ქართველი ემიგრანტი გოგო, რომლის დედამაც იტალიაში თავი მოიკლა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 11:41

იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის, თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი საქართველოში 26 მაისს ჩამოსვენეს და ის ჩოხატაურში დაკრძალეს. გარდაცვლილის ქალიშვილი იტალიაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სასამართლოს მედიატორი და თარჯიმანი ნინა რურუა აქვეყნებს.

"იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის თეა ნიკოლაიშვილის ცხედარი დღეს ოჯახმა საქართველოში მიიღო. ასოციაციის სახელით, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.

აქვე მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთა ინტერესი არ ცხრება და ისევ მიმდინარეობს ათასნაირი ინფორმაციის მცდარი ინტერპრეტაცია.

დაკავებული გოგონა, , სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ იქნა და საღამოს საათებში მან დატოვა საპატიმრო. მაგრამ იმის გამო, რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, გადაყვანილია სადეპორტოში, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისთვის.

უბრალოდ თხოვნაა, ახლა მაინც შევიკავოთ თავი მცდარი ვერსიებისგან და ინფორმაციისგან", _ წერს ნინა რურუა.

ქართელმა ემიგრანტმა, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილმა იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 12:59

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში 15 წლის ბიჭმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მოზარდი ჩამომხრჩვალი ამ დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს. 
 როგორც გარდაცვლილის მეზობლები ირწმუნებიან, თვითმკვლელობა კომპიუტერულ თამაშს არ უკავშირდება. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

ოჯახის ინფორმაციით, სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 13:16

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ წერილი დატოვა. ოჯახი წერილს ასაჯაროვებს. 

სამგვერდიან წერილში ზაზა (ჯემალ) ართმელაძე როგორც „არმაზში“ ორი წლის დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელია ამ ყველაფრის ატანა.

InterPressNews.Ge„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.

ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ“ - წერს ზაზა ართმელაძე და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. 

მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.

ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა. 

ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 16:39

ბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა. 

დაუზუსტებელი ცნობით, მან თავი ჩამოიხრჩო. 

როგორც მეზობლები ყვებიან, 2013 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო შემდეგ ისევ აღადგინეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

რა წერილი დაუტოვა ბანკს 44 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 15:01

44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა.  წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა. “პატივცემულო “რესპუბლიკა ბანკის” წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი… თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის”,- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

გარდაცვლილის ბიძაშვილი შალვა ხოსრუაშვილი:

– უთქმელი კაცი იყო, არ ლაპარაკობდა თავის პრობლემებზე. თურმე ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ამის შესახებ ერთი თვის წინ მითხრა. რაც შემეძლო ვეხმარებოდი. მაღაზია ჰქონდა სანზონაში, სადაც საგადასახადო შევიდა და 60 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს, სესხი აიღო ბანკიდან, მაგრამ გადახდა ვეღარ მოახერხა. მიკროსაფინანსოს ვალებიც ჰქონდა, დოლარი რომ გაძვირდა ას დოლარზე ასი ლარით ზედმეტის გადახდა უწევდა, ადგა და თავი მოიკლა. ვეღარ გაუძლო პრობლემებს. ორი შვილი ობლად დატოვა 77 წლის მამასთან, საიდან უნდა არჩინოს ამ კაცმა ბავშვები. ცოლი ემიგრაციაში ჰყავს, სადაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.
– როდის მოიკლა თავი?
– ბოლოს 6 დეკემბერს ველაპარაკე, 7 დეკემბერს ტელეფონი გამორთო, 6 დღე ვეძებდით, პოლიციაც გვეხმარებოდა, მანქანა ეზოში ჰყავდა დატოვებული… მამამისმა გადაწყვიტა ავტოფარეხში შეეყვანა ავტომობილი და როცა შევიდა იქ ნახა გარდაცვლილი, თავი ჩამოიხრჩო. მანქანაში წინა სავარძელზე წერილი ჰქონდა დატოვებული, სადაც ბანკს სთხოვს მისი შვილები სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს. ვერ ვეუბნებით მამამისს, ეს სახლიც დაკარგულია უკვე, ვცდილობთ ბანკთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ოჯახი ღია ცი ქვეშ რომ არ დარჩეს, მამამისმა თუ გაიგო სახლის ამბავი ალბათ თვითონაც იგივეს გააკეთებს. ფაქტობრივად, მშიერი დარჩა მთელი ოჯახი, ლუკმა-პურის გარეშე, განადგურდა ყველა, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა ამ მდგომარებამდე მიგვიყვანა. ერთი შვილი აბიტურიენტი ჰყავს, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას არ ვიცი. ვისაც შეუძლია ყველას ვთხოვთ, ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს და არ გაწიროს ოჯახი ქუჩაში დარჩენისთვის.

წყარო: ambebi.ge

თვითმკვლელობა ლაგოდეხში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 12:19

ლაგოდეხში ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 13:21

ომბუდსმენი არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 9 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლის საფუძველზე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმისწარმოება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის განახორციელონ მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია და განსაკუთრებულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. მაგალითად, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი თავის N13 ზოგად კომენტარში (ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უფლების შესახებ) ბავშვთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც არასრულწლოვანთა სუიციდის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს. ამასთან, კომიტეტმა როგორც 2008 წლის დასკვნით შენიშვნებში საქართველოს მიმართ და თავის N15 ზოგად კომენტარში (ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი შესაძლებელი სტანდარტით სარგებლობის შესახებ), ხაზი გაუსვა სუიციდური ქცევების პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობას და ამ კუთხით შესაბამისი ზომების მიღებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა – მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის პრევენციის მიმართულებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას". ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

კამერუნში თავი ორმა თვითმკვლელმა გოგომ აიფეთქა-არის მსხვერპლი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 29 ნოემბერი 2015 14:10

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა კამერუნის ჩრდილოეთით მომხდარი 2 ტერაქტის შედეგად.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით ერთმა მცირეწლოვანმა გოგონამ თავი მარაზიაში აიფეთქა, ხოლო მეორე ერთერთ ოჯახს დაესხა თავს.

ორივე გოგონა ნიგერიაში მოქმედ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების "ბოკო ჰარამის" წევრები იყვნენ, რომელიც ნიგერიაში მოქმედებს და ხშირად აწყობს ტერაქტებს კამერუნის ჩრდილოეთ რეგიონებში.

 

 

თელავში 33 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 14:47

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა 33 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცმა თელავში თავი ჩამოიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მან თავის მოკვლა მანამდეც სცადა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

 მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენა, ჩვენი სარწმუნოების შეურაცხყოფაა-პატრიარქი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 01 ნოემბერი 2015 15:43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენას მკრეხელობას უწოდებს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

"არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან", - აღნიშნა პატრიარქმა. 

შეგახსენებთ, სკანდალური ნახატი "თვითმკვლელი ღვთისმშობელი" ილიაუნიში ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, 2 საათის მანძილზე იყო გამოფენილი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური