დღეს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:55

დღეს  დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება. 

როგორც ცნობილია, საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

დედაქალაქის საკრებულომ  ბიუჯეტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. 

 

თბილისის საკრებულო აქციას -"მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე" შეუერთდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 15:35

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს აქციას "მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე “ შეუერთდა.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები სამსახურში ავტომანქანების გარეშე მივიდნენ. 

აქციაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და აპარატის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

აქციას- “მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე” სხვა ქალაქების მსგავსად, 22 სექტემბერს თბილისი პირველად შეუერთდა. 

აქციის მიზანია, მოქალაქეებმა ერთი დღით  საკუთარი ავტომობილები სახლში დატოვონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით, ან სულაც  ფეხით იარონ, რადგან ყველამ ნახოს, თუ რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილებიდან გამონაბოლქვის გარეშე. 

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” ევროპის კონტინენტზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ ქალაქში აღინიშნება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:37

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

“ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:45

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

“ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

ძიუდოისტებს სპორტში შეტანილი წვლილისთვის თბილისის საკრებულომ მადლობის სიგელები გადასცა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 10:46

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის მიღება გაიმართა. 

შეხვედრა, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ეროვნული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას მიეძღვნა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. 

ქეთევან ჯოხაძემ ძიუდოისტებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში კიდევ არაერთი წარმატება უსურვა. 

სპორტსმენებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული სპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, ამ მიზნით თბილისში არაერთი სპორტული კომპლექსი უკვე გაიხსნა და კიდევ რამდენიმე ახლი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ეროვნული ნაკრების სახელით თბილისის საკრებულოს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის კვლავაც ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს, ქართველ ძიუდოისტებს ძიუდოს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.

ხმაური თბილისის საკრებულოსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 14:20

თბილისის საკრებულოსთან შეკრებილი ”პარტიზანი მებაღეები” საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებენ. აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა  ”პარტიზანი მებაღეები”არსად წასვლას არ აპირებენ. 
თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერ დავით ნარმანიას ელოდებიან. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისე ”პარტიზან მებაღეებს” მასთან კითხვები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით აქვთ.

საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 16:10

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განხორციელდა.

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 12:55

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან- რიმა ბერაძესთან, დავით უთმელიძესთან, იოსებ მანჯავიძესა და შალვა ოგბაიძესთან, ასევე  თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია ადგილობრივი ხელისუფლების ევროპულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონგრესზე, რომლის თემა  „ადგილობრივი თვითმმართველობები დღეს -  ხალხი, თანამშრომლობა, ინოვაციებია“,  გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრები  სიტყვით გამოვლენ და ყურადღება სთბილისის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე, ასევე  ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილებენ.

კონგრესის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ,  როგორიცაა:  პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობა ევროპაში, ტრანსპორტი და მობილურობა თანამედროვე მუნიციპალიტეტებში, ნარჩენების დამუშავების აპრობირებული მეთოდები, მუნიციპალიტეტების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ბიზნესისა და მეცნიერების  თანამშრომლობა.

კონგრესის ფარგლებში,   საქართველოს სტენდი მოეწყობა, სადაც დედაქალაქის  მერიის წარმომადგენლები სტუმრებს  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, უკვე განხორციელებულ და სამომავლო  პროგრამებს დეტალურად გააცნობენ და  ტურისტულ გზამკვლევებს, თბილისის  მარშრუტებს, საინვესტიციო კატალოგებსა და სხვა საინფორმაციო ბროშურებს შესთავაზებენ.

სტენდზე ასევე   საქართველოში დამზადებული  ღვინო, ყველი და ჩირის ნაირსახეობა იქნება წარმოდგენილი.

კონგრესში მონაწილეობას, დაახლოებით, 1200 ადამიანი, მათ შორის  ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  ჟურნალისტები  მიიღებენ.

ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 5-6 აპრილს გაიმართება.

 

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის და მერიის მაღალჩინოსნების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 16:23

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატების ერთერთი საუბრო თემა, ის კომპანია იყო რომელსაც თბილისში ავარიული სახლების გამაგრების ვალდებულება აქვს აღებული და მას ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარი ჩაერიცხა. წარმოდგენლი დოკუმენტების მიხედვით, ეს არის კომპანია „დავსი“, რომელიც არის რუსეთში დაფუძნებული კომპანიის ფილიალი საქართველოში.

"ეს კომპანია დავსი იძახდა, რომ იყო დედაკომანიის ფილიალი საქართველში და თვითონ ის კომპანია, იძახდა, რომ იყო სხვა კომპანიის ქვეკონტრაქტორი შპს „სატელიტისო“. ასევე ამბობდა, რომ ქონდა მიღებული კონტრაკტები ქალაქ სამარაში, ლენინის რაიონში. და აი ამ საბუთების საფუძველზე ეს კომპანია ამაგრებს ავარიულ კორპუსებს“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს განცხადებით, მას ამასთან დაკაშირებით ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს დეპუტატები ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 11:14

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდოამრე რიმა ბერაძე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი და საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“  არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპუტატები  ეზიდთა სალოცავს ეწვივნენ და მათ მიერ დაარსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გამრთულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

საკრებულოს წარმომადგენლებმა ნორჩი მხატვრების გამოფენა დაათვალიერეს და პატარა ხელოვანები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა ეზიდებს ცენტრის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  სახლი, რომელსაც საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვა აქვს, კიდევ უფრო დაახლოვებს ამ თემის წარმომადგენლებს.

რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა  საკოორდინაციო საბჭოს  შესახებ ინფორაცია მიაწოდა და მისი პრიორიტეტები გააცნო.

ია მაკასარაშვილმა  კი, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებებზე ისაუბრა და სამგორის რაიონში მცხოვრებ ეზიდებს მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრა მოგვიანებით კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები  დედაქალაქში არსებული სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თემებით დაინტერესდნენ. 

საკრებულოს წევრებმა თითოეული საკითხი დეტალურად განიხილეს და მასპინძლებს, როგორც თბილისის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.

შეხვედრა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდოამრის ინიციატივით განხორციელდა. როგორც  რიმა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოში არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოში შესული ყველა ინიციატივა და მოსაზრება დეტალურად იქნება შესწავლილი. საჭიროების შემთხვევაში კი,  საბჭოს შუამდგომლობით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და  მერიისა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის მოეწყობა შეხვედრები, სადაც განხილული იქნება კონკრეტული წინდადებები. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“  არსებული ეროვნული უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მასში 15 დიასპორაა გაერთიანებული.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური