გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

უჩა ნანუაშვილი პლაკატების გაკვრისთვის სამი პირის დაკავებას ეხმიანება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 12:59

სახალხო დამცველი პოლიციელების მიერ თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი დაკავება გაუმართლებელია და ის ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

"გავრცელებულ კადრებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პლაკატების ღობეზე გაკვრა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ სამ პირთან მიმართებაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, ანუ „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე–ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე (და არა ღობეზე) და გარე განათების ბოძზე. სამშენებლო ღობე და გარე განათების ბოძი ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამავდროულად, კანონი უნდა იყოს საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურების სამშენებლო ღობესა და გარე განათების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული, მისი შეზღუდვა კი მოცემულ შემთხვევაში გაუმართლებელია.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე პოლიციელებმა ხსენებული სამი პირი დააკავეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელებს პროცედურულად არ ქონდათ დაკავების უფლებამოსილება. მოხმობილი ნორმა მიუთითებს იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა არსებობისას შესაძლებელია, საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, დაკავების უფლებამოსილების განხორციელება. აღნიშნულ ჩამონათვალში თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება მითითებული არ არის. პოლიციას დაკავება არ უნდა გამოეყენებინა იმის გამოც, რომ შეფარდებული 150–ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 50–ლარიან ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ამავდროულად, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ადგილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შსს უფლებამოსილი პირების გარდა ადგენენ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურეები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ დაკავების უფლებამოსილება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაკავების შეუსაბამო ხასიათს მოცემულ შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პირის დაკავება, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, წარმოადგენს უკიდურესად შემზღუდველ საშუალებას და ის მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, საამისოდ სერიოზული მიზეზების  არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული",-აღნიშნულია განცხადებაში.

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მდებარე სამშენებლო ღობეზე პლაკატების გაკვრის გამო, პოლიციელებმა ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს და მათ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინეს. პლაკატებზე ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურები იყო გამოსახული. მიმაჩნია, რომ პოლიციელების აღნიშნული ქმედებები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური