ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 12:18

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვადასხვა საგანში პირველი-23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდების განრიგი შემდეგნაირია:

1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;

უცხოური ენა:

8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

 

10 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;

11 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

12 ივლისი (მეორე სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;

19 ივლისი (მეორე სესია) – სამოქალაქო განათლება;

22 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

23 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.

გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 ოქტომბერი 2018 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

„1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.

ამერიკის 9/11-ის ტრაგედიიდან ჩვიდმეტი წელი შესრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018 10:09

წელს შესრულდა ჩვიდმეტი წელი 9/11-ის ტრაგედიიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის მეგობართა კლუბმა გამართა ამხანაგური თამაში სოფტბოლში, რომელიც მთლიანად მიეძღვნა 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარ მტკივნეულ თარიღს.

თამაშის დაწყების წინ გაიმართა მცირე ცერემონია, რომლის ფარგლებშიც შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ქონდათ 9/11 - ის სოლიდარობის ბანერზე სიმბოლურად შეებათ აშშ-ის დროშის ფერი ლენტები. 9/11 მიძღვნილ მატჩშის გახსნის საპატიო მისია წილად ხვდა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტს ილია ზუკაკიშვილს, რომელმაც განახორციელა პირველი სიმბოლური მიწოდება. ღონისძიებას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, რომლებმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ამერიკელ კოლეგებს.

ამ დღეს ჩვენ ყველამ გულით ვიგრძენით და განვიცადეთ ის საშინელი ტკივილი, რომლის დავიწყება შეუძლებელია, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. 

ჩვენი ღონისძიება, “ 9/11 თავისუფლების ხე“ არის პროექტი, რომლის მეშვეობითაც გვინდა პატივი მივაგოთ, შემზარავი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ადამიანებს, ასევე სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ამერიკელ ხალხს.

9/11-ის თარიღი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, ვინაიდან ტერორისტი ფანატიკოსების მიერ განხორციელებული ეს დაუჯერებელი და სიძულვილით განხორციელებული სისასტიკე მიმართული იყო არა მარტო ამერიკელი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენთაგანის მიმართ, რადგან ისინი ცდილობდნენ გაენადგურებინათ თავისუფლების და დემოკრატიის ის პრინციპები, რომლებზეც დაფუძნდა ეს დიდი ერი. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის ძლიერი ქვეყანა, რომელმაც დიდიხნის წინ დაამარცხა სიძულვილი და ჩვიდმეტი წლის შემდეგაც უფრო ძლიერი სიყვარულით შეძლო გაეგრძელებინა ცხოვრება.  

დღევანდელი ჩვენი ღონისძიების მეშვეობით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო და ხაზგასმით დავაფიქსირო ჩემი და ამერიკის მეგობართა კლუბის ურყევი მეგობრობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური