ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია თბილისში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015 20:40

პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციის (COP21) გახსნის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მოეწყო კონფერენცია, რომელზეც განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები კლიმატის ცვლილების სფეროში.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის გამოცდილებისა და გეგმების განხილვა, რომლებიც ხელს შეუწყობს და თავის წვლილს შეიტანს გლობალურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია საშუალო  გლობალური  ტემპერატურის  ზრდის შეზღუდვაში 2°C-ის ფარგლებში პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული საშიში, შეუქცევადი ცვლილებები კლიმატურ სისტემაში და უზრუნველყოფილი იქნას ადაპტირება ცვალებად კლიმატთან.
კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პროექტ ‘კლიმა ისტ’ მიერ (‘კლიმა ისტ: კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის დახმარება’).
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია ჩატარდება 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პარიზში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 200-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დამკვირვებლები, საერთო რაოდენობით დაახლოებით 40 000  ადამიანი.

თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე საქართველოსა და იაპონიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:57

იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

 

დოკუმენტის ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ჯარისკაცებს მიესალმნენ.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზებას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას.

გენ ნაკატანიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარ უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა - მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება პროექტებისა და იდეების კონკრეტულ რეალიზებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასრულებისას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართული დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიწვია. თინათინ ხიდაშელმა კი გენ ნაკატანი საქართველოში დაპატიჟა. იაპონიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა, საქართველოს ესტუმროს და ადგილზე გაეცნოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა პატივი მიაგო სამაშველო ოპერაციებსა და სამხედრო წვრთნებში დაღუპული იაპონიის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღესვე, ქართული დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრება.

ხალვაში R2-ში ხელფასების შემცირებას, გარკვეული ჟურნალისტებისა და დაცვის თანამშრომლების გათავისუფლებას აპირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 17:44

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ში სახელფასო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

„თანამშრომელი რომელიც დასთანხმდება იმ ხელფას რომელიც კომერციულად გამართავს კომპანიას დარჩება და იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ 30 ათასი ან 45 ათასი რეალური ხელფასი იყოს,“ - ამბობს ქიბარ ხალვაში.

მისი თქმით, ტელეკომპანიაში ასევე იგეგმება დაცვის სამსახურის შეცვლაც.

„არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყველა სპეცრაზმელი, თუ მისი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი შეინარჩუნებს იქ სამსახურს, მაგის პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ასევე მე ვთვლი, რომ აფეთქებული ავტობუსებისა და აჩეხილი ვაზის დამდგმელი ჟურნალისტიც არ უნდა დარჩეს, ოღონდ ამას გადაწყვეტილებას მიიღებს დავით დვალი,“ - ქიბარ ხალვაში.

ევროსაბჭო აზერბაიჯანთან თანამშრომლობას წყვეტს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:45

ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს ექსპერტები აზერბაიჯანთან ადამიანის უფლებების სფეროში თანამშრომლობას წყვეტენ და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მიზეზად აზერბაიჯანში ვითარების "დრამატული გაუარესება" სახელდება.ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიერნ იაგლანდმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უკვე აცნობა.

"დამოკიდებულება უფლებადამცველთა მიმართ მკვეთრად გაურესდა. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ აქტივისტს იჭერენ. ევროსაბჭომ ციხეში მათი ყოფნის მიუღებელ პირობებზე საგანგაშო ინფორმაცია მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროსაბჭოს ექსპერტები იმ სამუშაო ჯგუფში მუშაობდნენ, რომელიც ბაქოში 2014 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. აღნიშნულ ჯგუფში ასევე იყვნენ გაწევრიანებულნი აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე უფლებადამცველები. სამუშაო ჯგუფის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო. ამ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებული იყო რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვაც, რომელსაც 1-ელ სექტემბერს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 10:13

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური