თბილისში 6 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:59

ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, დედაქალაქის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გლდანსა და ნაძალადევში მშენებარე საბავშვო ბაღები დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, თემურ თორდინავასთან და რაიონების გამგეობების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა და კონკრეტული დავალებები გასცა. ამ დროისთვის, თბილისის სხვადასხვა რაიონში 6 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღების ნაწილი ექსპლუატაციაში გაზაფხულზე, ნაწილი კი წლის ბოლომდე შევა. 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა კიდევ ერთი ახალი - 128-ე საბავშვო ბაღი, რომელშიც, დამატებით, 500 ბავშვი დარეგისტრირდა.  

„წარმატებით ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით. 6 ბაღიდან 3 უკვე პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან აღჭურვას, დაკომპლექტებას საჭიროებს რაც აპრილის ბოლომდე დამთავრდება და 15 მაისამდე 3 ბაღში უკვე შემოვიყვანთ აღსაზრდელებს. დანარჩენი 3 ბაღიც ამ გაზაფხულზე დასრულდება, ასევე, აღიჭურვება და სექტემბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, შესაბამისად, დამატებით 3 ბაღში კიდევ შევლენ აღსაზრდელები. გარდა ამისა, წლევანდელი გეგმის ფარგლებში, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელთა საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს, ტერიტორიები შერჩეული და გადაცემულია ბაღების სააგენტოსთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ მომდევნო წლისთვის კიდევ 10 ახალი ბაღი შეემატება ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა, რაც ბაღებში თავისუფალი ადგილების დეფიციტის მიზეზად იქცა. შესაბამისად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წინა წლებში დახურული საბავშვო ბაგა-ბაღების აღდგენა-რეკონსტრუქციასაც ახორციელებს. უკვე გაიხსნა დახურული 132-ე ბაღი და 109-ე ბაღის დახურული ფლიგელი, უახლოეს კვირებში ფუნქციონირებას განაახლებს ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაღიც, რომელშიც აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება, მთლიანობაში კი, ბაღი 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.  

ბაღების მშენებლობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია პირველ რიგში იმ რაიონებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. უახლოეს პერიოდში გაიხსნება გლდანში მდებარე ახალაშენებული ბაგა-ბაღიც, რომელშიც დღეს თბილისის მერთან ერთად რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძეც იმყოფებოდა.  გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. 

პანორამა თბილისის წინააღმდეგ მაშტაბური აქცია იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 15:00

არასამთავრობო ორგანიზაციები პანორამა თბილისის წინააღმდეგ ხვალ მასშტაბურ აქციას თავისუფლების მოედანზე გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

აქციას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც შუერთდება.

ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:05

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს, ასევე ამოღებულია 204 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც მდმა-ს შეიცავს და 50,03 გრ ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც კეტამინს შეიცავს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ბრალდებულმა თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით ალირეზა მ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლით).

 

 

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 

ამჟამად, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის ფრეზირება და საფუძვლის რეციკლირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.

გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის კონკურსის გამარჯვებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 14:57

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად  ნიკოლოზ გურაბანიძე დასახელდა. 
აღნიშნულის თაობაზე განცხადება 
 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა,  
ძველ უბნებისთვის იერსახის შენარჩუნების მიზნით,  კონკურსის პირობებში   შესაფერისი აბრების დიზაინის მოთხოვნა იყო გათვალისწინებული.
კონკურსის ჩატარების აუცილებლობა 
დედაქალაქში  ამ მიმართულებით არსებულმაგარკვეული სახის პრობლემებმა გამოიწვია.
დეპუტატის თქმით, 
ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაადამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდვური შედომაა დაშვებული.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემისმოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელები აბრების დიზაინისშემუშავების თაობაზე.
საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილება,რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით,ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს უნდა უპასუხოს’’,-აღნიშნა ლია ჯახველაძემ.
კომისიის ინიციატივით, დედაქალაქისა და ასევე საკრებულოს არსებობის ისტორიაში დიზანის შესარჩევი კონკურსი  პირველად  გამოცხადდა და შემოსული განცხადებების გადარჩევის საფუძველზე შერჩეული 6 კონკურსანტის ესკიზებიდან გამარჯვებულად ნიკოლოზ გურაბანიძის  ნამუშევარი დასახელდა.   
 ლია ჯახველაძის განცხადებით,   
გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინისკონკურსი  2015 წლის 6 ივლისს  გამოცხადდა  და მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო.

გიორგი ალიბეგაშვილმა სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 15:47

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის  მერმა დავით ნარმანიამასევე საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით დაწყებული სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელ ცენტრი, რომელსაც  შპს „ფიტამინი“ გახსნის, 2 000მომხმარებელზეა გათვლილი და 20 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის.
წარმოდგენილი მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზანი ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის გზით ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობაასევე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

აღმნაშენებლის გამზირის გარკვეული მონაკვეთი საფეხმავლო გახდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:57

დაგეგმილია, რომ აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილი,  ფოსტის შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, იყოს საფეხმავლო, სადაც განთავსდება ღია კაფეები. ეს საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა მარშუტები ალტერნატიულ ქუჩებზე გადალადგება,"  - ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა.


ნარმანიას განცხადებით, მშენებლობის პერიოდში გზემზე შეზღუდვები იქნება:

"ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები  იქნება და ესეც გვიჩვენებს თუ რამდენად გადალაგდება ტრანსპორტი სხვა პარალელურ ქუჩებზე," - განაცხადა დადექალაქის მერმა.

თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადამიანებით, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 11:04

"თბილისი მართლაც სრულიად განსაკუთრებული ქალაქია, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, არქიტექტურით, რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებული ადამიანებით და ჩვენი ვალია, რომ წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი განვაახლოთ, ახალი ენერგია შევძინოთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ახალი პროექტი საშუალებას იძლევა,  განვავითაროთ ტურიზმი და ეკონომიკა:

"განვავითაროთ ტურიზმი, ეკონომიკა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ქალაქი გახდეს იმედის მომცემი, საინტერესო, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჩვენი ქალაქის ვიზიტორებისთვის, ტურისტებისთვის იყოს ეს ქალაქი მიმზიდველი და ძალიან საინტერესო,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

აგვისტოდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 16:33

აგვისტოდან თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება დაიწყება. ამ პერიოდიდან დედაქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ განცხადება დღეს მერიაში გაკეთდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით შესაბამისი ტენდერი პირველ მარტს დასრულდება.

თბილისში გზა ჩაინგრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:28

900 მილიმეტრიანი წყლის მილის დაზიანებამ რამდენიმე საათით თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, 112-ის შენობასთან სავალი ნაწილის ჩანგრევა და მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, რომ წყალმომარაგება მოსახლეობას დაახლოებით 16:00 საათისთვის აღუდგება. ამ დროისთვის დასრულდება ასევე სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური