თამარ ჩუგოშვილი - „პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:41

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.

„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ, ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. იქნება მიღწევებზე საუბარი, იმაზე თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია. ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრის მოხსენების შემდგომ საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

თამარ ჩუგოშვილი - გუშინ რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, იყო ცირკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 12:26

გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. დეპუტატი არასერიოზულად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ, უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძესთან ერთად აქციაზე მდგომ პოლიტიკოსებსაც.

"როდესაც პარტიები ამბობენ, მოვდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირობებზეო, ეს უკვე ყველაფრის მიღმა არის. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს სერიოზულად დაელაპარაკოს, ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ, მაშინ იმ ხალხის მხრიდანაც სერიოზული დამოკიდებულება უნდა იყოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ზოგადად რაც ბოლო დღეებში ქალაქში მიმდინარეობდა, არ იყო კარგი საყურებელი, მათ შორის, რაც ვაკის პარკში ხდებოდა.
"ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ. დანარჩენი, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მე არ ვამბობ პირველ დღეს გამართულ აქციაზე, არამედ გუშინ რაც ხდებოდა ქალაქში, მათ შორის, სახალხო დამცველის შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია და მიხარია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრათ შესაბამის პირებს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:51

თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და მონიკა აზიმი, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი გახსნიან პრეზენტაციას თემაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაციას, რომელიც 10 აპრილს, 09:30–12:30 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმასპინძლებს.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა. ანგარიშში შესულია 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოკვეთილი მიგნებები და თანმდევი მოვლენები.

ანგარიში მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მეტნაკლებად ყველა საკვანძო მიმართულებით. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს სამომავლო აქტივობებისთვის. იმედია, ეს ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ მიაღწიონ ძირითად მიზანს, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა კულტურის პოპულარიზაციაში.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაცია მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. იგი შეესაბამება EWMI/PROLoG-ის მიზანს დაეხმაროს ადამიანის უფლებათა უწყვეტი რეფორმის სისტემის ჩამოყალიბებას და ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას საქართველოში.

USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში: 20 წელიწადზე მეტია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს წარმატების თანამონაწილეა ბევრ საკვანძო სფეროში, მათ შორის ძირეული რეფორმების გატარებაში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. როგორც სანდო, მიუკერძოებელი და ინოვაციებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს მოახდინოს დემოკრატიულ მიღწევების კონსოლიდირება და ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას, ეროვნულ დიალოგსა და ძალისხმევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები, - თამარ ჩუგოშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 11:26

„ჩვენი 2-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ჩვენ ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე გასვლა უნდა შევძლოთ და ამ ბიუჯეტის პროექტში ასახულია ის რეფორმები, რაც სწორედ ამას ემსახურება. 10%-ით მცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები, პრემიები და ა.შ.ეს ყველაფერი სწორედ იმისკენ არის  მიმართული, რომ რეგიონში არსებული ძვრები მოსახლეობამ ნაკლებად იგრძნოს“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 17:26

დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას. ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები  უვიზოდ იმოგზაურებენ  ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა  საპარლამენტო  არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს  იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი  მტკიცებულება და დადასტურება იმის,  რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში  დამაჯერებელი  გაიმარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ  პოზიტიურ განვითარებას.

 

თამარ ჩუგოშვილი - ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 12:14

„ქართული ოცნების“ ახალი სახე, თამარ ჩუგოშვილი ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ვინმე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის წინააღმდეგი. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთის პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელი არ შეუშალონ და კონტრდემონსტრაციების გამართვაზე უარი თქვან. „მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაგალითად როცა იმართებოდა რაღაც ღონისძიება და დაპირისპირებული ჯგუფი მისულა. მაგალითად, მსგავსი შეხვედრები იყო აჭარაში პრემიერის სტუმრობის დროს და ა.შ. ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რა სანქცია იქნება დაკისრებული, თუკი პარტია მემორანდუმის პირობებს დაარღვევს, ჩუგოშვილის თქმით, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა პარტიები მასზე ხელის მოწერით იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მშვიდობაზე. „ტექსტი არის მშვიდობიანი და იმედი მაქვს ყველა პარტია შეუერთდება მას. ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა. მისი განმარტებით, მემორანდუმის პირველადი ტექსტი შეიმუშავეს თავად „ქართულ ოცნებაში“, თუმცა არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა კონსულტაციები და იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პარტიებს რაიმე შენიშვნები ექნებათ, პარტია ამასაც გაითვალისწინებს. 

თამარ ჩუგოშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში ესმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:29

თამარ ჩუგოშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში ესმაურება.


"გვინდა გამოვეხმაუროთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია, რაც თავისთავად აღნიშნავს ნატოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე, რომლებიც გუშინ მივიღეთ ნატოს გენერალური მდივნისგან და ასევე სხვა წევრებისგან, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი და თანაც, საქართველო, განსაკუთრებულად ეფექტურად და სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაუახლოვდეს ნატოს და გახდეს მომავალში ნატოს წევრი, ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად, განვივითაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ქვეყანა და შევიქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და არის ასევე იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ახორციელებს ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის თანმიმდევრული და რომელიც არის მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, შეიძლება ითქვას პრაგმატულიც. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ სწორედ აი ამ კუთხით წარმართვას ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რაც აუცილებლად გახდება გარანტი ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარების, როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა.კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ ნატოს გენერალური მდივნის შეფასებებს და გამოვხატავთ სურვილს და მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენის მხრივ იმისთვის, რომ ნატოსთან კავშირი, ნატოსთან დაახლოება, ამ ურთიერთობების გაღრმავება სულ უფრო მეტად გაგრძელდეს”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაციები იგეგმება" - თამარ ჩუგოშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:14

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალი სახე, თამარ ჩუგოშვილი არჩევნებამდე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუგოშვილმა თქვა, ,,ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილია დაპირისპირების პროვოცირება "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ასევე ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შეტანა წინასაარჩევნო კამპანიაში.

„საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ინციდენტებისა და დარღვევების გარეშე, რაც აღიარებულია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებით. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.

„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, რომ საარჩევნო გარემო არ წარიმართოს ისე მშვიდად და სამართლიანად, როგორც ამისთვის ჩვენ ვართ მომართული, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ და ჩავატარებთ არჩვენებს, ყველაზე სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური