ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020 12:50

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ  შვიდ თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“, – აცხადებს ბანკი.

ამასთან, უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები.

„იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი,  შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და  ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმშია 5550 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

სუპერმარკეტ "სმარტში"4 თანამშრომელი დაჭრეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:35
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა., თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც., ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა გიორგი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:59

2016 წლის თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ გააცნეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება იზრდება.
საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით გაიზრდება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი – 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 15%; აღმზრდელი – 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%; მზარეული – 20%; მზარეულის დამხმარე – 20%; დამლაგებელი – 20%; მრეცხავი – 20%, საქმისმწარმოებელი – 15 %; ფსიქოლოგი – 15%, ლოგოპედი – 10%.
გარდა ამისა, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება. ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარი აქვს გამოყოფილი.

25-ე არხის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 10:29

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 25-ე არხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიის დირექციის წინააღმდეგ  სარჩელი შეიტანეს.

ისინი სამსახურში აღდგენას და მიღებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იუსტიტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავს. 

გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანიის მფლობელს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებენ.

“ჩვენი გათავისუფლლების საფუძველი მოგვეჩვენა, რომ იყო დაუსაბუთებელი. ფაქტი, რაც უძღოდა წინ, არ იძლეოდა ამ გადაწყვეტელბის მიღების საფუძველს,“ - განაცხადა 25-ე არხისსაინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია მერკვილაძემ.

ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა შრომითო კოდექსის უხეში დარღვევით.

ირაკლი აბესაძის განცხადებით მერიაში ,,ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლების დანიშვნა გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 13:31

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა -თბილისი“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ამავე ფრაქციის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართეს. 
საკრებულოს დეპუტატები თბილისის მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურნენ და დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს. ირაკლი აბესაძის თქმით, გამოცდილი და კვალიფიციური კადრების შერჩევის ნაცვლად მერიაში გრძელდება ,,ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლების დანიშვნა, რომლებიც არა თბილისელების პრობლემების მოგვარებას, არამედ კონკრეტული პროექტების, მათ შორის ,,პანორამა თბილისის“, კრწანისი-შინდისის გზისა და პუშკინის ესტაკადის განხორციელებას უწყობენ ხელს. 
თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა თემურ გრიგალაშვილმა. დეპუტატმა 2016 წლის ბიუჯეტის თაობაზეც ისაუბრა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მონიტორინგის განხორციელება მოითხოვა.

ნარმანია თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საპროტერსო აქციას ისევ გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 16:14

დედაქალაქის მერი თბილსის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საპროტერსო აქციას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მათი მოთხოვნები არ გადაიხედება და იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, მათი ჩანაცვლება მოხდება.

"მნიშვნელოვანია, რომ არავინ შეგვიშალოს ხელი ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში. როგორც კი დავინახავთ, რომ ცალკეული თანამშრომლების ქმედება ნეგატიურად აისახება ქალაქის დასუფთავებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ მათგანს ჩავანაცვლებთ ახალი კადრებთ," - განმარტა დავით ნარმანიამ. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი უკვე მეორე დღეა გაფიცულია. ისინი კვლავ ხელფასების მომატებას და მეცამეტე ხელფასის დარიცხვას ითხოვენ.

მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:01

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულმა, ერთერთი კომპანიის წარმომადგენელს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი დაამზადებინა, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე 5 ათასი ლარი ჩაერიცხა. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ ჯანდარაში "ბი-პის" კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცვას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 12:31

უკვე მესამე დღეა გაფიცვა გრძელდება სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე, გარდაბნის რაიონის  სოფელ ჯანდარაში. 400-მდე თანამშრომელი დღეს ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ისინი "ბი-პის" კონტრაქტორ კომპანიას ჰყავს დასაქმებული. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია. პროტესტი გრძელდება ვალეშიც. 

შოთაძის შეხვედრა თანამშრომლებთან მთავარი პროკურორის რანგში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:11

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში უწყების თანამშრომლებს პირველად ხვდება.

შეხვედრას განყოფილებების ხელმძღვანელები და საპროკურორო საბჭოს წევრები ესწრებიან. ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს სამოქმედო გეგმას აცნობს.

„მიუხედავად ამ რეფორმირებისა, ჩვენ ეს რეფორმა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ. მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისე როგორც თქვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ასევე ზოგადად პროკურატურის გასავითარებლად და გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მერიის ყოფილი თანამშრომლები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 15:23

პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ დედაქალაქის მერიის ყოფილი თანამშრომლები.

მათი განცხადებით, უწყება აჭიანურებს ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებას და ამავდროულად პროკურატურაში საჩივრის აღმძვრელ პირებს იბარებენ.

მათი განმარტებით, დაკითხვები სხვა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 
მერიის ყოფილი თანამშრომლები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველს სთხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება არც ერთი ნაბიჯით წინა რ წასულა.

„ჩვენ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ, რომ მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება, იმიტომ რომ ამ თანამშრომლებზე დაიწყო პროკურატურამ სხვა მიმართულებით ზეწოლა. პირად საუბარში ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ გამოიტანენ საჩივარს გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ, მოხდება ამ ადამიანების დაკავება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური