გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 18:50

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

ვლადიმერ პაპავამ თანამდებობიდან გადაგომის გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 17:17

ვლადიმერ პაპავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას პირველი მაისიდან დატოვებს .

 პაპავა ერთი თვის განმავლობაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას შეასრულებს.

ვლადიმერ პაპავა არც ხელახალ არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ თავად ყოფილმა რექტორმა განაცხადა.

მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა პოსტი დატოვეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 13:49

მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა თანამდებობები დატოვეს. უკვე სახელდება  მათი შემცველელების ვინაობაც. ინფორმაციას შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მცხეთა-მთიანეთში პოზიციას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, შიდა ქართლში კი გუბერნატორის მოვალეობას რწმუნებულის მოადგილე შეასრულებს.

ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე გუბერნატორის შეცვლის თაობაზე.

მერიაში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან წასვლას ადასტურებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:59

საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში გრძელდება. 

მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი თანამდებობას ტოვებს.

„გარკვეული გადაადგილებები ახლაც მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომლის მიზანია, რომ პროცესების გაუმჯობესება და თბილისში არსებული გამოწვევბის უფრო ეფექტურად რეაგირება მოხდეს. პაატა ჯაჭვლიანი მუშაობას, ალბათ, მერიის სხვა მიმართულებით გააგრძელებს," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მერიაში გადაადგილებები შეიძლება გაგრძელდეს.

საკადრო წმენდა პოლიციაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 იანვარი 2016 13:09

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, რიგი საკადრო ცვლილებები მოხდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა.შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.14 იანვარს კი, ახალი მოადგილეების წარდგენისას, მინისტრმა უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელება არ გამორიცხა.

ნარმანიას მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 11:12

თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ. როგორც "ნიუსდეის" მერიაში განუცხადეს, სოლომონია თანამდებობაზე რჩება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი სოლომონიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე მეორედ გავრცელდა . 

დედაქალაქის მერის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 10:58

თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილე გიორგი სოლომონია გვიან ღამით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოფიციალურად მერიაში ჯერ- ჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა მედიაში დილიდან აქტიურად ვრცელდება,გავრცელებული ინფორმაციით სოლომონიას გათავისუფლების მიზეზი უსახლკაროთა თავშესაფართან დაკავშირებული საკითხები გახდა. სოლომონიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა,თუმცა არ დადასტურდა. 

ნარმანია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:03

თბილისის მერი საკუთარ საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ არ იცის რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა.

„რატომ გადავდგე, მაშინ როცა საქმე ვაკეთებთ? მაშინ როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მივუყვებით გეგმაზომიერად და ამის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დავით ნარმანია ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ამბავს რეალობასთან კავშირი არ აქვს.

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:00

ნოდარ ხადურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამ წუთებში დაუზუსტებელია ,თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. ახალ მინისტრთა კაბნეტში ცვლილებები არ გამორიცხა არც პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

სად გააგრძელებს საქმიანობას პრემიერი,თანამდებობის დატოვების შემდეგ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 16:27

გავრცელებული ინფორმაციით ,პრემიერ -მინისტრი პოსტიდან გადადგომის შემდეგ აქტიურ პარტიულ საქმიანობას დაიწყებს, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს და კოალიცია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კანცელარიაში ბრიფინგისთვის მზადება მიმდინარეობს - გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ- მინიტრი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. გავრცელებული,ინფორმაციით პრემიერს ამ პოსტზე ვიცე- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთვრობაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური