დღეს დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:55

დღეს  დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად გადაეგზავნება. 

როგორც ცნობილია, საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვარიანტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

დედაქალაქის საკრებულომ  ბიუჯეტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს. 

 

გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 15:09

თბილისის მერიის,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში დღეს გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით,   კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და გამოფენის კურატორი კომპანიის “Galgano&Tota”-ს და გამოფენის სპონსორის „ვითიბი“ ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“  მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს და  იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც „იტალიური სტილის“ დამკვიდრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გამოფენაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები იქნება წარმოდგენილი. კომპანია “Galgano&Tota”-ს მიერ  მომზადებული ექსპოზიცია თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების  წარმოსაჩენად შერჩეულ 80-მდე  ისტორიულ მოდელს  მოიცავს.

თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა  იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართულ-იტალიური პროექტი, რომელიც არის გამორჩეული თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით იმიტომ, რომ საქართველოში ჩამოსულია იტალიის მოდის 60 წლიანი ისტორია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა  როგორც დიზაინერებისთვის, ასევე  ზოგადად მოდით დაინტერესებული ადამიანებისთვის“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

გამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი 14 ნოემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით  უმასპინძლებს.

დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 13:52

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ პოლ სმიტს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური   ბაღის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მომზადებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის ცალკეული საკითხები განიხილეს.  დავით ნარმანიამ გრძელვადიანი  სტრატეგიის  შემუშავების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომელიც ბაღს განვითარებისა და  ბიომრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.  

დოქტორმა პოლ სმიტმა  შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და ბოტანიკური ბაღის საჭიროებების კვლევისა და სტრატეგიის მომზადების პროცესში საერთაშორისო საბჭოს აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, დოქტორი პოლ სმიტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, 22-23 სექტემბერს, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწვევით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის  მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. მათ შორის, მნიშვნელოვანია,  იშვიათი ენდემური  მცენარის - ქართული ნუშის  პოპულაციების აღწერასა და თესლის ბანკის შექმნასთან დაკავშირებული  პროექტი, რომელიც საბჭოსთან თანამშრომლობით ამჟამად ხორციელდება.

სოფელ გლდანში საჭიდაო დარბაზი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 13:44

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი გახსნეს.

საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2015 წელს დაიწყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 480 ათასი ლარი გამოიყო.

„მორიგი წინასაარჩევნო დაპირება შესრულდა. გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის დარბაზი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დახურული და მოუწესრიგებელი იყო. გლდანის მიკრორაიონებში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც ამ სპორტით არიან დაკავებულები და დარწმუნებული ვარ, ღირსეული მომავალი თაობა გაიზრდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შენობა, თავისი ორიგინალური ფორმითა და კონსტრუქციით, წარმოადგენს ძველი სტილის  ნაგებობას, სადაც ადრე  სახელგანთქმული ფალავნის - კულა გლდანელის სახელობის სახალხო შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში იმართებოდა, ხოლო შემდგომ - ათწლეულების მანძილზე შენობა მიტოვებული და უფუნქციო იყო.

სპორტულ დარბაზში თავისუფალი ჭიდაობის, კლასიკური ჭიდაობის და ძიუდოს შესწავლა მოხდება, სასწავლო ჯგუფებში  8-დან 15 წლამდე ასაკის 100 მოზარდი ჩაირიცხება.

თბილისის მერიის მიზანია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტის სახეობები ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

თბილისის მერია აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 15:00

თბილისის მერია შეუერთდა 22 სექტემბერს დაგეგმილ აქციას “დღე მანქანის გარეშე“. თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის  მოადგილეები - ნინა ხატისკაცი, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდნენ. აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სიამოვნებით ერთვება აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე  ზრუნვას გულისხმობს. მისი თქმით,  დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს   და მისი შემდგომ წლებშიც ჩატარების საჭიროებას უსვამს ხაზს.  

თბილისში  მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქცია „დღე მანქანის გარეშე“ 22 სექტემბერს პირველად აღინიშნება.

დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას - ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.

ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება - მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება.

აქციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან,  დედაქალაქის მთავრობის  წევრები შეუერთდებიან, სადაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება ვარდების მოედანზე დასრულდება. 

ნარმანია საკრებულოში უახლოეს დღეებში მივა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 13:20
საკრებულოს ხელმძღვანელობასთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად, ზუსტ თარიღსა და დროს ვაცნობებთ საზოგადოებას. ეს არ იქნება ძალიან შორს, შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. ნარმანიას თქმით, საკრებულოში უახლოეს მომავალსი მივა. შეგახსენებთ, საკრებულოს გაერთიანებული ოპოზოცია ქალაქის მერის მისვლას საკრებულოში ითხოვს.

„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 16:54
„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების გათავისუფლებას მოითხოვენ. „პარტიზანი მებაღეები“ ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში 20-მდე მრავალწლოვანი ხის მოჭრას აპროტესტებენ.

მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია თბილისის მერიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 აგვისტო 2016 12:44

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ითვალისწინებს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას. სივრცე მოეწყობა ახლებურად, იზრდება სამუშაო საათები, ასევე ნაცვლად კვირაში 5 დღიანი მომსახურებისა, 6 დღე მოვემსახურებით მოქალაქეებს. სიახლე იქნება ისიც, რომ ბევრ მათგანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, არ მოუწევს ადგილზე მოსვლა და ელექტრონულად შეძლებს განაცხადის გაკეთებას. სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და გარდა მერიის მისაღებისა, მოქალაქეებს  შეეძლებათ ასევე განაცხადები გააკეთონ ათივე რაიონულ გამგეობაში და შემდეგ, ეტაპობრივად, გამგეობებში მისაღებების მოდერნიზაციასაც  ვგეგმავთ. საკმაოდ კარგი და საინტერესო პროექტია, რაც, ერთის მხრივ, მომსახურებას გახდის უფრო მეტად სწრაფს და, მეორეს მხრივ,  გახდის უფრო მეტად ეფექტიანს. სამუშაოების დასრულებამდე ჩვენ მოქალაქეებს ვემსახურებით კოსტავას 72-ში, ამის შესახებ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკვე იციან და ცხელი ხაზის მეშვეობითაც ვავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ განაცხადებს დროებით ისინი ნაცვლად მერიის შენობისა აბარებენ კოსტავას 72-ში, ჩვენს ერთ-ერთ ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოში. სექტემბრის ბოლოდან მას შემდეგ, რაც ახალი, განახლებული  მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, მათ უკვე შეეძლებათ ისევ შარტავას 7 ნომერში გააკეთონ განაცხადი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს შესთავაზებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და სრულად ადაპტირებულ სივრცეს,  სწრაფ მომსახურებას, ასევე, გაზრდილ სამუშაო საათებს და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობას კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით). გარდა ამისა, მოქალაქეები მიიღებენ სრულფასოვან და კვალიფიციურ კონსულტაციას, სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ყველა რაიონულ გამგეობაში და მუნიციპალური სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონულადაც, სახლიდან გაუსვლელად. 

მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და  სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები 1 აგვისტოდან დაიწყო. შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღება, დროებით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-შია შესაძლებელი.  

 

„თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:26

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს წევრებმა, 2016 წელს საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული ერთერთი პროექტის საბოლოო ანგარიშს მოუსმინეს. შეხვედრაზე არქეოლოგებმა „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე 1 წლის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები შეაჯამეს.

არქეოლოგ მიხეილ აბრამიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღმოჩენილია 8 ქვევრი, სადაც კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ღვინო ინახებოდა. გარდა ამისა, ნაპოვნია 50-მდე ერთეული სამეურნეო ჭურჭელი, მრგვალი ნაგებობა და უძველესი ცულის ყალიბი.

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი წელს მეორედ გამოცხადდა. ჩატარებული კონკურსის შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ორი არქეოლოგიური პროექტი დაფინანსდა. კვლევები „შაჰტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

საბჭოს წევრები, უახლოეს პერიოდში „შახტახტის დედაციხის“ მიმდებარედ ჩატარებული კვლევების შედეგებს გაეცნობიან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო 2015 წლის 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს შექმნის მიზანი, თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ქალაქში ტურისტული მარშრუტების რაოდენობის ზრდაა.

მერიასთან აქცია ერთი პირის დაკავებით დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:13

თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. დიდუბის ბაზრის 50-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მეწილის მიერ კედლის აშენება გააპროტესტა. მათი თქმით, ეს მშენებლობა მათ საქმიანობას აფერხებს. სიტუაცია მას სემდეგ დაიძაბა, რაც მერიაში  გამართული შეხვედრიდან ბაზრის მეწილე გამოვიდა, მას აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. შემთხვევიდ დროს საპატრულო პოლიციამ სწორედ ბაზრის მფლობელი დააკავა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური