თბილისმა კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 17:52

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიამ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირს, "კოლხეთის თასს" უმასპინძლა K-1 დისციპლინაში. "კოლხეთის თასი" საქართველოში მე-5 ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სარბიელზე, პრესტიჟულ ტურნირებზე მივლინებაა, სადაც ისინი ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ იბრძოლებენ.

"კოლხეთის თასის" გათამაშების ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის კიკბოქსიორებმა. ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი დასკვნითი ორთაბრძოლები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნის მასპინძლობს. ბოლო პერიოდში დაიწყო კომერციული ტურნირების ჩატარებაც, რაც სპორტის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან სპორტული ტურიზმისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია. ასეთი ტურნირები ჩვენი გულშემატკივრისთვის ახალი, საინტერესო სანახაობაა. თავად სპორტსმენებს კი საშუალება აქვთ საქართველოში თავის გამოჩენის შემდეგ, ძალები საზღვარგარეთ მოსინჯონ და დიდი გამცდილებაც მიიღონ".

თბილისში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 11:21

უბედური შემთხვევა თბილისში. რამდენიმე საათის წინ  რკინიგზაზე დიდუბე-ავჭალის გადასასვლელთან  შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 16:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ.-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება, პიროვნების დადგენა და დაკავება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

თბილისში კიდევ ერთი დახურული საბავშვო ბაღი აღდგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 12:50

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმადედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთანსაკრებულოს განათლებისა და კულტურისკომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან, ასევე დედაქალაქის მერიისა დაპარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად საბურთალოზე მდებარე გაუქმებულ საბავვობაგა-ბაღის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა
ავარიული ნაწილის გამაგრება საბურთალოს რაიონშიგამსახურდიას გამზირის N23 ()-შიმდებარე საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობსსადაც  შენობის შიდა სივრცისა და ეზოსმოწყობაასევე ბაღის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა იგეგმება
საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდებადა აქ აღსაზრდელთა 9 ჯგუფი ამოქმედდება.
აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტიმნიშვნელოვნად შემცირდებარადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვისუზრუნველყოფას შეძლებს.
გამსახურდიას 23()-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდათუმცა, მოსახლეობისმოთხოვნითტერიტორია შენობა-ნაგებობასთან ერთად თბილისის მერიას გადაეცათბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესებისგათვალისწინებით მიიღორომლის თანახმადაცშპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23 ()-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საკუთრებაში N 63-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდა მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა გადაეცემა.

თბილისში ახალი სკოლა გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 10:52

თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა. მისი თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეეძლება სრულფასოვანი განათლების მიღება.

"გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს - ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სკოლიდან საზოგადოებას ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო - განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროები, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, სკოლებს შესაბამის პროგრამას შესთავაზებენ, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ნაწილად იქცეს.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, მინდა, დღეს დავაანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული მასში," - განაცხადა პრემიერმა.

სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

 

ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 იანვარი 2017 14:51

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან  ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. 

„აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და გზის საფარის განახლების პარალელურად მოწესრიგდა   ტროტუარებიც. ეს არის გამავალი ქუჩა, რომლითაც  გარშემო ქუჩების მოსახლეობაც  სარგებლობს. რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქუჩაზე არსებული ყველა პრობლემა მოგვარდა,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა ცქიტიშვილის ქუჩაზე ათეულობით წლის განმავლობაში მოსაწესრიგებელი იყო, რაც ადგილობრივ  მოსახლეობას პრობლემებს  უქმნიდა.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ცქიტიშვილის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა წყალარინებისა და წყალსადენის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაზმომარაგების ქსელს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქუჩის საერთო ფართობი 5933 კვ.მ-ია.

ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  370 878 ლარი გამოიყო.

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 12:11

სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისი გადაიდო, ფრენის გადადების მიზეზი  უამინდობა გახდა. 

თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ მგზავრები, რომლებსაც ფრენა სტამბოლის გავლით აქვთ.  ავიაკომპანიამ მგზავრები, რეისის გადადების გამო, სასტუმროში დააბინავა. 

თბილისში წყლის ტარიფი არ ძვირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 14:19

სემეკის დღევანდელ საჯარო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიან "უოთერ ენდ ფაუერის” მომხმარებლებისთვის, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის  წყალმომარაგების ტარიფი უცვლელი რჩება. 

წყლი ფასი გიზარდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, 3,729 ლარის ნაცვლად  კუბურ მეტრზე, მომხმარებლები 3,743 ლარს გადახდიან.

 

თბილისში ელ. ენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 13:33

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით,   თბილისში  სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება.
 „თელასის“ მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტში ცვლილებები არ შეეხება საყოფაცხოვრებო ტარიფში ფასის მატებას. ცვლილებები მხოლოდ კომერციულ სექტორს შეეხება. კომერციულ სექტორში საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი 0,035 თეთრით მოიმატებს, მაღალ ძაბვაზე კი 0,446 თეთრით.

თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 10:06

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ვ.პ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 10,6096 გრამი „მდმა“, 9,5725 გრამი „ელ-სე-დე“ და 0,46 გრამი კანაფის ფისი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური