„მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული ნუკა ყარალაშვილი გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 16:44

გუშინ გვიან ღამით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დასრულდა სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი. სილამაზის კონკურის „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა.

„მის საქართველოს" თქმით, იგი საერთოდ არ ოცნებობდა მოდელობაზე, თუმცა ამ საქმეს ხელი სერიოზულად 15-16 წლის ასაკიდან მიჰყო. "სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს, თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს. ასევე ატელიე კიკალას, რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები", – აღნიშნა ნუკა ყარალაშვილმა.

„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში16 წლიდანაა ჩართული და როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის მთავარი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. როგორც ცნობილია, ნუკა მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

„მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.

“მის საქართველო 2015″-ის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“, რომელიც ამ კონკურსს 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს საქართველოს ლამაზმანი ანა ზუბაშვილი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “I ვიცე მის საქართველო 2015” გახდა ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან

“II ვიცე მის საქართველო 2015” - ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან

“ვიცე მის საქართველო 2015” - მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან

“ვიცე მის საქართველო 2015”  - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან

ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

“მის    მეგობრობა”  -  მაკუნა ამაშუკელი

“მის ტალანტი” - ელენა ტიტოვა

 “მის ფოტოგენურობა” - გრეტა შერგელაშვილი                                           

“მის ტელეგენურობ” - მარიამ შერაზადიშვილი

“ტოპ მოდელი” -  ნუკა ყარალაშვილი

 “მის ელეგანტურობა”   - მარიამ გუჩუა

 “მის გრაცი” -  თუთა საღარეიშვილი

 “მის ფიტნესი” - ანუკა სიხარულიძე

 “მის მომხიბვლელობა”  - ნანა დეისაძე

 “მის ექსტრავაგანტულობა” -  სალომე გიგაური

 “მის შარმი” - მარიანა მაქაძე

 “მის ინტელექტი” - ნინო ოკუჯავა

სარეკლამო კომპანია მაქსპრომის რჩეული - ნინა არჯევანიძე

კომპანია  Jungle Fever  Georgia-ს რჩეული -  ანი ხარაზიშვილი                     

ენერგეტიკული სასმელი “შარკის” რჩეული - მარიამ გუჩუა

“მის საქართველო 2015”-ს  გადაეცემა მთავარი პრიზი, საოცნებო ავტომობილი MINI COOPER COUPE, რომელიც დააწესა კომპანიამ  “ომეგა მოტორსი”.

 

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:20

საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ციუფან ვ. და 1976 წელს დაბადებული შინლუნ ი, საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ნათელა ტ, 1967 წელს დაბადებული ნანა გ. და 1972 წელს დაბადებული იზაბელა ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:21

მიმდინარე წელს თბილისის 115-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50-ე სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის №165-ე საჯარო სკოლაში პირადად გაეცნო განხორციელებულ სამუშაოებს. ამ სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს და იგი ერთ-ერთი სკოლაა, სადაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა. დღეს სკოლის 60% რეაბიტირებულია - გამაგრდა შენობა, გადაიხურა, შეიღება, გაკეთდა კიბეები, ოთხივე სართულზე მოწესრიგდა წყლის გაყვანილობა და სველი წერტილები, 18 საკლასო ოთახი გარემონტდა, მოეწყო სამედიცინო ოთახი და რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

გრიბოედოვის თეატრს 170 წელი უსრულდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 13:45

გრიბოედოვის თეატრს 170 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისი სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებას მასპინძლობს.
28 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში საზეიმო საღამო მოეწყო, რომელიც საქართველოში რუსული თეატრის 170 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
იხილეთ ფოტოგალერეა
საზეიმო საღამოზე გაიხსნა სახალხო არტისტების გიგა ლორთქიფანიძისა და ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები. შედგა ასევე წიგნის - „ბედის პარტიტურა. ლეონიდ ვარპახოვსკი“ პრეზენტაცია.
გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება თბილისში 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიებებში მონაწილეობენ  ქართული თეატრის წარმომადგენლები, თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები 21 ქვეყნიდან. იუბილეს სპეციალური სტუმრები არიან სახალხო არტისტები ოლეგ ბასილაშვილი, ვასილ ლანოვოი და ირინა მურავიოვა.

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

გაეროს ქალთა ორგანიზაცია თბილისში კონფერენციას მართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 09:16

დღეს თბილისში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის შესახებ კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას პარალმენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გახსნიან.
ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორები გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „ტასო“ არიან. ღონისძიების პირველს დღეს მონაწილეები თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელებენ და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვასა და პროექტით მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.
კონფერენციის მეორე დღე გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების განხილვას დაეთმობა. საკუთარ გამოცდილებას წარადგენენ ის თვითმმართველობები, რომლებშიც გენდერულად მგძრნობიარე ბიუჯეტირება წარმატებითაა დანერგილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე  ცოტნე ყავლაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან  სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, კახეთისა და იმერეთის თვითმმართველობების წარმომადგნლები და სოფლად მცხოვრები, დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აქტივისტი ქალები ამავე რეგიონებიდან.
ღონისძიება ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისში საუკეთესო Freestyle ფეხბურთელი სეან გარნიე ჩამოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 14:44
29 ოქტომბერს თბილისში სპეციალური ვიზიტით საუკეთესო Freestyle ფეხბურთელი სეან გარნიე (Séan Garnier) ჩამოვასეანი 31 წლის ფრანგი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ფრისტაილერად აღიარებული. სეანს მოგებული აქვს სამი საფრანგეთის ჩემიონატი და ორი მსოფლიო ჩემოიონატი, მას ჰყავს თავისი გუნდი სახელად Street Style Society, იგივე S3, რომელიც აერთიანებს ფრისტაილ ფეხბურთს, ფრისტაილ კალათბურთს და კიდევ რამდენიმე ქუჩის დისციპლინას.
 
სეანის ერთ-ერთი პროექტია Sean vs (versus), რომლის ფარნგლებში ის ცნობილ ფეხბურთელებს უპირისპირდება. მათ შორის არიან ნეიმარი, ზიდანი, რონალდო, დროგბა და სხა ლეგენდარული სპორტსმენები. მათ საერთო ვიდეოებს youtube-ის ნახვების ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი. პროექტის მეორე ნაწილია Sean vs ყვეყანა, მაგალითად Sean vs Georgia ანუ სეანი საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ამ პროექტს განახორციელებს სეანი თბილისში - შეეჯიბრებება ქართველ ფეხბურთელებსა და ჩვეულებრიც გამვლელებს ქუჩაში.
 

ნარმანიას განცხადებით,თბილისის გარშემო გამხმარი ხეების მოჭრა და ახლების დარგვა უახლოეს დღეებში დაიწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:43

თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებითი სამუშაოები დაიწყება. როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები დაიწყება. მოჭრილი ხეები ახალ ნერგებით მიმდინარე შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე ჩანაცვლდება.

„მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქში „თბილისი-მარათონი“ იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:04

დედაქალაქში „თბილისი-მარათონი“უკვე მეოთხედ იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს “თბილისი-მარათონის” ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.
„თბილისი-მარათონი“ დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარათონი. საკმაოდ დიდია მონაწილეთა რიცხვი, მათი რაოდენობა ორი ათასს აჭარბებს და სამასზე მეტი უცხოელი სტუმარია ჩამოსული მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელი ღონისძიება მოიცავს სამ გარბენს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს (500 მ. და 1000 მ.).
„თბილისი-მარათონის“ გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
„თბილისი-მარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია Sporturlaub, რომელიც „თბილისი-მარათონისთვის“ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისი-მარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. "თბილისი მარათონი"„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტია. 

 

შსს-მ ჰეროინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 11:43

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,003452 გრ ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური