"რუსთავი 2"-ის საქმე - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 17:58

„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი ნაწილიარ ექვემდებარება გასაჩივრებას - შეჩერების ღონისძიების გაუქმება. 

„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს  2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და "TV საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისადა "TV საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

www.rustavi2.ge

„სტრასბურგში, პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ“ - თეა წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:29

იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნის საკითხი შეაფასა. მინისტრი პირველი სიის ჩავარდნას იმ პროცესებს უკავშირებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა:

„პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 13:31

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

"ჩვენი მხრიდან ყველაფერია სამართლებრივად გაკეთებული, რათა უკრაინის პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეთ დოკუმენტაცია როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურადაც. პროცედურები დავიცავით და ველოდებით უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. თუ რას გადაწყვეტს უკრაინული სასამართლო, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. თავად საქართველოს მხრიდან ყველა პროცედურა ამოწურულია და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

 

თეა წულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2017 15:44

„მთავარია, ის, რომ შედეგი მაინც პოზიტიურია,“ - ასე აფასებს თეა წულუკიანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ფაქტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მთავრია, რომ ევროპარლამენტში მწვავე დებატების მიუხედავად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კუთხით, პოზიტიური შედეგი დადგა.

„ვიხილეთ მწვავე დებატები ევროპარლამენტში, ვიხილეთ საქართველოს და მისი სამომავლო პერსპექტივის მხარდამჭერი ძალიან სერიოზული განცხადებები ევროპარლამენტარებისგან, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ეს მართლაც რთული პროცესი იყო, რაც ხელისუფლებამ გაიარა, რადგან არა ერთი ევროპარლამენტარი იყო წინააღმდეგი იმ გადაწყვეტილების, რომლის მისაღებადაც ჩვენ ხალხთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან და თითოეულ მოქალაქესთან ერთად, გავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. 

მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 17:10

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი  მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
 საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა  სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.
 
 

ფოტოები, რომელმაც საზოგადოება თეა წულუკიანის ორსულობაზე აალაპარაკა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2016 23:42

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გათხოვდა. თეა წულუკიანი 41 წლისაა, მისი რჩეული ნუგზარ კაკულია - 32 წლის. 

მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორია. ნუგზარ კაკულია სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, "ნუგზარ კაკულია 1984 წელს თბილისში დაიბადა. აქვს მენეჯერული მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Rating

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომელმაც საზოგადოებას გაუჩინა ეჭვი, რომ მინისტრი ფეხმძიმედაა. 

წულუკიანი ორსულად არის? კითხულობენ ფოტოს კომენტარებში.



RatingRating




 

 

 

თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 14:00

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობს. ჯგუფი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პროგრამა „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების გაძლიერების“ ხელშეწყობით შეიქმნა და მისი მიზანი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაა. ის სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან შედგება.
 
იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. შეხვედრა იმ ვითარების ამსახველი პრეზენტაციით გაგრძელდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში იქმნება წინასასამართლო, სასამართლო და სასჯელის შეფარდების შემდგომ ეტაპებზე. პრეზენტაციებზე ხაზგასმით აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც არასრულწლოვანთა კოდექსი ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში ამკვიდრებს, იმსჯელა იმ გამოწვევევებზე, რაც კოდექსის იმპლემენტაციის დროს გამოვლინდა და სამომავლო ნაბიჯები დაგეგმა.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ პირველი სპეციალიზებული სისტემაა საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის. ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საუკეთესო მექანიზმადაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კოდექსი ეხება ყველა არასრულწლოვანს, მიუხედავად იმისა, იქნება ის ბრალდებული, დაზარალებული თუ მოწმე სისხლის სამართლის პროცესში, და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ბავშვის ინტერესების პრიორიტეტულობა; საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში; ნასამართლობის მოხსნა სასჯელის მოხდისთანავე; მართლმსაჯულების საქმეებში მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, ადვოკატებისა და სხვა პროფესიონალების მონაწილეობა; მშობლის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა თუ პედაგოგის ჩართულობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის − წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები.

თეა წულუკიანი: „იუსტიციის სამინისტრო ბლოკჩეინის სისტემას ამკვიდრებს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 ნოემბერი 2016 13:24

 

ელექტრონული მმართველობის რეფორმის გაგრძელების თაობაზე თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 
„მე ერთ მაგალითს გეტყვით: ვიყავით და დავრჩებით ჩვენს ორ სხვა კოლეგა სამინისტროსთან ერთად წამყვანი უწყება მთავრობაში ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დარგში. ზაფხულში ჩვენ უკვე შევძლებთ ე.წ. ბლოკჩეინის სიტემის ამუშავებას და უძრავი ქონების ამონაწერის განთავსებას ამ აბსოლუტურად უსაფრთხო და ნოვაციურ სისტემაში. ID ბარათების პინკოდების აღდგენა მოხდება გაზაფხულზე; რაც ბევრ ჩვენგანს აწუხებს, სააღსრულებო ფურცლის ელექტრონიზაცია, რომ სასამართლოშივე აიტვირთოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღსრულება დაიწყოს ისე, რომ ადამიანს აღარ დასჭირდეს ამ ფურცლით წინ და უკან სიარული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ის ახალ მინისტრთა კაბინეტში იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 12:05

მთავრობის ახალი შემადგენლობა კვლავ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პრემიერი მინისტრთა ახალ კაბინეტს საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილების და მიმდინარე კონსულტაციების შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები არ საუბრობენ. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტს თეა წულუკიანი აღარ დაიკავებდა, თავად წულუკიანმა არ დაადასტურა. წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტროში ცვლილებები არ იგეგმება და ის ახალ მინისტრთა კაბინეტშიც იქნება. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძე არ საუბრობს იქნება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში. 

თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 15:14

იუსტიციის მინისტრი პარიზში ფრანგ კოლეგას შეხვდა. მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ.

მხარეებმა სამართლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე. შეხვედრის ბოლოს, თეა წულუკიანმა ჟან ჟაკ ურვუა საქართველოში მოიწვია.

"საფრანგეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ რეფორმებზე საუბრისთვის, რასაც ერთის მხრივ საქართველო და მეორეს მხრივ, საფრანგეთი აწარმოებს მართლმსაჯულების განტვირთვის კუთხით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური