თამარ სანიკიძე დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 მაისი 2016 10:40

განათლების მინისტრი  დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. "აუდიტორია115-ის" წევრების განცხადებით,    თამარ სანიკიძე არ ახორციელებს რეალურ ცვლილებებს და ასევე არ აპირებენ თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას.

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან საერთო არა აქვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 13:43

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პროექტთან არანაირი საერთო არ აქვს. 
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს დღეს პროექტის პრეზენტაციისას განუცხადა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი თბილისის პროექტს ვერ შეედრება. 
განათლების მინისტრის განმარტებით, ეს იქნება ადგილი, სადაც იქნება კონცენტრირებული ის ძალა, რაც ქვეყანას არსებული მდგომარეობიდან გამოიყვანს და განვითარების გზაზე დააყენებს.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინსტიტუტი იქნება ჰაბი რეგიონში და მასში ახალგაზრდები ჩაერთვებიან.


ბათუმის უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 29 აპრილი 2016 14:19

მესმის მათი პროტესტიც, - თამარ სანიკიძე სტუდენტების აქციის შესახებ

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 15:43

დღეს თსუ-ში დაგეგმილ აქციაზე სტუდენტები  კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს.

აღნიშნული საკიტხის სესახებ  განათლების მინისტრმა ტამარ სანიკიძემ ჟურნალისტებტან ისაუბრა. მისი თქმით,   ეს საკითხი  გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით.

"თემა, რომელსაც ისინი დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ საუბარია წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც დღეს ყველას გვაქვს სურვილი, რომ აღარ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე. ამიტომ, მესმის მათი პროტესტიც. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა საჭიროა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა," - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

„არა პოლიციურ რეჟიმს“ ამ სლოგანით დღეს 18:00 საათზე „აუდიტორია 115-ის" ორგანიზებით, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია გაიმართება. 
აქციის ფარგლებში მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ სუს-ის შენობამდე გაიმართება.

თამარ სანიკიძე საერთაშორისო კონფერენციაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 აპრილი 2016 17:14

თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია. 

კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შესახებ და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნის მიმართულებებზე.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა მეწარმეობის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ქვეკომპონენტებზე. მისი განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ის პროექტი იყო, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა კომერციული ბანკებიდან სესხი 1-დან 3 პროცენტამდე აეღოთ. გარდა ამისა, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს.

ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო განათლების მიმართულებასაც და ისაუბრა იმ პრეზენტაციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა. „საუბარია საჯარო და კერძო პარტნიორობასა და პროფესიულ განათლებაში ჩადებულ ძალიან დიდ ინვესტიციაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ამ ორი მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება.

კონფერენციაზე საუბარი წარიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას. კვლევამ მოიცვა 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია, ხოლო შედეგად გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი: ქვეყანაში მარეგულისრებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია; ფინანსურ რესურსებზე წვდომადობა და განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა. 

კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.

 

თამარ სანიკიძე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 14:48

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოფელ ოკამის საჯარო სკოლაში ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. 

2015 წელს, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი მცხეთა–მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. მათ რიცხვშია 600 მოსწავლეზე გათვლილი კასპის რაიონის სოფელ ოკამის საჯარო სკოლაც, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ამჟამად სკოლაში 400-მდე მოსწავლე ირიცხება, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ, სკოლის დირექცია დარწმუნებულია მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. სკოლას სამი წელია სასკოლო ავტობუსიც ემსახურება.

ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში, მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  ეს იმ სოფლების სკოლებია, სადაც კონტიგენტი დიდია და სკოლები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიოროებენ.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის სრული ბიუჯეტია 54 მლნ აშშ დოლარი. პროექტის შედეგად, 41 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და სწავლის ხელმისაწვდომობა. 

სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 16:06

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები განათლების მინისტრს ხვდებიან , სტუდენტები მინისტრთან კონკრეტული წინადადებებით მოვიდნენ. ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს სთხოვონ დახმარება ე.წ. ოდეერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს.

რაც შეეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისინი აპირებენ, განათლების მინისტრს მიაწოდონ ინფორმაცია, ლადო პაპავას დროს დანიშნულ ერთერთ კადრზე, ეს არის ზურაბ კუბლაშვილი, რომელიც მათი ინფორმაციით, წლების წინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.

განათლების მინისტრი კი აპირებს ორივე მხარეს მოუსმინოს და ამის შემდეგ განიხილოს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

 

სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 13:38

ოთხშაბათს, 9 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი“.
პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.
პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა. რუსთაველის თეატრის მსახიობები - ქეთი ხიტირი და ნიკა ქაცარიძე წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“. ხოლო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ წარმომადგენელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს კონკურსის პირობებზე და გენდერული თანასწორობის გრძელვადიან კამპანიაზე, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება ჩატარდება გენდერული თანასწორობის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მარტის პირველ დღეებში იმართება.

თამარ სანიკიძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯილდო გადასცა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 15:17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 8 მარტი პედაგოგ ქალბატონებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ოჯახიდან მიულოცა.  მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილ მასწავლებელს ჟუჟუნა სამხარაძეს სახლში ეწვია, პირადად მიულოცა 8 მარტი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სახელმწიფო ჯილდო  „ღირსების ორდენი“ გადასცა.

ქალბატონი ჟუჟუნა სამხარაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. კოლეგები მას ახასიათებენ როგორც ნოვატორ, თავისი საქმის ენთუზიასტ  და იმპროვიზაციის ულევი მარაგის მქონე მასწავლებელს, რომელიც მუდმივად ეცნობოდა და ნერგავდა სწავლების მეთოდების სიახლეებს და ხშირად მონაწილეობდა კიდეც მათ შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ ჟუჟუნა სამხარაძე სწავლების პროცესს მჭიდროდ უკავშირებდა აღმზრდელობით მომენტებს, ქცევის ნორმებს, შრომით ჩვევებს, აღსაზრდელებს უვითარებდა სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობას, წარსულისა და ტრადიციებისადმი პატივისცემას, მომავლის რწმენას და სიახლეების ძიების უნარს.

ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ქალბატონ ჟუჟუნას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის თამარ სანიკიძემ მას მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

შეხვედრა ინკლუზიურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 17:51

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დონორებსა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წლისათვის დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებების გაცნობა.

2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. პროცესი პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პარალელურად ხორციელდება, რათა უზრუნველყოს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებისთვის. აღნიშნული ინიციატივით, სამინისტრო ეხმიანება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციას და უზრუნველყოფს შშმ პირთა კონვენციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

დონორებთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყველა მნიშვნელოვან ინციატივაზე რომელიც ინკლუზიური პროფესიული განათლების სფეროში 2016 წელს იგეგმება. კერძოდ:

ინკლუზიური პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს პროფესიული სასწავლებლების შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსით უზრუნველყოფას, მასწავლებლების კომპეტენციის გაძლიერებასა და ინდივიდუალური სწავლების მეთოდოლოგიის გაძლიერებას.

ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა სასწავლო პროცესში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს სსსმ პირებს აუცილებელი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური საშუალებებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2016 წელს ასევე იგეგმება აუდიო სახელმძღვანელოების მომზადება, რომელიც გადაეცემათ მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტებს.

მეწამეობის კომპონენტის განვითარება. სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს მეწარმეობის საკითხების გააქტიურება. რისთვისაც იგეგმება სკოლის საფეხურზე მეწარმეობის სწავლების ეფექტური წარმართვისათვის გზამკვლევის მომზადება, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის საკითხების ინიცირება პრაქტიკული პროექტების დაფინანსების გზით.

წინა პროფესიული უნარების განვითარების სერვისის დანერგვის ხელშეწყობა - სამინისტროს მიერ მნიშვნელოვან კომპონენტად განისაზღვრა სსსმ პირებისათვის წინა პროფესიული უნარების განვითარება, რაც გულისხმობს პრაქტიკული აქტივობებში ჩართულობით წერა - კითხვის, არითმეტიკის, დროის მართვის და სხვა საჭირო უნარების განვითარებას. მიმდინარე წელს აღნიშნული სერვისის პილოტირება განხორციელდება.

მხარდაჭერით დასაქმების კომპონენტის განვითარება. უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზით შესაძლებელია შშმ და სსსმ პირთა დასაქმების უზრუნველყოფა. განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს ჩართულობით, მიმდინარეობს მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შშმ და სსსმ პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ 2016 წელს 11 ადამიანი ჩაერთვება აღნიშნული სერვისის მიწოდებაში - 1 მხარდაჭერითი დასაქმების კოორდინატორი და 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი.

2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კვლევების განხორციელება ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით და პროცესის მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტებს წარმოადგენს.

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური