რუსთავი-თბილისის მარშრუტის ღირებულება გაძვირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 15:20

რუსთავი-თბილისის მარშრუტის ღირებულება 20 თეთრით  გაძვირდა. აქამდე მგზავრობის ღირებულება  1.30 ლარი იყო,  ახლა კი 1.50 ლარის შეადგენს. 
კომპანია "ინტერნტრანსს", რომელიც თბილისი-რუსთავის მარშრუტის მგზავრებს ემსახურება, ჯერჯერობით გაძვირების მიზეზი არ დაუსახელებია.

საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:43

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთაკომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძეხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, კერძოდ, საკრებულოსყოფილი წევრების - რატი იონათამიშვილისა და ირაკლი აბესაძის ნაცვლად ბესიკქარცივაძისა და დავით ავალიანის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე იმსჯელეს.
თევდორე კობახიძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განხილული ორივე საკითხიდეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე წარედგინებათ.

"მინი ფეხბურთის" ფესტივალი თბილისში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:34

2-4 დეკემბერს, თბილისში "მინი ფეხბურთის ფესტივალი" ჩატარდება, რომელშიც რვა საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 

აღნიშნული ფესტივალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფეხბურთში აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდულ მოძრაობას „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“. ასევე დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. ამჟამად, პროექტში 300-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ აქვთ საშუალება აქტიურად დაკავდნენ ფეხბურთით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით,“- განაცხადა სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ახვლედიანმა. 

ფესტივალის ფინალი 4 დეკემბერს, საბურთალოს საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩატარდება. 

საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 11:32

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოები, საყვავილე თარგების მოწყობით დაასრულა. 
საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოებისას სულ - 192 000 ძირი ვიოლა დაირგო, აქედან 100 628 ძირი ვაკის პარკში, 42 912 ძირი 9 აპრილის ბაღში, 26 160 ძირი რიყის პარკში, 13 488 ძირი ვერის ბაღში, ხოლო 8 832 ძირი ვიოლა კი დედა ენის ბაღში. 
"თბილსერვის ჯგუფმა" აღნიშნულ პარკებსა და ბაღებში, ასევე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დარგო, მათ შორის 73 ცალი დასავლეთის ტუია, 53 ცალი ესპანური სოჭი, 18 ცალი მჩხვლეტავი ნაძვი და 17 ცალი უთხოვარა.

ხანძარი თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 12:41

ხანძარი თბილისში. ღრმაღელის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა,  სადაც 1 პირი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად სახლი დაიწვა, მეპატრონე კი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად, გაზის გაჟონვა სახელდება.

 

თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 13:20

თბილისის ზღვის მიმდებარედ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს.  კონტრაქტორი კომპანია ხე - მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს.  ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა  დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით,  უკეთესი გარემოს შექმნაში.    ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები.  ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.

აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

 

სტაჟიორთა პროგრამა თბილისის არქიტექტურის სამსახურში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 13:12

თბილისის  არქიტექტურის სამსახურში,  კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად  დაესწრო.

პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

„  ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ  მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა  ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი  2016 წლის 15 სექტემბერს  გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140  კანდიდატის განაცხადი განიხილა,  გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.       

თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:19

პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისი შაშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

შაში-64-ის ევროპის ჩემპიონატი 12 ნოემბერს სასტუმრო „კალასში" (კ. აფხაზის, ყოფილი ლესელიძის #25) ოფიციალურად გახსნეს საერთაშორისო შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ლანგინმა და საქართველოს შაშის გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ კანდელაკმა.

ჩემპიონატის პირველი საპატიო სვლა გააკეთეს შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჰარმ ვირსმამ(ნიდერლანდები) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ. ტურნირის საზეიმო დაჯილდოება და დახურვა იგეგმება 19 ნოემბერს.

ტურნირის მონაწილენი არიან მსოფლიოს ტიტულოვანი დიდოსტატები ევროპის 18 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი ამ სახეობაში თბილისში არ ჩატარებულა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შაშის გაერთიანებულმა ეროვნულმა ფედერაციამ გაწია უდიდესი სამუშაო ამ უძველესი ინტელექტუალური სპორტის სახეობის აღორძინებასთან დაკავშირებით საქართველოში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია დაიმსახურა. 

საქართველოს აქტიურობამ საერთაშორისო სარბიელზე მიიპყრო მსოფლიო და ევროპული ორგანიზაციების ყურადღება, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება 64 უჯრიანი შაშის ევროპული ზეიმის მასპინძლობაში. ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს შაშის ყველა სახეობის განვითარებას საქართველოში და განავითარებს მოსახლეობის ინტელექტუალურ პოტენციალს.

საქართველოსაც ჰყავს საერთაშორისო დიდოსტატები, რომლებიც ამ ჩემპიონატზე მოსინჯავენ თავიანთ ძალებს.(ალექსანდრე ბერუაშვილი - წარსულში სსრკ ჩემპიონი; ლევან კიკნაძე - ორგზის ევროპის ჩემპიონი ინტერნეტ ვერსიით; ხოლო მანდილოსნებში მისი მეუღლე, დიდოსტატი - იამზე წივწივაძე).

თბილისის ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 12:48

თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება.

160 000 ძირი „ვიოლა პენსი“ უკვე  დაირგო რუსთაველის პროსპექტზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები. გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, დიღმის მასივში, „ვეფხი და  მოყმის“  ძეგლის მიმდებარედ და  ორთაჭალაში - გულიას მოედანზე.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ნოემბრის ბოლომდე ექვსი სხვადასხვა ფერის  500 000  ძირ  „ვიოლას“  დარგავს.  

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 17:49

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე  დამბა,  დამბის წინა მხარეს  კი  ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება  და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები,  500 მმ-იანი მილების მოწყობა.

თბილისის მერის განცხადებით, ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.  

„მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ვერეს ხეობაში, ამ მიმართულებით, პროექტები გრძელდება, სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყება; გაზაფხულზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა მზიურის პარკი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური