საქართველოს ისტორიული ქალაქები ერთმანეთს ურბანული კონსერვაციის გამოცდილებას უზიარებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:18

28-29 მარტს საქართველოს ეწვივნენ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ურბანული კონსერვაციის ექსპერტები. ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ქალაქში (თბილისი, სიღნაღი, თელავი, დუშეთი) უკვე განხორციელებული ურბანული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ჩაატარეს კონსულტაციები ურბანული რეაბილიტაციის მენეჯმენტის, პრაქტიკის და განათლების გაუმჯობესების საკითხებზე.
ამ ვიზიტმა შექმნა სხვადასხვა ისტორიულ ქალაქებს შორის გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა. მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს თელავში, რათა განეხილათ გასული წლების განმავლობაში თელავში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დადებით და უარყოფითი მხარეები.
დუშეთის გუბერნატორთან შეხვედრის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტმა, პროფესორმა იუკა იოკილეტომ ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაგეგმვაში, რაც წარმატებული რეაბილიტაციის ძირითადი პირობაა. გარდა ამისა, თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიების (COMUS) ადგილობრივი გუნდმა წარმოადგინა საკუთარი მეთოდოლოგია და დაგეგმილი ღონისძიებები.

წყარო: http://www.euneighbours.eu

განათლების მინისტრმა თელავის ორი სკოლა მოინახულა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 17:29

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თელავის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები მოინახულა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

თელავში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 15:27

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

• შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო ადგილებზე;

• საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო რესურსები;

• უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება;

• მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 - ორგანიზაციული საკითხები;

• კანონმდებლობიდან გამომდინარე დამაბრკოლებელი გარემოებები პროფესიულ და აკადემიურ პროგრამებთან მიმართებით. პრობლემები ინსტიტუციური განვითარების კუთხით;

• არაავტორიზებული დაწესებულებები და იურიდიული პირები განათლების სფეროში, გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოწვევები განათლების ერთიანი სისტემის განვითარების კონტექსტში;

• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული აქტების მოქმედების შესახებ სახელოვნებო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

• საგანმანათლებლო პროგრამაში სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ვალდებულება. საგანმანათლებლო პროგრამაში სამაგისტრო ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

ძლიერმა ქარმა თელავის მოსახლეობა დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:02

სტიქია კახეთში. ძლიერმა ქარმა თელავში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. 

ძლიერმა ქარის შედეგად, ელექტოგადამცემი ხაზები დაზიანდა, რის გამოც ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში, ელ. ენერგიის  გარეშე იყო დარჩენილი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 17:33

თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 
დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს. 
მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს. 
„თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ფორმატში, წევრ მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით, რომ სივრცითი ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით მოხდეს ელექტრონული სერვისების დანერგვა. ჩვენთან აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი მექანიზმები დაეხმარება მათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოემსახურონ, ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან იღებენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხმაური თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 17:04

თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. დაპირისპირება დაკავებულის მშობელბსა და მანდატურებს შორის მოხდა. ხმაური პროცესზე ოჯახის წევრების არშეშვებამ გამოიწვია.დაკავებულის მშობლების განცხადებით,  მათ შვილებს პოლიცილები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტის დროს დაზიანდა სასამართლოს ინვენტარი. მოგვიანებით კი მოსამართლემ მშობლების პროცესზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

27 თებერვალს თელავის ერთ ერთ კაფეში ახალგაზრდებსა და პოლიცილებეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბრალდების მხარე მათ პოლიცილებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება.

ამ წუთები თელავის რაინულ სასამართლოში დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

“ნაცემები არიან სასტიკად. სასტიკად აწამეს. ორი ღამეა, აწამებენ. შიგნით 30 პოლიციელია და ჩვენ არცერთი არ შეგვიშვეს შიგნით. არ გვიშვებენ იმიტომ, რომ დანგრეულები არიან, ადამიანებს აღარ გვანან. მალავენ. აბა, როგორ შეიძლება, პროცესზე მარტო პოლიცია იყოს და მშობელი არ ესწრებოდეს,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მშობელმა.  

თელავში გაზის ტარიფი 11 თეთრით ძვირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 თებერვალი 2016 16:00

თელავში გაზის ტარიფის ზრდის შეჩერების მოთხოვნით ნაციონალურმა მოძრაობამხელმოწერების შეგროვება სოფელ აკურადან დაიწყო. პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს. დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტს აპირილიდან ტარიფი 11 თეთრით უძვირდება.

“ენერგეტიკის მინისტრი არ აპირებს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კომპანია ვისოლთან ერთად და თელავის მოსახლეობას გაზს გაუძვირებს 11 თეთრით. ჩვენ დღეს დავიწყეთ სოფელ აკურაში ხელმოწერების შეგროვება, დღევანდელი დღიდან მოვედებით მთლიანად მთელს რაიონს, ქალაქ თელავს და ამ ხალხის პროტესტს მივიტანთ საქართველოს მთავრობამდე რადგან შეწყვიტონ ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.

თელავში ყაჩაღობა მოხდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 14:26

წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა თელავში. ჭავჭავაძის ქუჩაზე ვახტანგიშვილების საცხოვრებელ სახლში ორი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და თანხა გაიტანეს, თანხის კონკრეტული ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მეზობლების თქმით, ხნიერი ქალი მძარცველებმა დააბეს, ქმარმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა კი ინსულტი მიიღო, შედეგად ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამმართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

თელავში ხვალისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 15:44

თელავში ხვალისთვის დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი საახალწლო კონცერტისა და სხვა ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. 


ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:33

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ავტომობილს მართავდა.

როგორც „ნიუსდეის“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური