„გაზზე მოლაპარაკებები - ეკონომიკური და პოლიტიკური თემა“ - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 15:00

 „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ უმრავლესობის წევრებსაც. საპარლამენტო ფრაქცია“ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ როდესაც საქმე შეეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხს, ეს სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოებს და ის პოლიტიკური საკითხიცაა. ასეთ შემთხვევაში გათვლილი უნდა იყოს ყველა მოსალოდნელი პოლტიკური რისკი.  

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ხელშეკრულება როდის სრულდება, როდის გაგრძელდება, რა ვადით გაგრძელდება - იმიტომ, რომ ნახევარი ზამთარი უკვე გასულია და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დამატებით მოცულობების პრობლემა გვაქვს მხოლოდ ზამთარში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებით ფორმდება ხელშეკრულება“ - განაცხადა თამარ კორძაიამ სტარვიზიის ეთერში.

 „ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი გაზპრომს სწორედ პოლიტიკური ზემოქმედებისთვის იყენებს. როდესაც არგუმენტებით ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპასაც ამარაგებს რუსეთი, ევროპის უმეტესი ქვეყნები, ჩვენგან განსხვავებით, ნატოს წევრები არიან“ - აღნიშნა კორძაიამ.  

თამარ კორძაია "გაზპრომთან" დაკავშირებით (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 იანვარი 2016 22:14

„რაც შეეხება იმას, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და საიდან შევავსებთ ბუნებრივ აირზე მზარდ მოთხოვნილებას, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური თემაა. რა თქმა უნდა, ეს კონომიკური და პოლიტიკური თემაა, რადგან ენერგოუსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება პირდაპირ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება- რესპუბლიკელების" თავმჯრომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ "სტარვიზიის" ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში" ისაუბრა.

 

თამარ კორძაია "სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 14:36

„რაც შეეხება იმას, ვისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და საიდან შევავსებთ ბუნებრივ აირზე მზარდ მოთხოვნილებას, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური თემაა. რა თქმა უნდა, ეს კონომიკური და პოლიტიკური თემაა, რადგან ენერგოუსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება პირდაპირ,“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება- რესპუბლიკელების თავმჯრომარის მოადგილემ თამარ კორძაიამ „აქტუალურ თემასთან ინტერვიუში. გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ - ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხი - უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი თამარ კორძაია პასუხობს. გადაცემის სრული ვერსია ნახეთ დღეს, 15 იანვარს, 21 საათსა და 30 წუთზე.

"10 წელი ვიყავი "ენჯეო"-შნიკი და ვამაყობ ამით!" - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2015 14:06

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, იგი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამაყობს, რომ NGO-ში მუშაობდა და საკუთარი მეგობრებითაც ამაყობს, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები. "ნიუსდეი" თამარ კორძაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მე 10 წელი ვიყავი "ნჯო"-შნიკი და ვამაყობ ამით!"

ჩემი მეგობრებიც "ნჯო"-შნიკები არიან, ვამაყობ მათიც!!!

შეგახსენებთ, რომ არლამენტში გუშინ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა გიორგი მარგველაშვილის მიმართ ხისტი განცხადება გააკეთა:

"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეო-ელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც," -  განაცხადა მეჭიაურმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა "აქტუალური თემა" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 08 აგვისტო 2015 12:08

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. როგორ გადანაწილდა ფუნქციები სამრთალდამცავ ორგანოებს შორის? რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმა? როგორ აფასებენ ამ რეფორმას უფლებადამცველები? საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია და არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძე გადაცემაში "აქტუალური თემა" "სტარვიზიის" ეთერში.

რა შემთხვევაში შეიძლება კანონით ფარული მიყურადება?

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:36

რა შემთხვევაში შეიძლება კანონით ფარული მიყურადება? - ამის შესახებ "სტარვიზიის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ისაუბრა. 

"თუ საგამოძიებო ორგანოს  ჭირდება ფარული მიყურადება გადაუდებელი აუცუილებლობის შემთხვევაში მას შეუძლია მიმართო მოსამართლეს,  24 საათის განმავლობაში მოსამართლემ ეს დადგენილება უნდა დაამტკიცოს,  როცა მოსამართლე გასცემს  დადგენილებას ფარული მიყურადების შესახებ, პოლიცია ამას აცნობებს უსაფრთხოების სამსახურს და ასევე სასამართლო აცნობებს პერსონალური დაცვის ინსპექტორს და როცა ყველას ექნება ეს ინფორმაცია შემდეგ ირთვება ტელეფონი ფარულ მიყურადებაზე. კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა ეს მხოლოდ ტექნიკურად უნდა მოახდინოს, ჩაწეროს ინფორმაცია და გადასცეს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

 

"ძირითადი მიზანია შიქმნას თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების სამსახური"

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 15:54

შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა  წინასაარჩევნო დაპირება იყო. გაყოფის ძირითადი მიზანია შეიქმნას თანამედროვე, ევროპული უსაფრთხოების სამსახური, ეს არის დასაწყისი.  ბევრი რამაა დამოკიდებული როგორ წაიკითხავს ამ კანონს ის ვისი მოვალეობაცაა ამ კანონის შესრულება, - ამის შესახებ "სტარვიზიის"ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ ისაუბრა. 

მისი თქმით,  უსაფრთხოების სამსახურის  ძირითადი ფუნქცია ანალიტიკური საქმინობაა:

"ამ სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ანალიტიკური საქმინობა და საგამოძიებო უფლებამოსილება. ისეთი საქმეები,  როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა. ვფიქრობ, უფლებამოსილებათა გამიჯვნაც სწორად არის კანონში გაწერილი.  არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ უსაფრთხოების სამსახურს ჰქონოდა ერთადერთი ანალიტიკური ფუნქცია და არ ჰქონოდა საგამოძიებო უფლებამოსილება. ეს იყო პრინციპული საკითხი, მაგრამ  ამ ეტაპზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაასაბუთა, ის რომ შესაძლოა ამ გარდამავალ პერიოდში სქართველო არ იყოს მზად იმისთვის, რომ მხოლოდ   ანალიტიკური ფუნქცია დაუტოვოს უსაფრთხოების სამსახურს.  ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მომავალში განხილვის თემა", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

 
გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური