საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 14:25

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრ იური ლუიკთან.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა 2015 წლიდან დღემდე, იური ლუიკთან თანამშრომლობის შედეგები და ხაზი გაუსვა მის  ძალისხმევას საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში; ასევე, ელჩმა განიხილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. თეა ახვლედიანმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საგანგაშო განვითარებების თაობაზე. ამასთან, მან ისაუბრა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესი.

თავდაცვის მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა  ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები, მათ შორის ხაზი გაესვა სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. იური ლუიკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.

მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური