ჯიპის ცენტრი ლოიალურობის სპეციალური კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შემცირებული ფასების აქციას სთავაზობს!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 ივნისი 2015 12:50

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს Jeep-ის ბრენდის პრემიუმ კლასის მოდელი Grand Cherokee უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად - $ 60,000-ის ნაცვლად $ 49,850-ად!

Grand Cherokee Jeep-ის ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ნამდვილი ჯიპის არსს. თუ გინდათ იყოთ გამორჩეული, მოგწონთ ელეგანტური, დახვეწილი და ამავდროულად აგრესიული დიზაინის მქონე კომფორტული ავტომობილები, Grand Cherokee სწორედ თქვენთვის არის!

თბილისის Jeep-ის ცენტრში წარმოდგენილია Grand Cherokee-ის ბენზინისა და დიზელის სრული კომპლექტაციის უახლესი ვერსიები.

Grand Cherokee-ს მინიჭებული აქვს Euro 5-ის სტანდარტი, რაც მიუთითებს მისი ძრავის მაქსიმალურ ეკონომიურობასა და გარემოს მიმართ მინიმალურ ზიანზე. სწორედ ამ მახასიათებლების გამო Grand Cherokee-ის ეკოდიზელის ვერსია აღიარებულ იქნა 2015 წლის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ავტომობილად.

აღსანიშნავია, რომ Grand Cherokee-ის უახლესი მოდელები აღჭურვილია 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც უზრუნველყოფს ძრავის სიმძლავრის მაქსიმალურ ათვისებას და საწვავის ეკონომიურობას. Grand Cherokee-ის 3.0 ეკოდიზელის ძრავის ქვეშ იმალება 240 ცხენის ძალა,რაც უზრუნველყოფს აღნიშნული მოდელის კონკურენტულ უპირატესობას როგორც ტრასაზე, ასევე ქალაქში მოძრაობისას. ამასთანავე,  Grand Cherokee-ის ახალ მოდელს მაქსიმალურად შემცირებული აქვს საწვავის მოხმარება, კერძოდ ქალაქის პირობებში მაქსიმალური წვა შეადგენს 8-10 ლიტრს 100 კილომეტრზე.

Grand Cherokee არა მხოლოდ ქალაქის პირობებში, არამედ გაუვალ გზებზეც ინარჩუნებს პირველობას თავის კლასში. ავტომობილს გააჩნია ცენტრალური და უკანა ხიდის ბლოკირება. აგრეთვე დადაბლებისა და 5 რელიეფის არჩევის სისტემა. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ავტომობილის სალონზეც, რომელიც პრემიუმ ხარისხის მასალისგან შედგება და მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.

Jeep-ის ცენტრის ლოიალურობის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ეძლევა შანსი შეიძინოს აღნიშნული მოდელი 20%-იანი ფასდაკლებით!ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის,  რომ ცენტრში შესაძლებელია ახალი ავტომობილის სანაცვლოდ, კუთვნილი ავტომობილის ჩაბარება მაქსიმალურ საბაზრო ფასად და დარჩენილ თანხაზე განვადებით სარგებლობა.

ჯიპის ცენტრი მდებარეობს ა. ბელიაშვილის 97-ში, სადაც წარმოდგენილია Jeep-ის უახლესი, პრემიუმ კლასის მოდელები. ასევე  კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს 2 307 307 და ჩაეწეროს ტესტ-დრაივზე ან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია კამპანიისა და მოდელების შესახებ.

გვერდი 27/ 27-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური