23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020 12:29

ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ტელევიზია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.

ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ახლობლების თქმით, ოჯახს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე არ შეხმიანებიათ.

ბაჩალიაშვილის ახლობლები დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში წავლას აპირებდნენ, რათა სამძებრო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. 

ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა წაღებული.

წყარო: https://mtavari.tv/news/11135-23-clis-programisti-tetricqaros-tqeshi

თეთრიწყაროსა და მარნეულში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:24
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება. სოფლებში - ასურეთსა და ალგეთში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ორივე პროექტისათვის ერთობლივად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საბავშვო ბაღები 200 - მდე ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობის პროცესი ქვემო ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 15:16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება 1800 ოჯახს გაუუმჯობესდება და მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათიანი გრაფიკით მიიღებს. 

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 1500 და 600 ტონიანი ორი რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება საქლორატოროს. დაგეგმილია 23,5 კმ მილსადენის გამოცვლა, 1,5 კმ -ზე კი ჩაიდება სრულიად ახალი მილსადენი. ასევე, მოხდება 730 აბონენტის გამრიცხველიანება. 

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 379 976,49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 30-დან 40 ადამიანამდეა დასაქმებული. პროექტი 2016 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური