გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:05

26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი  საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებს. მათში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო კულტურის ცნობილი მოღვაწეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები 21 ქვეყნიდან და ქართული თეატრის წარმომადგენლები. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სსრკ სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, სსრკ სახალხო არტისტი ვასილი ლანოვოი, რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა. საიუბილეო ღონისძიებები ოთხ დღეს გასტანს.
26 ოქტომბერს სპექტაკლით „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნება აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე.
27 და 28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“. მრგვალი მაგიდების მსვლელობისას განიხილება თეატრალური პროცესის სხვადასხვა საკითხი - განათლება და ახალგაზრდა მსახიობების დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო საქმიანობა, მას-მედიის როლი და სხვა.
მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გიორგი ტოვსტონოგოვი - ვიხსენებთ მაესტროს“ მიეძღვნება სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის  გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს. ასევე გაიმართება რეჟისორის სახლზე, ტოვსტონოგოვის ქუჩის #9-ში მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა.
იმავე საღამოს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ (ლ.ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ა.ვარსიმაშვილი. XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი).
27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას მიეძღვნა. ეს იქნება პირველი ღია თეატრალური მუზეუმი საქართველოში, რომლის დათვალიერებას შეძლებს ყველა, ვინც გრიბოედოვის თეატრს ეწვევა. მუზეუმის ექსპოზიციას შეადგენს რამდენიმე ათასი ერთეული - აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტუმები, უნიკალური ფოტომასალა და ა.შ.
ასევე გაიმართება სხვადასხვა საიუბილეო წიგნის პრეზენატაცია: გრიბოედოვის თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი, სადღესასწაულო "უვადო" კალენდარი, წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“, მიძღვნილი გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვების, პაველ ლუსპეკაევის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს და ლეონიდ ვარპახოვსკისადმი.
28 ოქტომბერს დიდ დარბაზში გაიმართება საზეიმო საიუბილეი საღამო, მიძღვნილი თეატრის 170-წლისთავისადმი.
დიდ ფოიეში გაიხსნება სსრკ სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები.
საიუბილეო დღეებს 29 ოქტომბერს დაასრულებს დიდი პრემიერა - ნ. გოგოლის „რევიზორი“ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით.
პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი". გენერალური სპონსორი - ვი თი ბი ბანკი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.   
ისტორიული ცნობა:
გრიბოედოვის თეატრი არის პირველი პროფესიული თეატრი კავკასიაში. ის 1845 წელს დაარსდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მის სცენაზე მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მსახიობები - ა.სუბათაშვილი-იუჟინი, ვ.კომისარჟევსკაია, ა.იაბლოჩკინა, სპექტაკლებს დგამდნენ ვ.მეიერჰოლდი, კ.მარჯანიშვილი და ა.შ. თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს გ.ტოვსტონოგოვმა, რ.სტურუამ, პ.ფომენკომ, ა.გომიაშვილმა, მ.თუმანიშვილმა, ვ.ანჯაპარიძემ, გ.ლორთქიფანიძემ.
1999 წელს თეატრს სათათავეში ჩაუდგა ავთანდილ ვარსიმაშვილი.  დღესდღეობით თეატრის რეპერტუარში 28 სპექტაკლია, ეს არის როგორც მსოფლიო დრამატურგიის კლასიკა, ასევე მრავალფეროვანი დადგმები ბავშვებისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრი მართავს „რუსული კლასიკის სეზონებს“.
2012 წელს გრიბოედოვის თეატრი გახდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საბჭოს ჯილდოს - ”ტოლერანტობის ქომაგის” პრემიის ლაურეატი. 2013 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე ”ოქროს რაინდი” გრან-პრი მიიღო სპექტაკლისთვის ”ხოლსტომერტი. ცხენის ამბავი”. იმავე წელს თეატრმა მოიპოვა საზღვარგარეთის საუკეთესო რუსული თეატრის წოდება და პრემია ”თეატრალის ვარსკვლავის” ლაურეატი გახდა.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგებში გრიბოედოვის თეატრი საუკეთესო თეატრების ხუთეულში შედის.

თბილისის მარათონთან დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები იცვლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 11:53

"თბილისის მარათონის" ჩატარებასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები იცვლება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, "თბილისი-მარათონთან" დაკავშირებით, 25 ოქტომბერს, 05:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც შეიცვლება.
"კერძოდ, № 4, 10, 90, 103, 106, 112, 124 - იმოძრავებს ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 42, 61, 87, 88, 140, 150 - პეტრე მელიქიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიკაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (#2-ის მიმდებარედ). უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (#2-ის მიმდებარედ) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბართაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გიორგი ცაბაძის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი.
№ 31 - თამარ მეფის გამზირი - წინამღვრიშვილის ქ. - გიორგი ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ბარათაშვილის ხიდი - მ/ს ,,ავლაბარი" - ქეთევან წამებულის გამზირი - იალბუზის ქ. - 300 არაგველების ხიდი - გორგასალის ქ. უკუმიმართულებით: კრწანისის ქ. (#63-ის მიმდებარედ) - კრწანისის ქ. - ვახტანგ გორგასალის ქ. - 300 არაგველების ხიდი - იალბუზის ქ. - ბოჭორმის ქ. - წინანდლის ქ. - ქეთევან წამებულის გამზირი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი.
№ 33 - გიორგი ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (#2-ის მიმდებარედ). უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (#2-ის მიმდებარედ) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი.
№ 37 - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. - გიორგი ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი. უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი.
№ 44, 50, 55, 80 - 300 არაგველის ხიდი - მარცხენა სანაპირო - იალბუზის ქ. - ბოჭორმის ქ. - წინანდლის ქ. - ქეთევან წამებულის გამზირი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან, გაჩერება "კონკის" მხარეს). უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. ("კონკის" მხარეს) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან წამებულის გამზირი - იალბუზის ქ. - მარცხენა სანაპირო - 300 არაგველის ხიდი - ვახტანგ გორგასალის ქ.
№ 46, 20 - გიორგი ცაბაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი - მ/ს ,,ავლაბარი" (მიმდებარედ). უკუმიმართულებით: მ/ს ,,ავლაბარი" (მიმდებარედ) - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიკაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი -გიორგი წინამძღვრიშვილის ქ.
№ 23, 95 - ივანე ჯავახიშვილის ქ. - ხეთაგუროვის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (#2). უკუმიმართულებით: ნიკოლოზ ბართაშვილის ქ. (#2-ის მიმდებარედ) - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან) - ნიკოლოზ ბართაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - ხეთაგუროვის ქ. - არნოლდ ჩიქობავას ქ. - გიორგი ჩიტაიას ქ.
№ 28, 53 - გიორგი ჩიტაიას ქ. - ცოტნე დადიანის ქ. - ხუდადოვის ქ. - მანჯგალაძის ქ. - ურიდიას ქ. - ცოტნე დადიანის ქ. - გიორგი ჩიტაიას ქ.
№ 59 - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გიორგი ცაბაძის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - ვარაზისხევის ქ. უკუმიმართულებით: გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიკაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. (მობრუნება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გადაკვეთასთან, გაჩერება "კონკის" მხარეს).
№ 62 - იმოძრავებს ფიროსმანის მოედანმდე
№ 71 - ქეთევან წამებულის გამზირი - იალბუზის ქ. - მარცხენა სანაპირო - 300 არაგველის ხიდი - ვახტანგ გორგასალის ქუჩა - გია გულიას მოედანი - გია გულიას ქ. - რიჩარდ ჰოლდბრიუკის ქ. - ნავთლუღის ქ. - მ/ს "ისანი". უკუმიმართულებით: ნავთლუღის ქ. - რიჩარდ ჰოლდბრიუკის ქ. - გია გულიას ქ. - გია გულიას მოედანი - ვახტანგ გორგასალის ქ. - 300 არაველის ხიდი - მარცხენა სანაპირო - იალბუზის ქ. - ბოჭორმის ქ. - წინანდლის ქ.
№ 91 - გიორგი ცაბაძის ქ. - დავით აღმაშენებლის გამზირი - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით: მერაბ კოსტავას ქ. - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიკაძის ქ. - მარცხენა სანაპირო - კოსტა ხეთაგუროვის ქ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

ფერნანდო იერო თბილისში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:00

მადრიდის „რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ექს-კაპიტანი ფერნანდო იერო თბილისში კლუბ „საბურთალოს" მოწვევით, საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ვეტერანი ფეხბურთელი დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერტაციის პრეზიდენტს ლევან კობიშვილს შეხვდება.

ფერნანდო იერო 21 ოქტომბერს, უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩსაც დაესწრება „საბურთალოსა" და დანიის „მიდტიულანდს" შორის.

ფერნანდო იერომ კარიერა კლუბ „ვალიადოლიდში“  დაიწყო სადაც ორი წელი გაატარა, 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. შემდეგ კი 1989 წელს მადრიდის „რეალთან“ გააფორმა ხელშეკრულება, სადაც 14 წელი გაატარა.

ნაკრებში, ისევე როგორც რეალში, იერო პირველად 1989 წელს გამოჩნდა. 21 წლის მცველმა სადებიუტო მატჩი 20 სექტემბერს, პოლონელების წინააღმდეგ გამართა და მას შემდეგ იგი ნაკრების უცვლელი წევრი გახდა.

2004 წელი მან ყატარის „ალ რაიანში“ გაატარა. იმავე სეზონის დასასრულს კი როცა მან საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე „ბოლტონმა“ მიიწვია, სადაც 2005 წლამდე დარჩა.

 

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 000 ნერგი დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 18:06

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარგავებით განაშენიანების მასშტაბური აქცია  ჩატარდა. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დაკვეთით თბილისის ზღვის მიმდებარედ ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 4 000 კონტეინერული ნერგი დაირგო. კონტეინერული ნერგი მისი წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე  მაღალი ხარისხითა და გახარების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.  

ბიძინა გიორგობიანის თქმით, პროგრამა „მილიონი ხის“ შესაბამისად საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში უკვე  რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და ასე  გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე.  „თბილისის ზღვის მიდებარე ტერიტორიაზე ამ სეზონზე უკვე 8 000 ხე დავრგეთ, დღეს ამავე ადგილზე 4 000  ფშატის, აკაციის, ფიჭვისა და მუხის კონტეინერულ  ნერგს ვრგავთ. მთლიანობაში კი საშემოდგომო რგვების ფარგლებში თბილისის მასშტაბითა 400 ათასამდე ხე-მცენარე დაირგვება. ჩვენი მიზანია აღნიშნული ეტაპობრივი ღონისძიებებით თბილისი უახლოეს მომავალში  ვაქციოთ მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად“ განაცხადა გიორგობიანმა.   

თბილისის ზღვის გარდა, სადაც მხოლოდ ამ სეზონზე 300 ათასი ნერგი ირგვება, გამწვანების სამუშაოები დაგეგმილია ასევე  ხუდადოვის ტყის გაგრძელებაზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ვაზისუბანში, ვარკეთილში, გურამიშვილის გამზირზე და  კუს ტბის ფერდობებზე. ამასთან,  რაიონულ გამგეობებს თბილისის მერიისაგან 35 ათასი ნარგავი გადაეცემათ. გამგეობები აღნიშნულ ნერგებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით თავიანითი რაიონების ტერიტორიებზე დარგავენ.

 მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები  უზრუნველყოფენ.  მცენარეთა დაზიანების ან ხმობის შემთხვევაში კომპანიები ხელშეკრულებით ვალდებული არიან ეს ნარგავები რგვების სეზონზე ახალი ნარგავებით ჩაანაცვლონ. 

დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ტარდება. 

2014 წლის საშემოდგომო და 2015  წლის სეზონური რგვების ფარგლებში ამ დროისთვის  ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ტყე-პარკებსა თუ გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ეზოებში, სულ 140 ათასამდე ნარგავია დარგული.

 

16 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

16 ოქტომბერს 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედანის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე. მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე და ავლაბრის მოედანზე.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

25 ოქტომბერს თბილისი მარათონი გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 17:29

13 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში (წერეთლის 118) გაიმართა სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის" პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ანა კეკელია, „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის" გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, ასევე, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი და პროექტის მენეჯერი გეგა ბურდიაშვილი.

"ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი "თბილისიმარათონი" 2015 წლის 25 ოქტომბერს, მეოთხედ ჩატარდება. წლეულს „თბილისიმარათონი" ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდება. ნაცვლად თბილისის ზღვისა, ღონისძიების მარშრუტი თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც. სიახლე გახლავთ ისიც, რომ ორგანიზატორები ღონისძიებაში მონაწილეთა ყველა ასაკის მსურველს უმასპინძლებენ, წელს პირველად გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1 კილომეტრიანი გარბენი 12-16 წლამდე მოზარდებისთვის. 16 წლიდან კი მსურველებს დარეგისტრირება შეეძლებათ როგორც ნახევარმარათონზე, ასევე 10 კილომენტრიან გარბენზეც.

"თბილისიმარათონი" წლეულს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც იმას ნიშნავს, რომ „თბილისიმარათონი" პირველი ნახევარმარათონია კავკასიაში, რომელიც AIMS-ის წევრთა სიაში მოხვდა! ნახევარმარათონი და 10 კილომეტრიანი გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing" სისტემით მოხდება. ღონისძიება   თბილისის   მერიის,   სპორტისა   და   ახალგაზრდობის   საქმეთა  სამინისტროს   და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ჩატარდება.

ღონისძიების  მიზანი  ერთის  მხრივ  საზოგადოებაში  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ქველმოქმედება გახლავთ. „თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" ტრადიციისამებრ გააორმაგებს და  წელს ქალაქ რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის   ცენტრის გაფართოებასა და კეთილმოწყობას მოახმარს. 2014 წელს „თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია "ჰაიდელბერგცემენტმა" გაორმაგებული ოდენობით (31 260 ლარი) ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობას მოახმარა. 2015 წლის    „თბილისიმარათონის"    ონლაინ    რეგისტრაცია    მიმდინარეობს    ვებ-გვერდზე: www.tbilisimarathon.ge და გრძელდება 24 ოქტომბრამდე.

თბილისის აეროპორტის განახლების პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 16:20

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები დღეს პრემიერმა, ერჯონომიმკს მინისტრმა და ტავ ჯორჯნიას წარმომდგრებმა დაათვალიერეს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ. საბოლოო ჯამში ტავს შევუთანხმდით ახალი ხელშეკრულების პირობებზე. ააშენდება ახალი ასაფრენი ბილიკი. ასევე მიმოსვლის ბილიკების მოწესრიგება. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 14:06

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა.  

პროექტის  მიზანია,  ახალ  ტურისტულ  მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მაქსიმალურად, მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებელების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. 

„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქის ძირითადი მარშრუტები განისაზღვრა, გადავწყვიტეთ, რომ ტურისტებს უფრო მეტად გავუმარტივოთ დედაქალაქში გადაადგილება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება.

მეორე ეტაპის სამუშაოები კი, ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქალაქში გადაადგილებას,  საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, რომ თბილისი რეგიონის ტურისტულ  ცენტრად იქცეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

„თბილისში ტურისტებისათვის საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა, მარკირების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი  დედაქალაქის სტუმრებს თბილისის უმნიშნველოვანესი ობიექტების დათვალიერებას გაუმარტივებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია,  მანიშნებლებს შორის  დაშორება კი, 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.

დეიმონ ვილსონი გიგი უგულავას საქმეზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:17

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას გმობს, ამერიკელი ექსპერტი ეხმაურება. როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, თბილისის ყოფილი მერის საქმე კანონის უზენაესობის გამოცდაა. 
"საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობიდან და თითქმის არშემდგარი სახელმწიფოდან იქცა ქვეყანად, რომელიც დასავლეთის კარებთან დგას, ნატო-ს კარებზე აკაკუნებს და აქვს წარმოუდგენლად მყარი კავშირები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოში ახლა პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მომწიფების პერიოდია. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება," – აცხადებს დეიმონ ვილსონი. 
მისივე შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო საქმე სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულობის ტესტია.
"მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი, მაგრამ მნიშნელოვანია საქართველომ ამას თავი ისე გაართვას, რომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა, რომელიც ვითარებას აკვირდება, ასევე ქართველი ხალხის ნდობა. მწვავე პოლიტიკური დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ამ ხაზის პოვნა გარდამავალი დემოკრატიებისთვის ყველაზე რთული მისიაა. ჩემი აზრით, საქართველოში ახლა სწორედ ამ სირთულის მომსწრენი ვართ," – განმარტავს ამერიკელი ექსპერტი. 
დეიმონ ვისლონის თქმით, სირთულეების მიუხედავად ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების სჯერა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამისთვის საჭირო წინაპირობები როგორიცაა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადობის და პოლიტიკური ოპოზიციის გააზრება ადვილად მისაღწევი არ არის. 

საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრები ესპანეთთან 2:5 დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 05:48

ევროპის 2017 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისში ესპანელი თანატოლები მიიღო და დიდი ანგარიშით – 2:5 დამარცხდა.
გოლი ძალიან სწრაფად მე-2 წუთზე გვიდა. ჟერარ დეულოფეუმ მარჯვენა ფლანგზე იყოჩაღა და საჯარიმოში დაბალი გადაცემა განახორციელა, რომელსაც მუნირ ელ ჰადადი გამოეხმაურა და ქურდაძის კარი აიღო.
ესპანელების სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა, მათე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით მოახერხა წონასწორობის აღდგენა. დარჩენილმა დრომ სტუმართა მცირე უპირატესობით ჩაიარა და შესაბამისად ქართველებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა რამდენჯერმე არია ზაბალაგას კარს შორი მანძილიდან დაემუქრნენ, მაგრამ ეს ბურთები ბასკი მეკარის იოლი ნადავლი შეიქნა.
მეორე ტაიმის დასაწყისიც ანალოგიური გამოდგა და 57-ე წუთზე ესპანელებმა ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მუნირ ელ ჰადადი დუბლი შესრულებას ცდილობდა, მაგრამ ქურდაძემ აჯობა. მე-60 წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა საბა ლობჟანიძემ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ამჯერად ქართველთა სიხარული გამოდგა ხანმოკლე – ჟერარ დეულოფეუმ მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთხელ იყოჩაღა და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, ქართველთა დაცვა ჩავარდა, რითაც მარკოს ასენსიომ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
სწრაფად გაშვებულმა გოლმა ქართველებზე უარყოფითად იმოქმედა, ხოლო ესპანელებს პირიქით ფრთები შეასხა და მათ გაცილებით აგრესიულად შეუტიეს. 67-ე წუთზე საულ ნიგუეზის გადაცემა მოედანზე ექვსი წუთით ადრე შემოსულმა ბორხა მეიორალმა შეირგო და ესპანეთი მეორედ გაიყვანა წინ. ექვს წუთში კი, მუნირ ელ ჰადადი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა ქართველთა საჯარიმოში და ძლიერი დარტყმით დუბლი გაიფორმა.
მატჩის დასასრულს სტუმრებმა მეხუთე გოლის გატანა მაინც მოახერხეს, შეცვლაზე შემოსულმა სებალიოსმა 90-ე წუთზე ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:5.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თბილისში, 13 ოქტომბერს, ესტონელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური