ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 18:02

ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

ბრიტანულ - ქართული კოპროდუქციის პრემიერა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:08

19 ნოემბერს  ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ - ქართული კოპროდუქციის პრემიერა შედგება. სპექტაკლს დგამს ბრიტანული კომპანიის - „On The Run“ - სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი დევიდ რალფი, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ინტენსიურად მუშაობს. სპექტაკლის ჩვენება  ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით  ფრიად წარმატებული და მნიშვნელოვანი     აშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება.

სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ თანამედროვე ბრიტანული დასის „On The Run“ რეპერტუარშია და ამ დასის წევრის ჰანამოსის რეალურ ამბავს გადმოგვცემს. ამასთან შესრულება ხორციელდება სიტყვების გარეშე ანუ ეს არის „ახალი სიტყვა სიტყვების გარეშე“.

სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლისაგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა და კრიტიკოსთააღფრთოვანება დაიმსახურა. „The Times“-ის მთავარმა თეატრალურმა კრიტიკოსმა დომინიკ მაქსველმა სპექტაკლი ხუთივარსკვლავით შეაფასა და „შესანიშნავი დებიუტი“ უწოდა.

სწორედ ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სპექტაკლს და ბათუმის დრამატული თეატრის  მსახიობებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მუშაობენ.

ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელსბრიტანული და ქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლის პრემიერა შედგა: ბათუმის სახელმწიფომუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, ხოლომოგვიანებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის „ზამთრის ზღაპარი“.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი სპექტაკლი შეუწყობს ხელს მნიშვნელოვანი      აშემსრულებლო  ხელოვნების  მხარდაჭერის პროგრამის“  პარტნიორების ერთობლივ მიზანს - საქართველოს, კერძოდ აჭარის და დიდი ბრიტანეთის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობას, უშუალო და პირდაპირ თანამშრომლობას ამ ორი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუციებს შორის.

სპექტაკლის შესახებ

„ცხოვრება გრძელდება“  არის ბრიტანელი რეჟისორების დეივიდ რალფისა და ჰანა მოსის პიესა. სპექტაკლის  პრემიერა 2014 წელს ედინბურგის ფრინჯის ფესტივალზე გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლმა გასტროლებით მთელიბრიტანეთი მოიარა. ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში   სპექტაკლის ქართულენოვან ვერსიაში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები.

 რეჟისორები არიან დეივიდ რალფი და ჰანა მოსი.

სპექტაკლში მოთხრობილ ამბავს საფუძვლად უდევს ჰანას რეალური ისტორია. ჰანას მამა  ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, როცა ჰანა 17 წლის იყო.  წარმოდგენაში არ არის ისმის საუბარი. მსახიობები თავიანთ სათქმელს ან დაფაზე წერენ, ან ფიზიკურად და ვიზუალურად გამოხატავენ. მიზეზი იმისა თუ რატომ არ ვლაპარაკობთ მთელი წარმოდგენის განმავლობაში გახლავთ ის, რომ გვინდა ვაჩვენოთ  რამდენად ძნელია დანაკარგზე საუბარი. ამით გვსურს უფრო მეტად ჩავწვდეთ მწუხარების ნამდვილ  ბუნებას.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ეს წარმოდგენა  2015 წელს ბრიტანეთის საბჭოს ედინბურგის შოუქეისზე ნახა.  სპექტაკლის  ქართულენოვანი ვერსია განხორციელდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი ,,აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, რომლის მიზანია აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების  სფეროს პროფესიულ დონის ამაღლების და საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს  შორის შემოქმედებითი       კავშირების ხელშეწყობა. 

ქართული თეატრი 2015 წელს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 17:45

2016 წლის 16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია და საუკეთესო ხუთეულების გამოვლენა 9 ნომინაციაში.უკვე მეხუთე წელია თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი ერთი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, თეატრის მხატვრებს, ასევე ადგენს თეატრების და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს განვლილი ერთი წლის მაგალითზე.კვლევა დიდი პოპულარობით სარგებლობს თეატრის მოღვაწეებს შორის, რომელიც ემსახურება თეატრებისა და თეატრის მოღვაწეების მოტივაციის ამაღლებას, წახალისებასა და კონკურენციის გაზრდას.

ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:48

ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება,სპექტაკლს კი მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად  სამი საპრემიერო ჩვენება გაიმართება : "გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება. "- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ახალ წელს ახალი შენაძენით შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 12:59

ახლახან მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში  ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ახალი მანქანაა გამოსახული, წითელი ფერის „მერსედესი“. როგორც შევიტყვეთ, ნინო გამოცდილი მძღოლია ,მსახიობი მანქანას 19 წლიდან ატარებს.ნინო გაჩეჩილაძემ მანქანის ტარება მამის მანქანაზე ისწავლა შემდეგ კი საკუთარი ავტომობილიც შეიძინა. 

რუსთაველის თეატრში მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით წარმოდგენა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 14:22

მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით, რუსთაველის თეატრში წარმოდგენა მიმდინარეობს. "ჩემი მძევალი ანგელოზები" - ასეთია სპექტაკლის სახელწოდება, რომელშიც, მსჯავრდებულებთან ერთად, პროფესიონალი მსახიობიც მონაწილეობს. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენიტენციური დაწესებულების გარეთ იდგმება წარმოდგენა. ღონისძიებას უწმინდესი, პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მსჯავრდებულები ესწრებიან. 

„ბედისწერის თეატრი“ - გოდერძი ჩოხელი ახმეტელის თეატრის სცენაზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 15:04

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 2 ოქტომბერს, 20 საათზე,35 - სეზონი პრემიერით იხსნება, სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით პირველად დაიდგა ქართულ თეატრში. „ბედისწერის თეატრი“ ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა განახორციელეს. (ინსცენირება საბა მეტრეველისა)

ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძიჩოხელიგუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან, ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას.

2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა, თეატრის ფოიეში გაიხსნება ფოტოგამოფენა - „გოდერძი ჩოხელი გადასაღებ მოედანზე“ - ფოტოები , აფიშები უნიკალური ავტოგრაფებით და ახმეტელის თეატრის მაყურებელს მთელი სეზონის განმავლობაში მისი დათვალიერების საშუალება ექნება.

 

დღეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 11:19

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დღეს, თბილისის მე-7 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, 18:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "გილგამეში", ხოლო 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს "ქალაქი" იხილავს.

"კომპოზიტორ ტომას კრჟიჟანოვსკის მიუზიკლი "გილგამეში", რომელიც პოლონური თეატრის "ქორეას" მიერ იქნება წარმოდგენილი, უძველესი ეპოსის ორიგინალური, მუსიკალური ვერსიაა. ეს არის ეპიკური პოემის - "გილგამეშის" მიხედვით შექმნილი პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებულია მივიწყებული აქადური ენის ხმოვანებით და ძველი შუმერების იდუმალებით მოცული კულტურით. წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი ისმენს ლეგენდარული მეფის - გილგამეშის ამბავს, რომელიც ცდილობს ამოიცნოს უკვდავების საიდუმლო. ნაწარმოებში თანამედროვე მუსიკის ელემენტები ერწყმის ახლო და შორეული აღმოსავლეთის მუსიკალურ ტრადიციებს. პოლიფონიური კომპოზიციები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ მითიურ სახეებს, რომელთაც მაყურებელი შორეულ და მივიწყებულ სამყაროში გადაყავთ - სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ სავსეა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებით.

რეჟისორ ამიტ ულმანის სპექტაკლი "ქალაქი" პირველი ებრაული მიუზიკლია, რომელშიც ებრაული რეპ მუსიკაა გამოყენებული. სპექტაკლი დეტექტივ ჯოს ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც სარა ბენეტი დაიქირავებს თავისი დაკარგული დის მოსაძებნად. მიუხედავად კრიტიკოსთა რადიკალურად განსხვავებული შეფასებებისა, ეს არის უწყვეტი მუსიკალური რბოლა სცენაზე, რომელიც მუსიკალურად ვიქტორ ჯონსონის ანსამბლმა შექმნა", - აცხადებენ კულტურისა დაძეგლთა დაცვის სამინისტროში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი სხვადასხვა თეატრში იხილავს ებრაულ, გერმანულ, ლიტვურ, ბრიტანულ, რუმინულ, პოლონურ, რუსულ, უნგრულ, ნორვეგიულ და უკრაინულ მსოფლიო შედევრებს, მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს.

გორში „გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 07 ივნისი 2015 19:52

7 ივნისს, ეგიდით - დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში, გორში ერისთავის თეატრი „გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი“  გაიხსნა.  ფესტივალი უკვე მეორედ იმართება და ფონდ REG ART-ის პირველი მასშტაბური პროექტია. მასში წელს 15 პროფესიული თეატრალური დასი მონაწილეობს. ჟიური გამარჯვებულს  6 ნომინაციაში გამოავლენს.  ფესტივალი გაიხსნა, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სპექტაკლით  „მთვრალი ალუბალი“. დაჯილდოების ცერემონია 21 ივნისს გაიმართება.
ფესტივალი  გორის მერის პატრონაჟით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გორის   ერისთავის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო,
დრამატული თეატრი. ლიბერთი ბანკი. ჯგუფი "ედვაიზი" და "ბიზარტი". ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ მხარდაჭერით  ხორციელდება.

გრიბოედოვის თეატრი სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის წარმოადგენს მიუზიკლს ,,მაუგლი“

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 31 მაისი 2015 10:59

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით 31 მაისს 15:00 საათზე ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება მიუზიკლი ,,მაუგლი“ რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ მიხედვით (დამდგმელი რეჟისორი - ვახტანგ ნიკოლავა).

ღონისძიებას დაესწრებიან სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები შვილებით. 

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1925 წელს, ჟენევაში, გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე, 1 ივნისი გამოცხადდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომებისა და კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებაზე.

„მაუგლი“ არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივიამბავი. ბავშვობაში იგი დაიკარგა ჯუნგლებში. მგლებმა გადაარჩენეს და თავიანთ ოჯახში მიიღეს.

მაუგლის როგორც მეგობრებიდა მფარველები, ასევე მტრებიც გამოუჩნდნენ. დროთა განმავლობაში იგი მოუხერხებელი "ბაყაყიდან" მგლების ხროვის მეთაურად იქცა. მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, მას ელოდება საფრთხეები, ბრძოლა, დიდი გვალვა, სასიკვდილო შერკინება ვეფხვთან და სიყვარულიც კი ... დაამარცხებს კი იგი თავის მტრებს? დარჩება ჯუნგლებში თუ დაბრუნდება ადამიანებთან?

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური