მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

გამოძიებოთ დადგენილია, რომ ბრალდებული, ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

11 ჰექტარი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 10:46

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი, 1 013 390 ლარის ღირებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - მარიამ ძულიაშვილი, მარინე ნადირაძე, ანა მაღრაძე და ცისანა გაბუნია დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან, შოთა დიდებაშვილთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროს, კახაბერ ქარელთან. 2001-2006 წლებში, საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე. 

აღნიშნულ საქმეზე ყველა მათგანს წარედგინა ბრალდება და მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური