა ნახა და ამის შესახებ ბორტგამცილებელს აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიას თავიდან კაპიტნის დასჯა არ სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

„თურქეთის ავიახაზებს“ არ ეკუთვნოდა სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა ყირგიზეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 13:46

„ ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტიდან ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გამოფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია  TC-MCL, ხოლო ექსპლუატაციას უწევდა  ავიაკომპანია ACT,

ავიაკატასტროფა განიცადა ბიშკეკთან ახლოს, დაახლოებით  01:40UTC  საათზე.

გაცნობებთ, რომ არც თვითმფრინავი და არც ეკიპაჟი “Turkish Airlines”- ის არ ეკუთვნის.

 

“Turkish Airlines”-ის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

თვითმფრინავით, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ბრაზილიელი ფეხბურთელები და ჟურნალისტები მგზავრობდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:49

უბედური შემთხვევა კოლუმბიაში. თვითმფრინავი, რომელიც ბოლივიიდან მედელინის აეროპორტისკენ მიემართებოდა კატარსტროფა განიცადა. რადარებიდან რიო ნეგროს თავზე გაქრა.  BBC Mundo-ს ცნობით, ბორტზე, 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  თვითმფრინავით  ბრაზილიის საფეხბურთო გუნდ „შაპეკოენსეს“ 27 ფეხბურთელი და ჟურნალისტები მგზავრობდნენ

 

 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური