თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკება გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:26

2016 წლის 22-23 თებერვალს თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები  ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება.
გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველო-ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:57

თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალ ვაჭროზე მოლაპარაკებები დაიწყო.  მხარეებმა  როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი განიხილეს.მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2016 წლის მაისში გაიმართება . მომდევნო კონსულტაციები კი ყოველ ორ თვეში .ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ავრცელებს.  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას. 

რუსეთ უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეჩერდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 09:50

რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს,ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ხელმოწერილია განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 
აღნიშნული ბრძანება ძალაში 1-ელი იანვრიდან შედის. ამავე დღიდან შედის ძალაში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადამ გადაიწია.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური