„თავისუფალ საარჩევნო გარემოზე საუბარიც ზედმეტია“ - კახა კუკავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 07 მაისი 2016 13:17

„წინასაარჩევნო გარემო, კვლავინდებურად მძიმეა. ხელისუფლება ხშირად გვაყვედრის, რომ არ არის ისეთი ტოტალური ძალადობა, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყო. ეს სიმართლეა და ქვებს არ ისვრიან დღეს, თუმცა გაჩნდა სხვა ტიპის პრობლემები. ის, რაც ადრე ხდებოდა ფიზიკური ძალადობით, დღეს არის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ასტრონომიული რაოდენობა, რომელიც ჩვენნაირი ოპოზიციური პარტიებისთვის ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა. ქვეყანას მართავს მილიარდერი, რომელსაც ნაყიდი აქვს ყველა ტელევიზია, პარტიები, ბლოკები და ადმინისტრაციული ორგანოები პირდაპირ მუშაობენ მასზე. ამავდროულად, კონკრეტულად პარტია „თავისუფალ საქართველოს“ აქვს ერთი ოფისი დედაქალაქში, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ხელფასი მისცეს თუნდაც ერთ ადამიანს, რომელსაც არ ეკუთვნის სარეკლამო დრო, რომელსაც არ აქვს უფლება კომისიაში დანიშნოს წევრები და ასეთია პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა საქართველოში. ბუნებრივია ასეთ დროს თავისუფალ საარჩევნო გარემოზე საუბარი ზედმეტია. ევროსაბჭოს მომხსენებლებიც დაგვეთანხმნენ ამ ფაქტებთან დაკავშირებით.“ - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ტავმჯდომარემ, კახა კუკავამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო „star fm”-ზე, აქტუალური თემის შეკიტხვებს კახა კუკავა პასუხობს.

 

საქართველო უმეტესად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 13:30

2016 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო „უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნების სიაში შევიდა. რეიტინგი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, ერთი ადგილით უკან დაიხია და წელს 23-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში კი მე-12 ადგილი დაიკავა და 72.6 ქულა მიენიჭა. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს 3,2-ქულიანი ნამატი აქვს. 

„მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა. კორუფციის აღმოფხვრისა და ფისკალური სიჯანსაღის აღდგენის მცდელობებმა ნაყოფი გამოიღო. ორწლიანი ფისკალური კონსოლიდაციის გამო, მთავრობამ შეზღუდულად ხარჯა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყო“, - წერია ანგარიშში. 

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, 178 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე წელს ჰონგ-კონგი, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი ახალი ზელანდია გავიდა, ხოლო ბოლო ადგილები ვენესუელამ, კუბამ და ჩრდილოეთ კორეამ დაიკავა.

საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 13:41

 საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება, ასეთ შეფასებას აკეთებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი".ამ თემასთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ორგანიზაციის კვლევების პრეზიდენტ არჩ პადინგტონს ესაუბრა. 

როგორც არჩ პადინგტონმა განაცხადა, საქართველო, როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის პირობებში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ორგანიზაციის ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების და "რუსთავი 2"-ის საქმემ მიიქცია.

"რუსთავი 2"-ის საქმე ძალიან შემაშფოთებელია. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში პრესის თავისუფლება სადაო დემოკრატიული ინსტიტუტია. როცა ხელისუფლებაში ახალი ლიდერები მოდიან, პირველი რის გაკეთებასაც ცდილობენ ინფორმაციის წყაროებზე კონტროლის მოპოვებაა, ამ ქვეყნების უმეტესობაში ეს ტელევიზიაა.

ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს", - აღნიშნა არჩ პადინგტონმა. 

როგორც "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია აღნიშნავს, ორგანიზაციის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რუსეთს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მეთაურობით აგრესიულად ებრძვის ლიბერალურ ღირებულებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის სამეზობლოში.

"პრესის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლი 21-ე საუკუნის დიქტატორების მეთოდია. ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ნომერ პირველი პრიორიტეტი მედიაზე კონტროლის მოპოვება იყო," - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით რუსეთი და ჩინეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ცენზურას და პროპაგანდას აქტიურად იყენებენ. საქართველოში პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი, პადინგტონის თქმით, ახალბედა ორგანიზაციების და ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

"საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მხრივ ორი რამ გვაღელვებს. ერთი, ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაა, რომლებიც ახლო წარსულში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად დაარსდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ისინი გავლენიანები არიან, არ მინდა გადავაჭარბო და ვთქვა, რომ მათ ქართველების შეხედულებებზე გავლენა აქვთ. ცხადია, ეს რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკა შეასუსტოს და ქართველების მსოფლმხედველობა შეცვალოს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი არჩიონ. ეს არის მიზანი და ეს ორგანიზაციები ამ მიზანს ემსახურებიან. თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის", - აცხადებს პადინგტონი.

ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" გამოქვეყნებულ ანგარიშში 195 ქვეყანა და 15 ტერიტორიაა შეფასებული, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი არათავისუფალთა კატეგორიაშია.

"სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება"-ნინო სუხიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 16:53

,,საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის იმიჯს"– ასე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი.

,,ჩემი აზრით, ის რაც ხდება უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი კერძო კომპანიის პრობლემა, არ აქვს მნიშნელობა მოგვწონს თუ არ მოგვწონს კონკრეტულად ეს ტელეკომპანია. აქ საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და საერთოდ ქვეყნის იმიჯს,“- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ურთმელიძე გონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანს და საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

პარტია "თავისუფალი საქართველო"- ”სი-თი პარკის” საჩივარს აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 12:24

სითი პარკის  საჩივრის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას პარტია "თავისუფალი საქართველო"აპროტესტებს.

პარტიის წევრები დღეს კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ.

სითი პარკის წარმომადგენლების განმარტებით, პარტიის წევრებმა მოქალაქეების ხელმოწერები უკანონოდ მოიპოვეს.

კომპანიამ  საჩივარი მერიაში შეიტანა. ქალაქის მთავრობამ კი მასალები პროკურატურაში გადააგზავნა.

პროკურატურაში ჩივილს აპირებს ოპოზიციური პარტიაც.

შეგახსენებთ,რომ კომპანია სი-ტი პარკმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ერთერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მოქალაქეთა ხელმოწერების გაყალბების შესახებ, განცხადებაში კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე იმისათვის, რომ არ გახდნენ პოლიტიკური პოპულიზმისა და პარტიული ინტერესების ნაწილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური