თბილისში მეჩეთის გაქურდვის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:52

სამართალდამცველებმა თბილისის მეჩეთში მომხდარი ქურდობა გახსნეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

"მოქალაქის" ორგანიზატორობით ფინანსური სტაბილურობის თემაზე ფორუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 23:12

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მოქალაქის" ორგანიზატორობით ფინანსური სტაბილურობის თემაზე თბილისში ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

სამშაბათს, 1-ლ დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საზოგადოება 2030 -ის ინიციატივით გაიმართება მასშტაბური ფორუმი თემაზე: ფინანსური სტაბილურობა, ევროასოცირების ეკონომიკა და საქართველოს განვითარების კორპორაციის მომავალი.

ფორუმში მონაწილებას მიიღებენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პროფესიული და აკადემიური წრეები, ოფიციალური პირები. ღონისძიების მხარდამჭერი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“.

შესაძლოა თბილისში შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 14:12

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი აღდგება, - ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა. მისი განმარტებით პროექტი თბილისის გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება.

მერის მოადგილე და რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებენ, რომ არსებობს პროექტის აღდგენის 3 ვარიანტი. ეს ვარიანტები თბილისის გენერალური გეგმის ავტორებს გადაეგზავნებათ და სწორედ ისინი აირჩევენ საუკეთესოს. 

ძლიერი ხანძარი თბილისში-ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 00:14

ძლიერი ხანძარი თბილისში-ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე მდებარე 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული შენობა იწვის. 

რა მიზეზით გაუჩნდა ძველ კინოთეატრს ხანძარი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ცეცხლი იმდენად დიდ ფართობს მოედო, რომ მეხანძრეები ამ დრომდე ვერ აქრობენ. ადგილზე მობილიზებულია 8 სახანძრო ეკიპაში.

ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ შენობაში უსახლკარო პირები ცხოვრობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ხანძრის დროს შენობაში. 

ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე თბილისში იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:00

ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პროგრამებზე მსჯელობდნენ დღეს ნატოს მაღალჩინოსნები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილებოდა. დისკუსიის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და რუსული საინფორაციო პროპაგანდა იყო.

შეხვდრა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

დეკემბერში თბილისი ლატვია-საქართველოს ეკონომიკურ კომისიას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 13:31
2015 წლის 7-8 დეკემბერს თბილისში, ლატვია, საქართველოს - ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა  მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ედგარს რინკევიჩუსტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მზარდ პერსპექტივას,  განსაკუთრებით კი ამ ახალი პროექტების კონტექსტში, რაც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს.
„თბილისში გაიმართება საქართველო-ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც განიხილება ეკონომიკური თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები.  არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზარდოს,  განსაკუთრებით ბოლო პერიოდის  მნიშვნელოვანი პროექტების კუთხით, იქნება ეს  „აბრეშუმის გზის“ განვითარების ინიციატივა და ასევე  სხვადასხვა სატრანზიტო პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ ლატვიასთან ერთად  რათა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და ლოჯისტიკური კომუნიკაცია გავაუმჯობესოთ“-განაცხადა კვირიკაშვილმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის  მზარდი სავაჭრო ურთიერთობების არსებობას და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.  „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგები. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ სამომავლოდ მოახდინოს  ამ ხელშეკრულების ძალიან მნიშნველოვანი დაბულებების იმპლემენტაცია.“ განაცხადა ედგარს რინკევიჩუსმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
 
 
 

თბილისში პროექტის „სითბო მოხუცებს - ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ პრეზენტაცია გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:07

20 ნოემბერს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში სადემონსტრაციო პროექტის „სითბო მოხუცებს - ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“ პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სადემონსტრაციო პროექტს, რომელშიც წარმოდგენილია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ისეთი  ღონისძიებები, როგორიცაა: მზის თერმულ სისტემასთან ინტეგრირებული, ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობისა და ცხელწყალმომარაგების ავტონომიური სისტემის მონტაჟი, შენობის გარე პერიმეტრის კრიტიკულ ზონებში ენერგოეფექტური მახასიათებლების გაუმჯობესება, ვარვარა ნათურების ჩანაცვლება ფლუორესცენტული ნათურებით.
პროექტში განხორციელებული ღონისძიებები, გარდა ტექნიკური და ეკონომიკური სარგებლისა, გამოიწვევს კლიმატის ცვლილებაზე ზეგავლენის შემცირებას.
სტუმრები დაათვალიერებენ ხანდაზმულთა პანსიონატის შენობას და მასში განხორციელებულ ენერგოეფექტურ ღონისძიებებს.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეები, პროექტის განხორციელებამდე, ვერ სარგებლობდნენ ცენტრალური გათბობით. ელექტროღუმელებით თბებოდა მხოლოდ საცხოვრებელი ოთახები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გაზიფიცირება და გათბობის სისტემის მონტაჟი. ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ამოქმედების შემდეგ, შენობაში იქნება  ცენტრალური გათბობა.
შენობაში არსებული ყველა კარ-ფანჯარა დღეს არის დათბუნებული. ასევე განხორციელდა შენობის გარე კედლების ნაწილობრივი თბოიზოლირება და მისი ე.წ. ცივი და თბილი ფართების გამხოლოების სამუშაოები.
სამომავლოდ, შენობაში შეიცვლება 1000-ზე მეტი ნათურა ენერგოეფექტური ნათურებით. ასევე დასრულდება მზის თერმულ სისტემასთან ინტეგრირებული, ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობისა და ცხელწყალმომარაგების ავტონომიური სისტემის მონტაჟი.
აღნიშნული პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს თბოდანაკარგებს შენობასა და გარე სივრცეს შორის და დაზოგავს ხარჯებს შენობის გათბობაბზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად ამაღლდება კომფორტის დონე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში.
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ყოველწლიურად მოსალოდნელია 181600 კვტ.სთ     ენერგიის დაზოგვა, რაც  გამოიწვევს  13900 ლარით  ენერგოადასახადების  და 35200 კგ.-ით ატმოსფეროში CO2-ემისიების შემცირებას.
პროექტი განახორციელა „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველომ“, „BP”-სა და მისი ნავთობისა და გაზის პატრნიორების დაფინანსებით  „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის“ ფარგლებში.
პროექტის თანადამფინანსებელთა შორისაა შემდეგი ორგანიზაციები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)/ „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია“,  „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში.

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 11:53

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული ყველა დიასპორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმა მარგალიტა ხიდირბეგიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც შეკრებილ საზოგადოებას ტოლერანტობის დღე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიულოცა და ფრაქციას „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე ქართველებსა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, ეროვნულიუმცირესობების წარმომადგენლებს შორის არსებულ ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე ფრაქცია„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტოლერანტობის დღე მიულოცა.

„თბილისის დაარსების დღიდან ქართველების მხარდამხარ სხვადასხვა ერისა თუ ეთნოსისწარმომადგენლები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, რომლებთანაც ძმობისა და მეგობრობისხიდი გვაკავშირებს. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება “, - განაცხადა რიმა ბერაძემ დააღნიშნა, რომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიულისაქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ფრაქციასთანარსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც ეთნიკურუმცირესობებთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ურთიერთობათა გაღრმავებაა.მისივე თქმით, საბჭოს მუშაობის ფორმატში არაერთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარასაფუძველი და მრავალი პროექტი განხორციელდა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში გამართულშეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკრებულოშიშექმნილი ეროვნულ უმცირესობათა საბჭო დალოცა.

რიმა ბერაძემ საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ეროვნული უმცირესობებისწარმომადგენლებთან თანამშრომლობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთან,ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა, როგორიცაა „მეგობრობის სახლის“შექმნა, რომელიც გადაწყვეტის ფაზაშია ასევე ბაკურიანში ტოლერანტობის ბანაკისამოქმედება,  სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაცია.

დეპუტატმა საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების კუთხით ბოლო ერთიწლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანგანხორციელებულ პროექტ „ვისწავლოთ ქართულის“ თაობასაც გაუსვა ხაზი, რომლისფარგლებშიც საქართველოს 13 რაიონის, 56 სოფელში, 2500-მა მსმენელმა სახელმწიფო ენისშესწავლა შეძლო.

დღესვე რიმა ბერაძემ არაქართული არქიტექტურული ძეგლებისა და ქართული სახელმწიფოსმხრიდან მათი მოვლა-პატრონობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დასასრულს, დეპუტატმამოწვეულ სტუმრებს იმ აქტივობების ჩამონათვალი გააცნო, რომლებიც ეროვნულუმცირესობებთან მიმართებაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის, რელიგიური დაეთნიკური მრწამსის მქონე პირთა უფლებებია დაცული. საქართველოში მცხოვრებ ეროვნულუმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაცია თანასწორობის პრინციპებზეა დამყარებული.მჯერა, რომ ერთად ყოფნით, მეგობრობით, ურთიერთთანადგომით კიდევ უფრო საინტერესომატიანეს შევუქმნით ჩვენს დედაქალაქს. ჩვენი სამაგალითო ქართული ტოლერანტობითმართლაც სანიმუშო მაგალითი ვიქნებით ყველა ერისთვის, რომელიც დღეს ასეთიპრიორიტეტულია დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ. საკრებულოსთამარ მეფის სახელობის დარბაზში 13 ეთნოსისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ყოფისადა ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშების კუთხეები იყო წარმოდგენილი. სულ კი ღონისძიებას 30-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ესწრებოდა.

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო, ხოლო ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.

თბილისი და ვაშინგტონი "რუსთავი 2"-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:07

12 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი და მისი მოადგილე ენტონი ბლინკენი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს კი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდა.

მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოებისათვის თავისუფალი სივრცეების არსებობის მნიშვნელობა. ვაშინგტონი მიესალმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლებელს ხდის რუსთავი 2-თან დაკავშირებით სააპელაციო პროცედურების გაგრძელებას და საქართველოში მედია პლურალიზმის შენარჩუნებას.განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მიღწევებსა და რეფორმებზეც ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამსახური და სასჯელაღსრულებითი სისტემა.

"აშშ კმაყოფილებით აღნიშნავს რუსთავი 2-ის საქმის სააპელაციო განხილვასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას, რომელიც წინსვლისა და მედია პლურალიზმის დაცვის შესაძლებლობას ქმნის. ორივე მხარემ აღნიშნა ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობა. ამერიკული მხარე იწონებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მართლმსაჯულების, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით და გამოთქვამს იმედს, რომ სიღრმისეული რეფორმები გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკულ დონეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერებისთვის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს საკრებულოში განიხილავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 09:49

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება დღეიდან ფრაქციებში, რის შემდეგად დოკუმენტზე მსჯელობა უკვე კომისიებში გაგრძელდება. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, კვლავ პრიორიტეტულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ხარჯები გათვალისწინებულია 26 მაისის მოედანსა და პუშკინის ქუჩაზე ორ დონიანი გზების გასაკეთებლადაც.

ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. დოკუმენტი კვირის ბოლოს შენიშვნებით ისევ დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური