გიორგი არეშიძის მოადგილე ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:45

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. მას კაბინეტში ბრიფინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. ხაბეიშვილს განუმარტეს, რომ ბრიფინგი პრესამსახურთან არ იყო შეთანხმებული. თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ ბრიფინგის ჩატარება საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსს თინათინ მგელაძეს შეუთანხმა. მისი თქმით, ის იმ გუნდთან ერთად მუშაობას არ აპირებს, ვინც "თბილისელებზე არ ზრუნავს". ლევან ხაბეიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს ხაბეიშვილი მერიიდან გაათავისუფლეს და თანამდებობაზე სასამართლომ აღადგინა.

"პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ თანამდებობას. 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან. სამი სასამართლო პროცესის მოგების შემდგომ მე დღეს ვიკავებ განათლების , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცას. ჩემი ერთწლიანი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და ამ სიმართლის აღსრულებისთვის. ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში , მაგრამ 7 თვე დამჭირდა , რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო. ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის . ყველამ გაიგოს, რომ აღარავინ, აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურიდან. ეს იყო ბრძოლა იმის საჩვენებლად, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როცა მართალი ხარ, არცერთი ნაბიჯი უკან. არ ვაპირებ, არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს. ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა, შესაბამისად, ვფიქრობ, მარტივი გასაგებია ჩემი გადაწყვეტილება. სიმბოლური იყო ჩემი რამდენიმე სამუშაო დღე. ვეცადე, პირადად ამეხსნა კალაძის ცოლისძმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი ძალიან სერიოზულ შარშია და, ფაქტობრივად, გროვდება საბუთები, რაც მისი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის გარანტი იქნება," - წერს Facebook-ის გვერდზე ხაბეიშვილი.

ჯაბა ჯიშკარიანმა შინდისსა და წავკისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:20

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. 
საკრებულოს დეპუტატმა მთაწმინდის გამგებლის მოადგილე ბადრი ხვადაგიანთან ერთად დღეს შინდისსა და წავკისში განხორციელებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სკოლაში შემოვლითი გზით უწევდათ სიარული, აღნიშნული მონაკვეთის აღდგენით კი, ბავშვებისთვის მანძილი მინიმუმ 2 კილომეტრით შემცირდა. 
შინდისში კაპიტალურად მოეწყო მერანის ქუჩა, რომლის მეშვეობითაც ორი ერთმანეთისგან მოწყვეტილი მოსახლეობის მიერთება განხორციელდა. 
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა ხევიდან გამდინარე სანიაღვრე სისტემა და 4 ათას კვ.მ ფართობზე დაიგო გზის ახალი საფარი.
მათივე განმარტებით, საკრებულოს დეპუტატმა და გამგეობის წარმომადგენლებმა დღესვე წავკისში მდებარე ვ. გორგასლისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქუჩებიც დაათვალიერეს.
ბადრი ხვადაგიანის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კი უკვე დაიგო 6 ათასი კვ.მ. ფართობის გზა და კაპიტალურად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 
საკრებულოში აცხადებენ, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები კოჯორსა და კიკეთში მდებარე რამდენიმე ქუჩაზეც განხორციელდა.

თბილისის ფოტო ფესტივალი დღეს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:25

TBILISI PHOTO FESTIVAL-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნის კვირეული  25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში 200-მდე ევროპელი, ქართველი  და რეგიონალური ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები ექსკლუზიური გამოფენების, მასტერკლასების და ტრადიციული “ფოტოგრაფიის ღამის” პროგრამაში. 

თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნა 25 სექტემბერს გაიმართება 18.00სთ-ზე აბანოთუბანში (ლეღვთახევში), გამოფენით ღია ცის ქვეშ  “ომის შემდგომი ისტორიები ”, რომელიც გერმანელი კლაუდია ჰეინერმანის, პოლონელი მიჰალ ივანოვსკის და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.

TBILISI PHOTO FESTIVAL არ ღალატობს ტრადიციებს  და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფიის მხარდაჭერის პარალელურად, ფესტივალის  პუბლიკას მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების  გამოფენებს სთავაზობს. მათ შორის 2015 წლის პროგრამაში,  მსოფლიოს  ყველაზე  პრესტიჟული ფოტო სააგენტოს Magnum Photos  ორი წევრის - იტალიელი ალექს მაიოლის (Alex MAjoli) და ფრანგი ანტუან დ’აგატას (Antoine d’Agata) ექსკლუზიური გამოფენები იქნება ნაჩვენები, რომლებიც სპეციალურად თბილისი ფოტო ფესტივალისთვის დაკომპლექტდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის ქრონიკას და 2009 წელს ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აერთიანებს. ფოტოები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის გადაღებული.  გამოფენის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში, ფოტო ფესტივალის  ფარგლებში შედგება.  მეორე მნიშვენლოვანი მსოფლიო პრემიერა, როემლიც ასევე სააგენტოს “მაგნუმი” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, სკანდალურ და თვითმყოფად  ფრანგ ფოტოგრაფს ანტუან დ’აგატას სახელს უკავშირდება, ასევე თბილისის ფოტო ფესტივალის  პროგრამაში დაგეგმილი გამოფენით შედგება. “დაბნელება” ანტუან დ’აგატს მიერ საქართველოში 2009 წელს გადაღებული ფოტოების სერიაა.

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი #DYSTURB, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალსიტებს აერთიანებს, თბილისის ფოტო ფესტივალის  საპატიო სტუმარია.  #DYSTURB -მა მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური ფორმატის  ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე აკრავს. #DYSTURB-ის პრექტის მეშვეობით ფოტოჟურნალსიტიკური გამოსახულება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს ურბანული ეპიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის  ქუჩები  #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომლებიც  ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება

სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს  TBILISI PHOTO FESTIVAL  რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება - კავკასიაში პირველი ფოტოწიგნის ბაზრობა Tbilisi Photo Book სწორედ თბილისი ფოტო ფესტივალის ეგიდით იხსნება 27 სექტემერს  საქართველოს მწერალთა სახლში. პირველად საქართველოში Tbilisi Photo Book ევროპელი ფოტოწიგნის გამომცემლების, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფების წიგნებს მოუყრის თავს.  Tbilisi Photo Book-ს საზეიმო გახსნა ფოტოწიგნების დიზაინერების, ევროპული ინსტიტუციების, ლიტვური ფოტოწიგნის განონცემლობების თანდასწრებით გაიმართება.

ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიება კვლავ “ფოტოგრაფიის ღამეა” -ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში, რომელიც 26 სექტენბერს გაიმართება.  200-მდე ფოტოგრაფი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რომელსაც 28 ევროპული, ქართული და რეგიონალური ინსტიტუტცია წარადგენს.

ფესტივალის  პროგრამაში საჯარო ლექციების და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდი სერიაა დაგეგმილი.  მათ შორის,   ფოტო წიგნების ყველაზე პრესტიჟული საერთაოშორისო პრიზების მფლობელ დიზაინერთან - ტომ მრაზაუსკასთან, რომელიც ფესტივალის სტუმარია და მაგნუმის საგენტოს ერთ-ერთ ვარსკვლავთან ანტუან დ’აგატასთან, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის სტუმარი უკვე მეორედ არის.

თბილისი ფოტო ფესტივალი 2015 წლის გამოშვებით  იმყარებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფოტოგრაფიული ღონისძიების რეპუტაციას და  ფოტოგრაფიის განვითარების  უმნიშვნელოვანეს  პლატფორმად რჩება.

Tbilisi Photo Festival 2015-ის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

პარტნიორთა შორის არიან: პოლონეთის საელჩო, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, UN Women,  Rooms Hotels, სადაზღვევო კომპანია “არდი”…

თბილისის მერიის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 10:06

გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში დღეს საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული, სიმართლეს არ შეესაბამება.

ქალაქ თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში, დღეს, მედიის წარმომადგენელთათვის რაიმე სახის განცხადების გავრცელება დაგეგმილი არ არის. ამასთან, როდესაც დედაქალაქის მერიაში საგანგებო ბრიფინგი იმართება, მედიასაშუალებებისთვის ანონსს მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უწყების ბრიფინგები იმართება დედაქალაქის მერიის შენობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N7. 

თბილისის მერიის „მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი 600 000 ლარით ფინანსდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:30

თბილისის მერიის "მეწარმეობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება - კერძო კომპანია ბიზნესის ახალი მიმართულებით განვითარებისთვის იაფ  სესხს (6%), 600 000 ლარს მიიღებს.

სესხის გაცემის შესახებ განკარგულება დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. პროექტის ფარგლებში, შპს „ბუნება“ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრს ააშენებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის გათვლებით, მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაასრულდება. პროექტი ითვალისწინებს 6 სართულიან შენობაში სასტუმროს და ბიზნესცენტრის განთავსებას. სასტუმროში იქნება 16 ნომერი 30 ადგილით და ობიექტის დასრულების შემდეგ დასაქმდება 30-35 პირი.

ამჟამად ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის კარკასი აშენებულია. მშენებლობის დასასრულებლად საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იაფი სესხის მოძიება და შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერიას.

შპს „ბუნება“ ამჟამად მინისა და მეტალო-პლასტიკის პროდუქციის დამზადება/რეალიზაციას და საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას ახორციელებს. 

გვერდი 9/ 9-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური