არ შეიძლება იმედი გაუცრუო ადამიანებს, - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 12:01

მე არ ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო, როდესაც უნდა წახვიდე პოლიტიკიდან. არ შეიძლება იმედი გაუცრუო  ადამიანებს, რომლებმაც არჩევანი შენზე გააკეთა,  - აღნისნული განცხადება  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია უსუფაშვილზე" - თამარ კორძაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 12:29

„ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ის რეალურად მხარს უჭერს, სერიოზულ დისკომფორტს სწორედ რესპუბლიკური პარტია უქმნის. რესპუბლიკური პარტიის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ უკვე აშკარა და ცხადი ხდება, რომ ის იდეალები, რომლისთვისაც შეიქმნა კოალიცია, აღარ არსებობს დღეს. 2012 წელს მოსული კოალიცია ყველაზე მთავარს ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას - ეს იყო მრავალფეროვნება პოლიტიკურ სპექტრში, მრავალპარტიული არჩევნები, საპარლამენტო რესპუბლიკა - ყველა ეს იდეა აღმოჩნდა ყალბი დანაპირები...დღეს მთელი „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს ეუბნება, რომ 100 ადამიანით შევლენ პარლამენტში. ეს უკვე აღარ არის მრავალფეროვნება.“ განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ, „სტარვზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კორძაია პასუხობს.

"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ამ წუთას ცენტრისტებზე დიდი პრობლემა არის ნინო ბურჯანაძე“ - თამარ კორძაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 აგვისტო 2016 12:37
„როგორც კი ჩვენ ამ რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია, გადავწყვიტეთ, რომ ამაზე აუცილებლად სამართლებრივი რეაგირება უნდა მოგვხედინა. თავისთავად, რომ პარტია „ცენტრისტები“, რომელთა არსებობაც არავინ არ იცოდა საერთოდ, ვიღაცამ და რაღაცამ გააცოცხლა. ჩვენც და მოსახლეობამაც ზუსტად იცის, რომ ისინი ამომრჩევლის ხმებს საერთოდ ვერ მიიღებენ, მაგრამ ვიღაცას დასჭირდა ის, რომ ასეთი პარტია დარეგისტრირებულიყო საარჩევნოდ და გაეჟღერებინა მსგავსი ტიპის დაპირებები. საქართველოს მოსახლეობა ვერ მიიღებს ვერცერთ შემთხვევაში, როგორი გაჭირვებაც უნდა არსებობდეს, რუსეთის ბაზებს საქართველოში...არცერთი მოქალაქე არავის არ აპატიებს იმ შეურაცხყოფას, რომ პენსიის საფასურად გაყიდოს ის სამშობლო, რომლისთვისაც სისხლი დაღვარა. არა მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პარტია საერთოდ აიკრძალოს, რათა ხვალ და ზეგ კიდევ ვინმემ არ გაბედოს მსგავსი რამ.“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კორძაია პასუხობს.

"ვფიქრობთ, თავდაცვის მინისტრის ყოფნის აუცილებლობა ცალსახად დგას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 16:10

რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თამარ კორძაიამ. მისი თქმით, გარკვეული მოვლენების დასრულების შემდეგ ამასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამ დროისთვის კი მნიშვნელოვანია თინა ხიდაშელი, როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე წარდგეს ვარშავის სამიტზე.

„მინისტრები იქნებიან მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არის მთავრობაში და ვფიქრობთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფნის აუცილებლობა ცალსახად დგას. შესაბამისად ჩვენ ველოდებით გარკვეული მოვლენების დასრულებას პოზიტიურად, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხებს და დანარჩენი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით მოხდება,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:19

 უმრავლესობის იდეას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვროს არ ეთანხმება ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებთ მეტი პრობლემა არსებობს.

"საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც პარლამენტმა, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა, დასაქმება,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, ისინი პოსტებს დატოვებენ-კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 აპრილი 2016 13:12

თუ ”რესპუბლიკელი მინისტრები” საარჩევნო სიაში იქნებიან, ისინი პოსტებს დატოვებენ-განცხადებას თამარ კორძაია აკეთებს,მისი განცხადებით პოლიტიკური პარტიები უკვე გადავიდნენ წინასაარჩევნო რეჟიმში.

”ვიცით, რომ 60 დღით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია უკვე წინასაარჩევნო რეჟიმშია. მომავალ ხედვებზე იწყება საუბარი, მსჯელობა მიდის ვინ იქნება კანდიდატები, როგორ იქნება სიები წარდგენილი...
”რესპუბლიკური პარტია” სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ”რესპუბლიკელ მინისტრებთან” შეთანხმებით გადაწყვეტს იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო კანდიდატები პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით. ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი არ არის. უახლოეს მომავალში, როდესაც პარტია ჩამოყალიბდება ამის შესახებ გაცნობებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ისინი იქნებიან კანდიდატები, მათთანვე შეთანხმებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დატოვებენ მინისტრების პოსტს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე. 

თამარ კორძაია ქალისა და მამაკაცის ერთობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 13:49

პარლამენტთან დაგეგმილი ორგანიზაცია იდენტობის აქციის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ გამოთქმულ დისკრიმინაციულ შეფასებას კატეგორიულად ემიჯნება რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია. 

„მეჭიაურის კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება აქციას, ვფიქრობ, აბსოლუტურად მათი მოსაზრების გამოხატვაა და სრულიად მისაღებია, ნაწილობრივ მეც ვიზიარებ, რადგან, მნიშვნელოვანია ის, რომ ფრაქცია და პარტია რესპუბლიკელებმა გააკეთა თავისი განცხადება და მე პირადად ხელი არ მომიწერია ამ ინიციატივაზე, რადგან, დიახ, კონსტიტუციის ჩანაწერს ცვლილება ნამდვილად არ ჭირდება,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ნიუსდეი" შეგახსენებთ თამაზ მეჭიაურის განცხადებას იდენტობის აქციის შესახებ : 

„ცინიკურია, როდესაც ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი ზოგიერთები,“ - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

მსგავსი რეაქცია აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ორგანიზაცია იდენტობის მიერ დაგეგმილ აქციაზე.

„ქუთაისში პიდარასტების აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა,“ - განაცხადა ომარ ნიშნიანიძე

სანქციებზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელიც. ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის განმარტებით, ის, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა სამოქალაქო კოდექსში ისედაც აღნიშნულია. მას მიაჩნია, რომ ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა ხდება და არის რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია.

 

თამარ კორძაია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს .  ახალი თავმჯდომარის არჩევაზე შეფასებები მმართველ გუნდში უკვე გაკეთდა. ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, შეკითხვები მასაც აქვს. 

"რადგან არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ბევრი პრობლემაა, აჩენს კითხვებს. დიახ, მეც მაქვს შეკითხვები იქ მიმდინარე პროცედურებთან... თუ ვიღაც თვლის, რომ კითხვები არსებობს და არასწორად მოხდა, სასამართლოში უნდა წავიდეს,"- განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს უფლება არ აქვს, რომ პროცესში ჩაერიოს, დეპუტატებს შეუძლიათ, რომ მოვლენები მხოლოდ შეაფასონ.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობაა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი იყოს და მის საქმიანობაში ხელისუფლების სხვა შტოები არ ერეოდნენ. ვის გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის საბჭოზე, მოსწონთ თუ არა შიგნით უნდა იმსჯელონ,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა. 

თამარ კორძაია საარჩევნო სისტემაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 12:44
ინტერპარტიული ჯგუფის საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. საუბარია მაჟორიტარული სისტემის უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლაზე, რისთვისაც ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს საპარალამენტო უმცირესობა. „ერთადერთი განსხვავება და პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს უნდა გადავდოთ შემდეგისთვის. ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი დარწმუნებული არიან სხვაგვარად ვერ მოიგებენ არჩევნებს,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი. მმართველი გუნდის ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რესპუბლიკელები კი აღიარებენ რეგიონულ-პროპორციული სისტემის უპირატესობას, თუმცა, ამ დროისთვის არსებული შეთანხმებით, მათი განცხადებით ახალი პრინციპით არჩევნები არა 2016, არამედ 2020 წელს უნდა ჩატარდეს. „უმრავლესობასთან ვართ კომპრომისზე წასული,“ - აცხადებს თამარ კორძაია
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური