თბილისში საფრანგეთის საელჩოს საპატრულო პოლიცია იცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 15 ნოემბერი 2015 12:14

თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან ამ დრომდე მიდიან ქართველები საკუთარი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამოსახატად. მოქალაქეებს საელჩოსთან მიაქვთ ყვავილები, სანთლები და ტრანსფარანტები. რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ფრანგები. მათ მომხდარის გამო წუხილი გამოთქვეს. ფრანგებმა ქართველებს თანადგომისთვის მადგლობა გადაუხადეს. თბილისში საფრანგეთის საელჩოს მეორე დღეა საპატრულო ეკიპაჟი იცავს. ხვალიდან კი საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. 

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში ელოდებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:53

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში დღის ბოლომდე ელოდებიან. 

 უმრავლესობაში აცხადებენ, ბიუჯეტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული. ოპოზიციის მოთხოვნაა,  გაიზარდოს საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დედაქალაქის მომსახურე პერსონალის ხელფასები, მუნიციპალურ ტრანსპორტში უფასო მგზავრობით პენსიონერებმა, პედაგოგებმა, სოციალურად დაუცველებმა და სტუდენტებმა  ისარგებლონ .

 

ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ 2016 წელს თბილისიდან ურუმჩის გავლით დაგეგმილ ახალ მიმართულებებზე პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:48

ავიაკომპანია “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისიდან ურუმჩის გავლით მსოფლიოს რამდენიმე ქალაქისმიმართულებით ახალი რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ დღეს სასტუმრო „Hualing Hotels and Preference-ში” გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის კონსული, საელჩოს წარმომადგენლები, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმისსააგენტოების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ-ჯორჯიას“, ტურისტულიკომპანიების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ. მისი განცხადებით, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ მეოთხე წელია უწყვეტად ახორციელებსრეგულარულ რეისებს ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე. „კომერციული ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ქვეყანაში განპირობებულია ფრენისუსაფრთხოებისა და უშიშროების მაღალი სტანდარტებით, საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსით,გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალ დონეზე გაწეული სააერნაოსნო მომსახურებით. როგორცსაავიაციო ხელისუფლება, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ თითოეული ჩამოთვლილიკომპონენტის გაუმჯობესებაზე და დახვეწაზე. კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც მაქსიმალურადგავაგრძელებთ საავიაციო ბაზარზე უკვე შემოსული თუ დაინტერესებული ავიაკომპანიების მხარდაჭერას“ -აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.

როგორც ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ჭანგ ძუნმაგანაცხადა, საქართველოდან მიმავალი ტურისტებისთვის, რომლებიც ავიაკომპანიის სატრანზიტომომსახურებას გამოიყენებენ, უფრო დაბალი ფასები ექნებათ.

“China Southern Airlines” ის ინფორმაციით, მგზავრები შეძლებენ თბილისიდან ურუმჩის გავლით ფრენაგააგრძელონ შემდეგი მიმართულებებით:

სეული (თბილისი-ურუმჩი-სეული);

გუანჯოუ-ნიუ-იორკი (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ-იორკი);

გუანჯოუ-ტორონტო (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტო);

გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი (თბილისის-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი)

დავით ნარმანია MTC-ის კლიპზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 17:28

MTC-ის ვიდეორგოლში, რომლის უდიდესი ნაწილი თბილისშია გადაღებული, საუბარია იმაზე რომ კომპანიის ახალი სერვისით მოსაუბრეთა ხმა მთელს რუსეთში იდეალურად ისმის. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებმა  კლიპი გააპროტესტეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კითხვები აქვთ. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ. 

„ამ კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით, შეთანხმების საჭიროება მერიის მხრიდან არ არსებობს,“ - განაცხადა დავით ნარმანია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მას კლიპი არ უნახავს.

სავალუტო ფონდის მისია თბილისში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 12:05

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია. 

შემფასებელი მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ და ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეხვედრებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკში გამართავს. ვიზიტი საქართველოში 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე წლის მაისშიც იმყოფებოდნენ. ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემები ეროვნული ვალუტის კურსი და მისი გამყარების გზები იყო.

ფედერიკა მოგერინი თბილისს დღეს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 11:27

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თბილისს დღეს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში მოგერინი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან. 

ვიზიტის ფარგლებში, ფედერიკა მოგერინი „გენდერული თანასწორობის“ შესახებ საერთაშორისო დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საოკუპაციო ზოლს მოინახულებს.

საქართველოს დედაქალაქს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა სტუმრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 17:24

საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. 

დაგეგმილია საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა. 

ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის წევრები განიხილავენ მათი ურთიერთობების მიმდინარეობას, თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს. 

სხდომას ესწრებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. 

Mercedes-Benz Fashion week Tbilisi დღეს იწყება!

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:33

დღეს  Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015 იწყება! ჩვენებები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საღამოს 21:00 საათიდან ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დაიწყება.  კვირეულის დევიზია ”ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”.  ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მსოფლიო ასპარეზზე გასატანად თბილისში ჩამოდიან გავლენიანი ბაიერები კევენ მაკდერმოტი და მაიკლ რუდოლფი.

მოდის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი კოლექციები  ჩვენების დასრულების შემდეგ ”თბილისი მოლში” , სპეციალურად ამ კვირეულის ფარგლებში მოწყობილ Showroom-ში გადაინაცვლებს. მსურველებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ახალ წლამდე შეეძლებათ.
შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. მათ შორის განაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ბლოგერი, ”მოდის მეფედ” წოდებული ბრაიან ბოი, რომელიც ”ნიუ-იორკ პოსტმა” მსოფლიოს 9 ინტერნეტვარსკვლავს შორის დაასახელა, მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, მოდის მეტრად წოდებული ნატალი ჯუსი, რომელიც  სტილისტობას და მოდის კრიტიკოსობას წარმატებით უთავსებს ბლოგერობასაც. მოდის კვირეულის გასაშუქებლად თბილისს პირველად ეწვევიან ამერიკული, იტალიური, რუსული  ვოგის რედაქტორები და ჟურნალისტები,   Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015-ს    ფართოდ გააშუქებს  “Marie Claire“, “ნიუ-იორკ თაიმსი”, ”ელი”, ”კოლეზიონი” და სხვა წამყვანი მოდის გამოცემები.
Mercedes-Benz Fashion Week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში  ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად თბილისი მოლის Showroom-ში წარმოდგენილი იქნება  Mercedes-Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის  მთავარი იდეაც ხომ  სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა  და აღქმის ჩვენებაა.
”Mercedes-Benz  Fashion week Tbilisi 2015 სხვა მხრივაც გამორჩეული იქნება. ჩვენ ამ კვირეულის განმავლობაში ახალი სტანდარტების დანერგვას ვცდილობთ: ნაჩვენები იქნება  სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები,  აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა  და დიზაინერებზე  გაკეთდება.  გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის  საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს,” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი  სოფო ჭყონია.
20 წელია რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი,  მოსკოვი, სტამბული, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის  ხელს უწყობს  დიზაინერების აღმოჩენას  და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და  მოდის სამყაროში ცნობილ და  გავლენიან ფიგურებს შორის.    
 მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია „Mersedes-Benz“. კვირეულის პარტნიორები არიან  „კოკა-კოლა“, “ფერერო როშე”,  „სამსუნგი“ და “თბილისი მოლი“.

 

რა შეზღუდვები დაუწესდებათ თბილისში ტაქსისტებს? - მერია ლიცენზირების საკითხზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:33

დედაქალაქის მცხოვრებთათვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა მოუწესრიგებელი გზები თბილისის ქუჩებში, საცობები არა მხოლოდ პიკის საათებში, უკვე თითქმის მთელი დღის განმავლობაში, გადაჭედილი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები, რომელთა რაოდენობაც თბილისში ყოველდღე მატულობს და საგზაო მოძრაობისას ხშირად პრობლემას ქმნის.

როგორ აპირებს დედაქალაქის მერია ტაქსებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან ტაქსების ლიცენზირების შესახებ. მათივე ინფორმაციით, კონკრეტული დრო, თუ როდის დაიწყება ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, ჯერ უცნობია, რადგან მათი თქმით, ეს მოკლევადიანი პროექტი  არ არის და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. "ყველა თბილისელის სურვილია, რომ ეს სფერო დარეგულირდეს. ტაქსების ლიცენზირების თემაზე მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მიდის კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რადგან ეს საკითხი აქამდე ასე მწვავედ არ დამდგარა, მაგრამ ეს პროცესი დროში საკმაოდ გაწელილია და მოკლევადიანი პროექტი არ არის. როგორი უნდა იყოს ლიცენზირება - იქნება ეს ტექდათვალიერება, რომელიღაცა წელს გამოშვებული მანქანების აკრძალვა თუ სხვა, ამაზე მიდის მუშაობა. ჯერ მოსამზადებელი ეტაპია და როდის დასრულდება, ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი იზრდება და ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას,  მერიამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის“, - აცხადებენ მერიაში. 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გიორგი კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ვალტერის“, „კოლტის“, „სტეჩკინის“ და „ბრაუნინგის“ ტიპის 5 პისტოლეტი, „პარაბელუმის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინის ტიპის იარაღი, 12 მჭიდი და 666 საბრძოლო ვაზნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-1 და მე-3 ნაწილით)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური