ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019 10:50

დიდი ბრიტანეთი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლაში (SSEES), დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის შემსწავლელი კურსების დამაარსებლების და საქართველოს  ახალგაზრდა ელჩი სოფო ქევხიშვილის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული სექციის გახსნას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლის დირექტორმა, პროფესორმა დიან ფ. კონკერმა, და ახალგაზრდა ელჩმა სოფო ქევხიშვილმა ისაუბრეს ბიბლიოთეკაში ქართული სექციის არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქართული ენის მასწავლებლებმა ქეთი კალანდაძემ და მარინე თიგიშვილმა სტუმრებს ქართული ანბანი და ლიტერატურა გააცნეს.
საყურადღებოა,  რომ  აღნიშნული ბიბლიოთეკა ლონდონის ერთადერთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ქართული სექცია აქვს.

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 16:07

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

მარგველაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის თანახმადაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა უკვე შედგა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის პირველი მარტიდან შეუდგება.

სერგი კაპანაძე საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 18:06

საქართველოს რეფორმაბის ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობაზე წერს.

"ნიუსდეი" Facebook-ზე გავცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
1. ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ ეკონომიკური დიპლომატია იყოს პრიორიტეტი. პირიქით, 2008-2012 წლებში ასეც იყო: ეკონომიკური დიპლომატია მუდმივად იყო პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკისთვის. უფრო მეტად, ვიდრე 2008 წლამდე. 2012-2015 წლებში, ჩემი აზრით, ეს მიმართულება არ იყო მთავარი, ამიტომ ამოწევა სულაც არაა პრობლემატური. რამდენად ამოწევს, ეს სხვა საკითხია... 
2. პრობლემა, როგორც წესი, ის არის, რომ საელჩო მხოლოდ თავისით ვერ იზიდავს ინვესტორს. ამას ვინც ასე თვლის - მიამიტია. საელჩომ შეიძლება პირველ ეტაპზე დააინტერესოს ინვესტორი, მაგრამ მერე უნდა ჩაერთოს ეკონომიკის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები და ა.შ. ჩვენი პრობლემა ამ ბოლო წლებში სწორედ ეს სხვა უწყებები უფრო იყო, ვიდრე საელჩოები. 
3. თავისი არსით, საელჩოები არ არიან ეკონომიკურ დიპლომატიაზე ორიენტირებულნი. რამდენიმე ელჩის გარდა, ამისი არც გამოცდილება, არც ცოდნა და არც მოტივაცია გააჩნიათ. ამ უკანასკნელს შეიძლება უშველოს მინისტრის პრირიტეტებმა, მაგრამ პირველ ორს ვერ უშველის. ამიტომ, გამოსავალი, როგორც წესი არის სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა და ბიზნესი-ბიზნესზე ურთიერთობების წახალისება და აწყობა. ასევე ქვეყნის შიგნით ხელსაყრელი გარემო. როცა ინვესტორები "რიგში დგანან" და გართულებულ რეგულაციებს და ბიუროკრატიას უყურებენ, როცა სავიზო რეგულაციები ხელს უშლის ყველას, როცა მიწა არ იყიდება და ა.შ. მიამიტურია დიპლომატებს მიანდო ინვესტიციების მოზიდვა. 
4. როცა ახალი პრიორიტეტი ჩნდება საგარეო უწყებაში, ასევე ჩნდება საფრთხე, რომ რამდენიმე არსებული, მაგრამ "გაცვეთილი" პრიორიტეტი იქნას მივიწყებული. კვირიკავშილის დილემა ის იქნება, რომ არ მოადუნოს ყურადღება არ-აღიარების, დეოკუპაციის, ევროინტეგრაციის, ნატოს და ა.შ. მიმართულებით. ამის ცდუნება იქნება. თუ ეს მოხდა, მაშინ უნდა სერიოზულად "ავყვირდეთ"! 
5. ევრაზიული კავშირი, მე მგონია, რომ ამ კაცს არ უგულისხმია. მე გავიგე, როგორც ევრაზიაში მიმდინარე პროცესები და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩინეთი, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ირანში და ასე შემდეგ მიმდინარე პროცესები იგულისხმა. შთაბეჭდილება სწორედ ასეთი დამრჩა. თუ საგარეო იქნება ირანთან ვიზების გაუქმების ინიციატორი, მხოლოდ მივესალმები! ევრაზიაზე აქცენტი, ჩემი აზრით, გამოუცდელობა უფრო იყო, ვიდრე ევრაზიული კავშირზე აქცენტი. თან ნატოს და ევროკავშირის მერე თქვა. :) ამ მიმართულებით თუ რამე ცუდად ქნეს, მერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი დავიწყებ ყვირილს :)
6. კადრები წყვეტენ ყველაფერს, მათ შორის, საგარეოში. მე მგონი, ეს უნდა გაითვალისწინოს. ბოლო წლებში საგარეო ძალიან დასუსტებულია კადრების მუდმივი გადინების გამო, მათ შორის, და განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივით. 
7. გამოცდილება არ აქვს კვირიკაშვილს და ეს მისი უდავოდ დიდი მინუსია. გამოსწორებადი არის, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა ამას, მალე ვნახავთ. წინ გაეროს მაღალი დონის დებატებია და ეუთოს და ნატოს მინისტერიალები. 
8. კარგ მინისტრს, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს სამი თვისება: უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება. 
9. ცვლილებების დრო: მე მგონი, ამბასადორიალამდე ცვლილება სწორია. ძალიან უცნაური და ამ მთავრობისთვისაც კი არაპროფესიონალური იქნებოდა, ჯერ ამბასადორიალი ჩაეტარებინათ და მერე ორ დღეში ახალი მინისტრი დაენიშნათ. 
10. ბერუჩაშვილს ცუდად მოექცნენ. მაგრამ, არა მგონია ვინმეს გაგვკვირვებოდა ეს ამბავი. what goes around, comes around.

პ.ს. ჯობს.გე-ზე რომ ოცნებამ გამოაცხადა მიუკერძოებელი ექსპერტების, მათი ანალიზი მაინტერესებს ამ საკადრო ცვლილებების. მინდა დავეტოლო :) - წერს სერგი კაპანაძე საკუთარ გვერდზე.

 

იენს სტოლტენბერგი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:22

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაიმართა. იანს სტოლტენბერგს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ შეხვედრამ გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.

დონალდ ტუსკის ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 ივლისი 2015 18:06

"ბატონი დონალდ ტუსკი პირველად ჩამოდის საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის, სოლიდარობის და მზადყოფნის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტუსკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის:

"რა თქმა უნდა, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. რა საკვირველია ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ ყველაზე დიდ პრობლემასთან, ეს არის დეოკუპაცია და ის სირთულეები, რაც დღეს არის სახეზე", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 12:01

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, ენ ბრასორი, საქართველოს 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ენ ბრასორი თბილისში გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილსა და თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება. PACE-ის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან.

ენ ბრასორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში წეროვანის დასახლებას ეწვევა და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს ლექცია სტუდენტებთან, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებს.

პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ენ ბრასორი 7 მაისს, 11 საათზე პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური