"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 15:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილსერვის ჯგუფისთანამშრომელი, დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასების ზრდას მოითხოვენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 09:58

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ამ წუთებში თბილსერვისის ოფისის წინ არიან შეკრებილი.

თანამშრომლები ლარის კურსის დევალვაციის გამო, ხელფასების 50 პროცენტიან ზრდას ითხოვენ.

ამავე დროს აქციის მონაწილეები დასუფთავების სამსახურის ადმინისტრაციას წეზოლაში ადანაშულებენ და ამბობენ, რომ გაფიცვის გამო ხელმღვანელობა მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.

ადმინისტრაციაში კი ზეწოლას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 

"თბილსერვის ჯგუფს" და "სინათლის ქალაქს" ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 14:27

შპს "თბილსერვის ჯგუფს" და შპს "სინათლის ქალაქს" ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. შპს "თბილსერვის ჯგუფს" ლევან ჯღარკავა, შპს "სინათლის ქალაქს" თორნიკე კიზირია უხელმძღვანელებს . მათი კანდიდატურები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი გასულ კვირას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ლევან ჯღარკავა ამ დრომდე შპს "თბილსერვის ჯგუფში" დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 
რაც შეეხება შპს "სინათლის ქალაქს", თორნიკე კიზირიაც აღნიშნულ შპს-ში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. "სინათლის ქალაქს" ვასილ ხორავა ხელმძღვანელობდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური