თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 11:55

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები  გათავისუფლდნენ.  

ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპვეს. ოთხი წლის შემდეგ საქმეზე გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია დააკავეს და უვადო პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით მათ სასჯელი შეეცვალათ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გასული წლის ნოემბერში პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები "თელასის" მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 13:43

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ სასწავლო და შემეცნებითი კურსების შემცველი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან იმ უწყებების და კომპანიების მუშაობას, რომლებთანაც არქიტექტურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს.

"თელასს" 30-მდე ახალგაზრდა ეწვია და ადგილზე გაეცნო კომპანიის მუშაობის სპეციფიკას. მათ მოინახულეს "თელასის" ცენტრალური ოფისი, სადისპეჩერო და ქვესადგური "მთაწმინდა".

"კომპანია "თელასი" ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდა თაობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე" - განაცხადა სს "თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

ათობით ოჯახი "თელასის" წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 09:54

ათობით ოჯახი თელასის წინააღმდეგ. გურამიშვილის გამზირის 39ა-ში მცოხვრებლები თბილისის ელექტროენეგიის სადისტრიბუციო კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, რამდენიმე საათიანი ავარიული გათიშვის შემდეგ თელასმა აბონენტებს დენი, ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტი ძაბვით მიაწოდა. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ქსელში შეერთებული, თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდათ.

თელასში განმარტავენ, რომ სპეციალური განყოფილება საკითხის შესწავლას დღეიდან იწყებს და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება აბონენტთა პრეტენზიები, ზარალი ანაზღაურდება.

თუ კომპანია თანხის გადახდაზე უარს იტყვის, გურამიშვილის 39ა-ში მცოხვრებლები სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ.

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივლისი 2016 12:17

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია ”თელასში” აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოების ჩატარებაა. 
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და წერნაკის ქუჩების მცხოვრებლებს. 
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის და ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, პიკასოს, ჟღენტის, ნუცუბიძის, ამაშუკელის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 11:13

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.  აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
საბურთალოს რაიონში საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, აწყურის, ძევერის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი - თელავის და გუთნის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის შესახვევის, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის IV კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - ნათქვამია განცხადებაში. 

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 14:00

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.   აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
ვაკის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, მამისაშვილის და ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, გოგოლის, კონსტიტუციის, თვალჭრელიძის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, კომკავშირის ხეივანი, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკის, ასათიანის, ქიქოძის, ვაჩნაძის, პუშკინის, მანჯგალაძის, ფურცელაძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ტარიფების ზრდა და გრაფიკი ჩვენ ქვეყანას აღარ ემუქრება- ილია ელოშვილი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 09:52

არანაირი გრაფიკები და ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის- - ეს განცხადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა.
როგორც ელოშვილმა განმარტა, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება არის გარანტია იმისა, რომ "გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს".
"ტარიფების ზრდა პირდაპირ ლარის კურსის ზრდით იყო გამოწვეული და ამაში ორი აზრი არ არსებობს. გვესმის, რომ ამან ჩვენს მოსახლეობას სოციალურად სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები ხელოვნურად რომ დაგვეჭირა, ან მთლიანად სუბსიდირების კუთხით წავსულიყავით, ეს სისტემაზე ძალიან უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც დღესდღეობით არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთივე ზამთარი, როგორიც გადავიტანეთ წინა წელს. ყველა სადისტრიბუციო კომპანიის ტარიფები დამტკიცებულია 2015 წლის ჩათვლით. ამიტომ მათი გადახედვა უკვე აღარ მოხდება და ამას ისინიც შეგუებულები არიან. შემდგომში შევხედავთ, რა რეალობა გვექნება უკვე 2015 წლის ბოლოს", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. 
რაც შეეხება ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, ელოშვილის განმარტებით, როგორც ხელშეკრულებების, ასევე ინფრასტრუქტურული, რეაბილიტაციისა და მომზადების კუთხით, ყველა ობიექტი მზად არის. 

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 11:09
დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “ნიუსდეის” “თელასიდან აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფირდოუსის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის და მუკუზნის შესახვევის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის და ივერიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვედა მელითონეთა დასახლების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის მასივის “დ” ქუჩის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სარაჯიშვილის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 11:26

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ჩუღურეთის, ნაძალადევის, დიდუბის, ისნის, საბურთალოს და კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გორგასლის, ენუქიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 11 საათიდან 16 საათამდე პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, ტაშკენტის, ბახტრიონის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ლუბოვსკის, სანერგის და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.

11 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგია სამრეწველოს დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ქობულაძის, ჩოჩუას და ბუცხრიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.

ელექტრომომარაგება 12 საათიდან 14 საათამდე პუშკინის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლესელიძის, კოტე აბხაზის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:03

კომპანია "თელასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  სხვადასხვა დაგეგმილი სამუშაოების  ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: I და II ხეივნის და დიდი ხეივნის II, III ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, იმერეთის, გრუზინსკის, ჯავის და მოლოკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, საექიმოს გასასვლელის, სამხედრო ქალაქის, ნავთლუღის, ბაბისხევის, ჟონეთის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ქაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური