ცხოვრება უშგულში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017 17:52

უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს  და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს და მათ მოქმედი სკოლა და ამბულატორიაც აქვთ. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“. ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” - განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” - დაამატა ჩარქსელიანმა.

სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” - ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები - კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” - ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” - აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ისდახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრისმეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. 

SES და ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი (FRAUNHOFER HHI) ვირტუალური რეალობის დემონსტრირებას თანამგზავრის მეშვეობით მოახდენენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 19:36

IBC - სამეცნიერო-კვლევით მიღწევების გამოფენაზე ვიზიტორები ვირტუალური რეალობას შეგრძნებას სრულიად განსხვავებულად შეძლებენ

ლუქსემბურგი, 2016 წლის 05 სექტემბერი - SES S.A. („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) ბერლინის ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტთან ერთად წელს IBC-ის კონფერენციაზე ინოვაციური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დემონსტრირება - თანამგზავრის მეშვეობით 10 000 x 2000 პანორამული ვიდეო სიგნალის ტრანსლაცია რამდენიმე მოწყობილობის მეშვეობით მოხდება.
პანორამული სიგნალი მიღებულ იქნება SES-ის სტენდზე და გადაეცემა როგორც ულტრა მაღალი გარჩევადობის დისპლეის, ასევე ვირტუალური რეალობის (VR) აღსაქმელ მოწყობილობების კომპლექტს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ხედვის კუთხე, ობიექტივის ფოკუსი და მანძილი, მართოს გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე მარტივი დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით ან მოირგოს ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობა.
ეს სადემონსტრაციო მასალა, გადაღებულია ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის გამორჩეული „OmniCam-360“ კამერით და გადაიცემა SES ASTRA -ს 19.2 გრადუსზე განლაგებული აღმოსავლეთ ორბიტალური პოზიციიდან. ეს იქნება დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი ვიდეო ვირტუალური რეალობა 360° - ზე. იგი მაყურებელს მისცემს საშუალებას, განიცადოს ვირტუალურ რეალობაში მონაწილეობის შეგრძნება - სპორტულ, საკონცერტო თუ სხვა ღონისძიებაში, რომელსაც ის პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს.
„ჩვენ ტექნოლოგიების კომბინაციას ვიყენებთ, რათა ზუსტად ვაჩვენოთ, თუ რა არის შესაძლებელი ჰიბრიდული მიდგომების გამოყენებისას“,- ამბობს დოქტორი რალფ შეფერი, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის ვიდეო დეპარტამენტის უფროსი. „არ არსებობს სტადიონი მსოფლიოში, რომელიც საკმარისი რაოდენობით დასაჯდომ ადგილს შესთავაზებს თაყვანისმცემლებს. ახლა წარმოიდგინეთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში რეალურ დროში მიმდინარე რაიმე მოვლენა - გადაღებული პროფესიული კამერებით, როგორიცაა „OmniCam-360“ და შემდეგ თანამგზავრის მეშვეობით უზარმაზარი გლობალური აუდიტორიისათვის მიწოდებული. ამ დროს თითოეულ მაყურებელს სახლიდან გაუსვლელად უკავია საუკეთესო ადგილი ღონისძიებაზე.“
თომას ვრედემ, SES-ის სისტემების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ „თანამგზავრები ვიდეო გამოცდილების ახალი სახეობების განაწილების იდეალურ გზას წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ სახმელეთო ქსელებიდან გამოთავისუფლებულ მონაცემთა დიდი მოცულობების მართვა. გარდა ამისა, ტექნოლოგიის სტანდარტები, როგორიცაა SAT>IP, არა მხოლოდ იმის საშუალებას აძლევს მაყურებელს, სახლში აირჩიოს მოწყობილობა - ტელევიზორის ეკრანი, ტაბლეტი ან ვირტუალური რეალობის ტექნიკა - არამედ მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი პოზიცია“

იხილეთ:
Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog
SES-ისსურათები იხილეთ http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის დოკუმენტები იხილეთ http://www.ses.com/18681915/white-papers

„SES“-ის შესახებ
SES („Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია ყურადღებას ამახვილებს გაფართოებული ფუნქციების უწყვეტ მომსახურებაზე და ახორციელებს სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას მაუწყებლების, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერების, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორების და კომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებას და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის, კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES-ის შვილობილი კომპანია - MX1 არის მედია სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. მის საკუთრებაშია „O3b Networks“, რომელიც წარმოადგენს შემდგომი თაობის სატელიტურ ქსელს და აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს. „O3b Networks“-ის მეშვეობით “SES”-მა მნიშვნელოვნად გაზარდა არსებული ვიდეო და მონაცემთა გამტარუნარიანობა. SES არის მსოფლიოში პირველი სატელიტური პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს დიფერენცირებული და სრულად მასშტაბირებადი GEO-MEO-ის მიწოდებას ძლიერი ტექნიკური სიმძლავრეების მეშვეობით რიგ საბაზრო სეგმენტებსა და ადგილებში.
“SES”-ში ჩვენ ვახდენთ ახალი ეკოსისტემების ფორმირებას და საფუძველს ვუყრით ახალ პრინციპებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com.

ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტის შესახებ:
ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი მსოფლიო ლიდერია მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო ქსელებისა და მულტიმედიური სისტემების შემუშავებაში. ფოტონური კომპონენტებისა და სისტემებით დაწყებული, ბოჭკოვანი ოპტიკური სენსორული სისტემებითა და ვიდეო-კოდირებითა დამთავრებული, ფრაუნჰოფერის ჰაინრიხ-ჰერტცის სახელობის ინსტიტუტი კვლევისა და ინდუსტრიის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობს. www.hhi.fraunhofer.de

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური