თბილისის უმეტეს ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:02

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება
დღეს დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 სათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუფტინის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, აბესაძის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, ლერმონტოვის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV და V კვარტლების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, წულაძის, ციხისძირის, შალვა დოლიძის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მუშაობის 9 თვის ანგარიში მოისმინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:40

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგეობის მიერ  9 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა.  მაჟორიტარ დეპუტატს ანგარიში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა - ზურაბ ჩიკვილაძემ ჩააბარა.

გამგებელმა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გამგეობის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეეხო რაიონში განხორციელებულ გზების მოვლა-შეკეთებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩუღურეთის რაიონში სამუშაოები ჩატარდა 30 ქუჩაზე და 60 ეზოში. დღეისათვის სამუშაოები ორ ეზოში და ორ ქუჩაზე ჯერაც მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, რაიონში არსებული ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრება ჩატარდა 156 მისამართზე. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ბუხაიძის, აბაშიძის, ქვლივიძის, ქურდიანის, მნათობის ქუჩებზე, სადაც სამი ათეული წელია არაფერი გაკეთებულა. მგზავრებისთვის მოეწყო  ახალი მოსაცდელები, ახალი სპორტული მოედნები, ხოლო ძველი მოედნების რეაბილიტაცია 12 მისამართზე განხორციელდა.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ჩუღურეთის რაიონში არსებული სკვერების რეალიბილიტაცია განხორციელდა 24 მისამართზე, ავარიული წყალსადენ-კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა 34 მისამართზე, ხოლო ქუჩების დამაკავშირებელი კიბეების და მოაჯირების აღდგენა განხორციელდა 20 მისამართზე.

ზურაბ ჩიკვილაძის მიერ  წარმოდგენილ ანგარიშში ასევე ასახული იყო  საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის, სოციალურად დაუცველთათვის ინდივიდუალური გაზიფიცირების, კაპიტალური გაზსადენის ქსელის მონტაჟის, ეკლესიებისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და გამგეობის მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები. აღინიშნა, რომ მთლიანობაში სამუშაობი მთლიანად დასრუდებულია სულ 335 მისამართზე. შედეგად გაკეთდა: აივანი - 8, ქანობის სახურავი  - 109, დომოფონი - 1, დამაგრება - 46, კარები-ჭიშკარი

- 18, კიბეები  - 16, ლიფტი - 9, წინასწარი პროექტი გამაგრებისთვის - 49, სადარბაზო - 19, განათება - 2, თაღი - 6, კანალიზაცია - 36, წყალსაწრეტი -16.

რაც შეეხება საყრდენი კედლების გამაგრებას, ავარიული სახურავების შეკეთებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაგეგმილი სამუშაოს უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო მიმდინარე სამუშოები  დაგეგმილ ვადებში დასრულდება.

ანგარიშის წარდგენისას, რაიონის გამგებელმა ასევე ისაუბრა, გამგეობის მიერ განხორციელებულ, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე.

ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატმა და  გამგებელმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მონაცემები მიმოიხილეს.

რიმა ბერაძემ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, გამგებელს დამატებითი კითხვები დაუსვა და რაიონში არსებული მდგომარეობა კონკრეტული მისამართების მიხედვით გამოიკითხა. დეპუტატმა გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და რაიონის წინაშე ჯერ კიდევ მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა.

„მოსალოდნელი შესრულება კარგი გვაქვს. ბიუჯეტის თანხები თითქმის  100 %-ით ათვისებულია. საუბარია გზების  მოვლა-შეკეთებაზე, ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე.

გამგეობა, ჩემი აზრით, ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით კარგად მუშაობს.  ერთმანეთთან უნისონში ვმუშაობთ,  ერთი ხედვა გვაქვს. ყოველ კვირას, ერთდროულად, ერთსა და იგივე საკითხებს გავდივართ, თემებში რომ არ ავცდეთ ერთმანეთს და მოსახლეობის მოთხოვნა დავამაყოფილოთ.

მინდა ავღნიშნო, რომ 13 ივნისის სტიქიის გამო, რომელიც ჩვენს რაიონსაც შეეხო 110 ობიექტის სასწრაფო რეაბილიტაცია-აღდგენა-გამაგრება გახდა საჭირო. გამგეობამ ამ გამოწვევას კარგად გაართვა თავი და ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც ჩვენს რაიონში სტიქია შეეხო ამ თვალსაზრისით კმაყოფილია. უკვე დასრულებულია გორკის ქუჩის საფარის მოწესრიგება და მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩეჩელაშვილის ქუჩას.

ჩემი მთავარი ამოცანა, ანგარიშის მოსმენის გარდა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა იყო.  მომავალი წლის  ბიუჯეტის უფრო მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დასაგეგმად,  რაიონის მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ და  2016 წლის ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის  დასახელებული პრიორიტეტების გათვალისწინებით განვსაზღვრეთ.  გავიარეთ აბსოლუტურად ყველა მუხლი, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ  ჩვენი მოსახლეობის ძირითადი პრიოტიტეტი   ინფრასტრუქტურა  სოციალური თემებია. 

თბილისი კარატეს საერთაშორისო ტურნირს - კავკასიის თასი 2015-ს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:24

25 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კარატეს საერთშორისო ტურნირის - კავკასიის თასი 2015-ის პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, კარატეს ნაკრების მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა.

27 სექტემბერს, სპორტკომპლექს "ძიუდოს აკადემიაში" გაიმართება საქართველოს ღია საერთაშორისო ტურნირი: კავკასიის თასი - 2015  კარატეში. მონაწილეობენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, საბერძნეთის და ისრაელის ეროვნული ნაკრებები.(დასაწყისი: 11:00 სთ. - შესარჩევი ორთაბრძოლები; 16:00 სთ. - საზეიმო გახსნა½ და ფინალური ორთაბრძოლები. მის: ბელიაშვილის ქ.#5  "ძიუდოს აკადემია") საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი", ტრადიციულად 1998 წლიდან იმართება და მასში კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში ასპარეზობის სურვილი სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს და უკვე მე-3 წელია, რაც მონაწილეთა შემადგენლობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

შეჯიბრება, რომელიც კონტაქტური კარატეს საერთაშორისო წესებით ტარდება, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება.(შეჯიბრება ტარდება: კაცებში სამ წონით კატეგორიაში: -70კგ.; -80კგ.; +80კგ., ხოლო ქალებში აბსოლუტურ წონით კატეგორიებში). შეჯიბრებას დაესწრებიან: მსოფლიოს და ევროპის კარატეს ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფედერაციების პრეზიდენტები.

ჩამოსული სტუმრებისა და ექსპერტების გეგმაში შედის საერთაშორისო სამსაჯო და მწვრთნელთა ტრენინგ-სემინარების ჩატარება, ახალი სპორტის სასახლის დათვალიერება, ინსპექტირება და შეხვედრა სამინისტროში. 

ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასსაბლეის მიერ, 2014 წლის 30 მაისს ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, მიღბული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2016 წლის 13-14 მაისს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი თბილისი, კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. თბილისმა კენჭისყრაში დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენს აჯობა.

 

თბილისის ფოტო ფესტივალი დღეს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:25

TBILISI PHOTO FESTIVAL-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნის კვირეული  25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში 200-მდე ევროპელი, ქართველი  და რეგიონალური ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული “ფოტოგრაფიის ღამის” პროგრამაში. 

თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნა 25 სექტემბერს გაიმართება 18.00სთ-ზე აბანოთუბანში (ლეღვთახევში), გამოფენით ღია ცის ქვეშ  “ომის შემდგომი ისტორიები ”, რომელიც გერმანელი კლაუდია ჰეინერმანის, პოლონელი მიჰალ ივანოვსკის და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

TBILISI PHOTO FESTIVAL არ ღალატობს ტრადიციებს  და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფიის მხარდაჭერის პარალელურად, ფესტივალის  პუბლიკას მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების  გამოფენებს სთავაზობს. მათ შორის 2015 წლის პროგრამაში,  მსოფლიოს  ყველაზე  პრესტიჟული ფოტო სააგენტოს Magnum Photos  ორი წევრის - იტალიელი ალექს მაიოლის (Alex MAjoli) და ფრანგი ანტუან დ’აგატას (Antoine d’Agata) ექსკლუზიური გამოფენები იქნება ნაჩვენები, რომლებიც სპეციალურად თბილისი ფოტო ფესტივალისთვის დაკომპლექტდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის ქრონიკას და 2009 წელს ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აერთიანებს. ფოტოები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის გადაღებული.  გამოფენის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში, ფოტო ფესტივალის  ფარგლებში შედგება.  მეორე მნიშვენლოვანი მსოფლიო პრემიერა, როემლიც ასევე სააგენტოს “მაგნუმი” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, სკანდალურ და თვითმყოფად  ფრანგ ფოტოგრაფს ანტუან დ’აგატას სახელს უკავშირდება, ასევე თბილისის ფოტო ფესტივალის  პროგრამაში დაგეგმილი გამოფენით შედგება. “დაბნელება” ანტუან დ’აგატს მიერ საქართველოში 2009 წელს გადაღებული ფოტოების სერიაა.

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი #DYSTURB, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალსიტებს აერთიანებს, თბილისის ფოტო ფესტივალის  საპატიო სტუმარია.  #DYSTURB -მა მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური ფორმატის  ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე აკრავს. #DYSTURB-ის პრექტის მეშვეობით ფოტოჟურნალსიტიკური გამოსახულება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს ურბანული ეპიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის  ქუჩები  #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომლებიც  ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება

სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს  TBILISI PHOTO FESTIVAL  რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება - კავკასიაში პირველი ფოტოწიგნის ბაზრობა Tbilisi Photo Book სწორედ თბილისი ფოტო ფესტივალის ეგიდით იხსნება 27 სექტემერს  საქართველოს მწერალთა სახლში. პირველად საქართველოში Tbilisi Photo Book ევროპელი ფოტოწიგნის გამომცემლების, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფების წიგნებს მოუყრის თავს.  Tbilisi Photo Book-ს საზეიმო გახსნა ფოტოწიგნების დიზაინერების, ევროპული ინსტიტუციების, ლიტვური ფოტოწიგნის განონცემლობების თანდასწრებით გაიმართება.

ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიება კვლავ “ფოტოგრაფიის ღამეა” -ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, რომელიც 26 სექტენბერს გაიმართება.  200-მდე ფოტოგრაფი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რომელსაც 28 ევროპული, ქართული და რეგიონალური ინსტიტუტცია წარადგენს.

ფესტივალის  პროგრამაში საჯარო ლექციების და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდი სერიაა დაგეგმილი.  მათ შორის,   ფოტო წიგნების ყველაზე პრესტიჟული საერთაოშორისო პრიზების მფლობელ დიზაინერთან - ტომ მრაზაუსკასთან, რომელიც ფესტივალის სტუმარია და მაგნუმის საგენტოს ერთ-ერთ ვარსკვლავთან ანტუან დ’აგატასთან, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის სტუმარი უკვე მეორედ არის.

თბილისი ფოტო ფესტივალი 2015 წლის გამოშვებით  იმყარებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფოტოგრაფიული ღონისძიების რეპუტაციას და  ფოტოგრაფიის განვითარების  უმნიშვნელოვანეს  პლატფორმად რჩება.

Tbilisi Photo Festival 2015-ის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

პარტნიორთა შორის არიან: პოლონეთის საელჩო, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, UN Women,  Rooms Hotels, სადაზღვევო კომპანია “არდი”…

„მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი თბილისში

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ თანასპონსორობით, საქართველოში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი გაიმართა. ცერემონია რესტორან ,,ქართულ სახლში“ ჩატარდა, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო.
სცენარის მიხედვით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გადაწვეტილება ჩინეთში მიიღო და თბილისში ჩატარებულ ნახევარფინალის ღონისძიებაზე გაახმოვანა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 12 მონაწილე გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებმა ორიგინალური ხერხით შეიტყვეს – ქართულ სუფრასთან მსხდომ გოგონებს თავდახურული ჭურჭელი დაურიგეს, 12 იღბლიან მონაწილეს ქართული ტკბილეული – ფელამუში შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარფინალში მოხვდნენ. 4 აუტსაიდერი კი იმით გამოვლინდა, რომ მათ ჭურჭელში ფელამუშის მაგივრად სამკაული იყო მოთავსებული.
კონკურსის ფარგლებში, ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს 6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).
12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.
ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ საქართველოს ავთენტური და სრულიად უნიკალური კულტურა, მათ შორის – ეროვნული ფოლკლორი, თექაზე მუშაობა, ღვინის მომზადების ტექნოლოგია.
კონკურსანტებს ქართული ცეკვის დადგმაში დახმარება გაუწია „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლმა“, კონკურსის მონაწილეებთან ერთად ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.
თექის დამზადების ტექნოლოგიას კონკურსის მონაწილეები გაეცნენ ქ. სიღნაღში არსებულ „ნუკრიანის საამქროში“. კონკურსანტებმა თანამშრომლებთან ერთად ამოქარგეს კონკურსის ლოგო.
ქ. ყვარელში ტურისტულ კომპლექს „მეღვინეობა ხარებაში“ კონკურსანტებმა თავად დაკრიფეს ყურძენი და ღვინო დაწურეს. ასევე ამოავლეს ჩურჩხელა, ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით.
კონკურსის მონაწილეები ასევე ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც მათ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმა “Miss Chinese Cosmos Pageant”-ის თექვსმეტივე მონაწილეს უსასყიდლოდ გადასცა კაბები, რომლითაც კონკურსანტები ნახევარფინალის მსვლელობისას წარდგებიან.
ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ღონისძიების სათანადო დონეზე განხორციელება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ვიზიტორების მატებას.

ბერლინის ზოოპარკის მეგორები თბილისის ზოოპარკს ეხმარებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 15:32

გერმანიაში გამომავალი ჟურნალი “ბერლინერ ვოხერ“ იტყობინება, რომ კავშირმა - "დედაქალაქის ზოოპარკის მეგობრები" (იგულისხმება ქ. ბერლინი) თბილისის ზოოპარკს აღდგენითი სამუშაოებისთვის 3000 ევრო გადაურიცხა. აღნიშნული თანხა კავშირს მოქალაქეებმა შემოსწირეს. კავშირის თავმჯდომარის თომას ციოლკოს განცხადებით, რაიმე კავშირი თბილისის ზოოპარკთან მათ არა აქვთ და ეს აქცია უბრალოდ სოლიდარობის, მხარდაჭერის და მეგობრობის მიზნით განხორციელდა.

მაია კობახიძე გერმანიიდან

გიგი უგულავას ადვოკატმა ე.წ მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 10:45

დღეს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატმა ე.წ მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა. ბექა ბასილაიამ უკვე ჩააბარა ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ადვოკატი ადასტურებს, რომ უგულავა უკანონო პატიმარია.

მატროსოვის ციხესთან  დილიდან  ყოფილი მერის მეგობრები და ახლობლები იკრიბებიან. 

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 10:35

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 17 სექტემბერს დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაონების მაცხოვრებლებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და სოფელ დიღმის მაცხოვრებლებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქაიროს, ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, დადიანის, პუშკინის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის, კუფტინის, საიათნოვას, ბერიძის და ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებლებს.

მინისტრმა განათლების სისტემის ღირსეული წარმომადგენლები დააჯილოვა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 17:30

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი  წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსს, რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრს შოთა ცხოვრებაშვილს ღირსების ორდენი გადასცა.

ამავე დღეს მინისტრმა 2015 წლის 13 ივნისს ქ.თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და გაბედული მოქმედებისათვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრსტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური და მატერიალური მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს დავით ჭიჭინაძეს  მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის გადასცა.

გოეთეს ინსტიტუტში მდგრადი განვითარების პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 18:07

გოეთეს ინსტიტუტში მდგრადი განვითარების პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე გერმანელმა და ავსტრიელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების, სატყეო ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს.

პროექტი მასწავლებლების მიერ გარემოსდაცვითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და ამ სფეროში არსებული პრობლემების საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგნებში ინტეგრირებას ისახავს მიზნად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური