გაერომ თბილისში ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 12:22

2015 წლის 25-27 სექტემბერს, 160 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაცია,  შეიკრიბება ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.  სამიტზე დაგეგმილია მდგრადი განვითარების  სამოქმედო  გეგმის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში. 

ამასთან დაკავშირებით, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტმა ჟურნალისტებისათვის თბილისში ონლაინ ბრიფინგი გამართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა საქართველოდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

ბრიფინგს უძღვებოდა ლენი მონტიელი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ეკონომიკური განვითარების საკითხებში, გაეროს ეკონომიკურ და სოცილურ საქმეთა დეპარტამენტში (DESA).

ლენი მონტიელიმ  თავის გამოსვლაში დაწვრილებით ისაუბრა მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის დღის წესრიგში, რომლის სათაურია "ჩვენი ქვეყნის გარდასახვა“ დეტალურად გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ქვეყნის მხრიდან სათანადო ზომების მიღებას. „გეგმაში ასევე ნათქვამია, რომ სიღარიბესთან ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეკონომიკური წინსვლისთან პარალელურ რეჟიმში და იგი უნდა ითვალისწინებდეს სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მთელ რიგ კომპლექსს“, - ხაზი გაუსვა ლენი მონტიელიმ.

ეკონომიკური განვითარების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის გამოსვლის დასრულების შემდეგ მან ამომწურავი პასუხები გასცა ონლაინ ბრიფინგში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს.

გაერო აწყობს ონლაინ ბრიფინგს ჟურნალისტებისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 09:25

2015 წლის 25-27 სექტემბერს, 160 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაცია,   შეიკრიბა ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე.  სამიტზე დაგეგმილია მდგრადი განვითარების  სამოქმედო  გეგმის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას მომავალი 15 წლის განმავლობაში. 

ამასთან დაკავშირებით, გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი აწყობს ონლაინ ბრიფინგს ჟურნალისტებისათვის. ბრიფინგს გაუძღვება ბატონი ლენი მონტიელი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ეკონომიკური განვითარების საკითხებში, გაეროს ეკონომიკურ და სოცილურ საქმეთა დეპარტამენტი (DESA).

ბრიფინგი ჩატარდება ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, 17:00 – 18:00 საათზე გაეროს სახლში (ერისთავის ქ. 9, მრგვალ ბაღთან).  ბრიფინგი რუსულ ენაზე გაიმართება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეიქათონი ჩატარდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 15:36

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში, რის შედეგადაც სექტემბრის თვეში შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).
3 ოქტომბრიდან 18  ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).
Make-a-thon არის კონკურსი, სადაც იდეები იქცევიან პროტოტიპებად. შემოქმედი (MAKERS) და საინტერესო იდეების მქონე ადამიანები, ასევე პროგრამისტები (HACKERS) და მეწარმეები იკრიბებიან და მუშაობენ დასმულ საკითხზე ჯგუფურად, უწყვეტ დროში. ორ დღეში გუნდებმა უნდა წარადგინონ ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული პროდუქტი.
მეიქათონის მიზანია თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეუნრნეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად. ამ კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირებული იქნას და მოსავალი დავიცვათ შემთხვევითი განადგურებისაგან.
კონკურსი გათვლილია 16-60 წლამდე ადამიანებისთვის, რომლებსაც საშუალო დონეზე გააჩნიათ ელექტრო სქემებისა და ავტომატიზირებული სისტემების შესახებ ცოდნა.
სავალდებულოა არ არის მონაწილეები ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში მათ უნდა იცოდნენ: (თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები) ან (ჰიდრავლიკური და მექანიკური ავტომატიზირების საშვალებები).
სულ დაკომპლექტდება 10 ჯგუფი ლოტოტრონის პრინციპით.
3-4 ოქტომბერს, პროგრამის პირველივე დღეებში, მონაწილეებს შეხვდებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე. ექსპერტები მონაწილეებს მისცემენ რჩევებს და დაეხმარებიან მიზნების სწორად დასახვაში.
4-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მეიქათონის მონაწილეები იდეების განვითარებაზე და საჭირო მასალების სიის შედგენაზე იმუშავებენ.
12-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზატორები კონკურსანტებს პროტოტიპების შექმნისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფენ.
17-18 ოქტომბერს გაიმართება გუნდებში ერთობლივი მუშაობის პროცესი და შექმნიან პროდუქტს/პროტოტიპს, რომელსაც წარუდგენენ ჟიურის, რომლებიც სპეციალურად იქნებიან მოწვეულნი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. Make-a-thon-ის გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჩურად გადასცემს CY3210PsocEval1 და CY8CKIT-059 PSOC 5LP Prototyping Kit-ის მოწყობილობებს.
მეიქათონის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
http://cte.ibsu.edu.ge/robot/index.php/registration
რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით.

ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანში, მიწისქვეშა ბიძგები კახეთის რეგიონშიც იგრძნობოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 09:57

დღეს თბილისის დროით 8:50 აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში 5,8 ბალის ზოგიერთ რაიონში კი 7  მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. 

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, განსაკუთრებით  კახეთის რეგიონში იგრძნობოდა. მიწისმიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სიცოცხლისთვის საშიში ზონები თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 16:57

თბილისში სიცოცხლისთვის საშიში ზონები განისაზღვრა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისათვის გასაიდმულოებულ ფორმატში უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.

სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა და მას მინისტრებთან ერთად თბილისის მერიც ესწრებოდა. 

დოკუმენტი თბილისის შესახებ გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადეს.

"იქ, სადაც სახიფათო ზონებია, როგორც უკვე დღემდე ხდებოდა, ნაწილის გასახლება უნდა მოხდეს, სადაც რისკი იქნება დაბალი რეკომენდაციები გაიცემა.  მთელი ვერეს ხეობა არის აზომილი, არის დატბორვისა და სიცოცხლისათვის საშიში ზონებად დაყოფილი,"- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი. 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ზემოთხსენებული დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდება. 

ამ დროისთვის დოკუმენტი კვლავ არ არის გამოქვეყნებული. 

შსს-ს თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 23 აგვისტო 2015 14:34

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 10:19

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 19 აგვისტოს, შემდეგ რაიონებში,  დროებით შეიზღუდება:

 სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, კალოუბნის, აბაშვილის, მაისურაძის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I და „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პატარიძის ქუჩის  მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჭოპორტის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის ქუჩის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის   მაცხოვრებლებს.

 

უეფას სუპერთასი 2015 ესპანეთის „ბარსელონამ“ მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 01:23

უეფას სუპერთასი 2015-ის გამარჯვებული გახდა კატალონიის „ბარსელონა“ რომელმაც დამატებით დროში 1:0, საერთო ანგარიშით კი 5:4 დაამარცხა „სევილია“.

მეორე დამატებით ტაიმში 115-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა პედრო როდრიგესმა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა. მეორე ტაიმში გოლები გაიტანეს სუარესმა, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ.

თამაში „ბარსელონას“ უპირატესობით წარიმართა რაც ანგარიშშიც აისახა და პირველი ტაიმი კატალონიელებმა 3:1 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევრის მეორე მონაკვეთში „სევილიამ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა და ანგარიშის გათანაბრებაც შესძლო.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დასაწყისში,  მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა ევერ ბანეგამ, ამის შემდეგ ლეო მესიმ ასევე  საჯარიმო დარტყმებით ჯერ  მე-7 და მე-16 წუთებზე, ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი დააწინაურა ბარსელონა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი  სუარესის გარღვევის შემდეგ ბრწყინვალე პასი გაუკეთა კარის წინ მყოფ რაფინიას, რომელმაც 3:1 გახადა ანგარიში.  

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.

„დინამო არენაზე“ ამ თამაშს 51 940 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

უეფას სუპერთასის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015 00:44

თბილისში გამრათულ უეფას სუპერთასის შეხვედრაში ძირითადი დრო ფრედ 4:4 დასრულდა. მეორე ტაიმში გოლები გაიტანეს სუარესმა, რეიესმა, გამეირომ და კონოპლიანკამ.

თამაში „ბარსელონას“ უპირატესობით წარიმართა რაც ანგარიშშიც აისახა და პირველი ტაიმი კატალონიელებმა 3:1 მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევრის მეორე მონაკვეთში „სევილიამ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა და ანგარიშის გათანაბრებაც შესძლო.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დასაწყისში,  მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა ევერ ბანეგამ, ამის შემდეგ ლეო მესიმ ასევე  საჯარიმო დარტყმებით ჯერ  მე-7 და მე-16 წუთებზე, ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი დააწინაურა ბარსელონა.

პირველი ტაიმის მიწურულს კი  სუარესის გარღვევის შემდეგ ბრწყინვალე პასი გაუკეთა კარის წინ მყოფ რაფინიას, რომელმაც 3:1 გახადა ანგარიში.  

ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი დრო.

აღსანიშნავია ის, რომ ამ მატჩს „დინამო არენაზე“ 51 940 მაყურებელი ადევნებს თვალყურს.

პირველი ტაიმის შემდეგ „ბარსელონა“ 3:1 ამარცხებს „სევილიას“

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 11 აგვისტო 2015 23:46

უეფას სუპერთასის შეხვედრაში კატალონიის „ბარსელონა“ პირველი ტაიმის შემდეგ  3:1 ამარცხებს „სევილიას“.

მატჩის დასაწყისში,  მე-3 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა ევერ ბანეგამ, ამის შემდეგ ლეო მესიმ ასევე  საჯარიმო დარტყმებით ჯერ  მე-7 და მე-16 წუთებზე, ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი დააწინაურა ბარსელონა.

ტაიმის მიწურულს კი  სუარესის გარღვევის შემდეგ, მან ბრწყინვალე პასი გაუკეთა კარის წინ მყოფ რაფინიას, რომელმაც 3:1 გახადა ანგარიში.  

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური