„თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:31

„თამარ ჟვანიამ კანონის დარღვევით გაანაწილა სახელმწიფო ბიუჯეტი კონკრეტულ პარტიებზე. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ პარტია „მრეწველებმა“ უკანონოდ მიიღეს 300 000-იანი დაფინანსება...ეს იყო არაკანონიერი გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის ყველაზე საფრთხის შემცველი არის ის, რომ ყველაფერი ეს ემსახურებოდა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიაში არ იყოს წარმოდგენილი „თავისუფალი დემოკრატები“, როგორც ოპოზიციური ძალა და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დამატებითი ხმა ჰქონდეს, რათა აკონტროლოს საარჩევნო პროცესი.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

„ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციას“ - ლელა ტალიური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 16:29

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაფინანსება განისაზღვრა, გარკვეულწილად არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რაც ფაქტობრივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -ეს არის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - და ასევე უგულებელყოფს მეორე პარტიის ინტერესებს - ეს არის „თავისუფალი დემოკრატები“. განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისგან“, მრეწველთა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გადალახა დაფინანსების მოსაპოვებლად დადგენილი მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერი.“ - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლელა ტალიური პასუხობს.

„ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ ოთხი-ხუთი ადამიანი“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 16:26

„რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც არიან პრატიის დამფუძნებლები და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით პარტიის განვითარებაში, არჩევნების შედეგების გამოყვენებიდან მეორე დღესვე დატოვეს პარტია. მათი საჯარო განმარტების მიხედვით, მათ აირეს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც დაგვიდგა, რომ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. ეს არის ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში. საქართველოში კი ეს იშვიათობაა და ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. რაც შეეხება შემდგომ ბრალდებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით - ეს არის აბსურდი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აპელირებენ ისინი ამ ყველაფერზე, თუმცა ისინი უკვე აღარ არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და ეს არის მათი პირადი პოზიციები.“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

"თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 12:10

"თავისუფალმა დემოკრატებმა" არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო კომისიებიდან პარტიის წარმომადგენლების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულის მიზეზად პარტიის ლიდერი თამარ კეკენაძე მათი წარმომადგენლების მუშობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებს ასახელებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა, რათა ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელების მხრიდან სხვა პარტიების სასარგებლო მოქმედებები არ განხორციელდეს. პარტიის გადაწყვეტილებით, "თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები 21 საარჩევნო ოლქის 385 საუბრო საარჩევნო კომისიიდან გამოიწვიეს. არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო კომისიებიდან წარმომადგენლების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობაშიც”.  

„ნაცმოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 13:46

„ნაციონალური მოძრაობა“ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ მოიპოვოს პრივილეგიები ივანიშვილის კარზე, უპასუხისმგებლო საქციელია, რაც გამოიწვევს საკუთარი ამომრჩევლის უკმაყოფილებას. 
„იმ მხარდამჭერებმა, რომლებმაც ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭირეს მხარი და არ აქვთ არანაირი თბილი ადგილის მოპოვების პერსპექტივა, მათ ჩვენ და სხვა პროდასავლური ძალები მოვუწოდებთ, მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის უკუსვლისა და რეგრესის წინააღმდეგ“, - განაცხადა კანდელაკმა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა“ - ლევან სამუშია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 17:12

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა. საუბარი დიდი ხნით ადრეც მიდიოდა თუ ვინ განიხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. არ მაქვს განწყობა და შთაბეჭდილება იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების მარწუხებისგან. ბატონმა თავაძემ გააკეთა განცხადება, „საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“.. ვნახოთ, მე მომხარული ვიქნები, თუ არ გამართლდება ჩემი სკეპტიციზმი. წინ გვაქვს კაბელების საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლევან სამუშია პასუხობს.

"თავისუფალი დემოკრატები" ცვლილებებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 10:40

პარტიაში "თავისუფალი დემოკრატები" ცვლილებები განხორციელდება.  რეორგანიზაციის საკითხზე  შესახებ პარტიაში დღეს იმსჯელებენ.

აღმასრულებელი მდივნის თამარ კეკენაძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოსა და გამგეობაში ცვლილებები განხორციელდება და აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები ახალი სახეებით დაკომპლექტდება. 

„თავისუფალი დემოკრატები” პარტიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხზე იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:07

დღეს „თავისუფალი დემოკრატები” სამომავლო გეგმებსა და პარტიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხზე იმსჯელებენ. 

პარტიის თავმჯდომარედ მომდევნო 5 თვის განმავლობაში ირაკლი ალასანია რჩება. რეორგანიზაციის პერიოდად 5 თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ახალ თავმჯდიმარეს აირჩევენ.

 

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დაიშალა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 11:36

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. ბათუმის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციაც დაიშალა.პარტიის რეგიონული შტაბის ყოფილი ლიდერი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი კობა ჩხეიძე პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა ჯაბა ბერიძემაც დატოვა. ბათუმის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია დაშლილია.

ცოტა ხნით ვიქნები..სახლში.... აბა დროებით! - პეტრიაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 11:59

რამდენიმე წუთის წინ ალექსი პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადა აღნიშნავს რომ პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს.

"მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა "თავისუფალ დემოკრატს" და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური